შერონ სტოუნი ავადმყოფობის გამო ჰოლივუდს ტოვებს

შერონ სტოუნი ავადმყოფობის გამო ჰოლივუდს ტოვებს

კინოვარსკვლავი შერონ სტოუნი ჰოლივუდს ტოვებს. მსახიობის გადაწყვეტილების მიზეზი ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც, შესაძლოა, სტოუნისთვის კინოკარიერის დასრულების მიზეზიც გახდეს.

რამდენიმე თვის წინ მილანის მოდის კვირეულზე ჩასული მსახიობი საავადმყოფოში აღმოჩნდა. შერონს ზუსტად ის სიმპტომები აწუხებდა, რომლებიც მას 2001 წელს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სტოუნი თავის ძლიერ ტკივილს უჩიოდა, შემდეგ კი გონება დაკარგა. 11 წლის წინ კინოვარსკვლავს "თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის" დიაგნოზი დაუსვეს.

"შერონს უნდა უფრო ნელი ტემპით იცხოვროს, - აცხადებს Showbiz Spy-ს წყარო, - როდესაც ის უცხო ქვეყნის საავადმყოფოში აღმოჩნდა, ძალიან შეშინდა. შერონს ბავშვები ენატრება, მაგრამ ესმის, რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა".

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: შერონ სტოუნი - გლამურული ყაჩაღი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება