სკარლეტ იოჰანსონი ალკოჰოლს მიეძალა

სკარლეტ იოჰანსონი ალკოჰოლს მიეძალა

სკარლეტ იოჰანსონი ალკოჰოლს მიეძალა. ამის შესახებ ვარსკვლავის მეგობრები იტყობინებიან. პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული იოჰანსონი ძალიან განიცდის მისი ყოფილი მეუღლის, რაიან რეინოლდსის მეორე ქორწინებას. რაიანმა ცოლად ახალგაზრდა მსახიობი, ბლეიკ ლაივლი რამდენიმე თვის წინ მოიყვანა.

სკარლეტის ახლობლების თქმით, ვარსკვლავი თითქმის ყოველდღე სვამს.

"მოსკოვში Moet & Chandon-ის შამპანურის პრომო აქციაზე, მთლიანად დაკარგა კონტროლი. გამუდმებით სვამდა და თითქმის არ ეძინა. ნათელი იყო, რომ ალკოჰოლით დარდის მოკვლას ცდილობდა", - განუცხადა წყარომ ჟურნალ Star-ს.

"საქმე ის არის, რომ რაიანი ბედნიერია, სიყვარულით დაქორწინდა, ხოლო სკარლეტი ისევ მარტოა. ალკოჰოლი თავისას შვრება - რამდენიმე დღის წინ იოჰანსონი მოთქვამდა, რომ წონაში მოიმატა", - აცხადებს მსახიობის მეგობარი.

სკარლეტს ეგონა, რომ ყოფილ მეუღლეს ახალი პარტნიორი დაავიწყდება, ამიტომ მან რომანი ჯარედ ლეტოსთან გააბა, თუმცა ამაოდ.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: სკარლეტ იოჰანსონის ეგზოტიკური გლამური ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება