ეგვიპტეში მასობრივი არეულობები გრძელდება

ეგვიპტეში მასობრივი არეულობები გრძელდება

"როიტერის" ცნობებით, ეგვიპტეში მასობრივი არეულობები კვლავ გრძელდება და მომიტინგეებს ქვეყნის ცნობადი სახეებიც შეუერთდნენ. მსახიობები, მუსიკოსები და ხელოვნების სხვა მოღვაწეები, ტაჰრირის სკვერში დაბანაკებული მომიტინგეების მსგავსად, პრეზიდენტ მურსისგან სამართლებრივი იმუნიტეტის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვენ.

კანონის ძალით, ახალი პარლამენტის არჩევამდე, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ აპელირებას არ ექვემდებარება. კანონის თავდაპირველი ვარიანტი ანალოგიურ იმუნიტეტს მთავრობის და პარლამენტის ზედა პალატის წევრებსაც ანიჭებდა, თუმცა მოგვიანებით ეგვიპტის პრეზიდენტი კომპრომისზე წასვლას დათანხმდა და კანონი რამდენადმე "შეკვეცეს". მიუხედავად შესწორებებისა, მომიტინგეები ამ კანონს "დიქტატორულს" უწოდებენ და მის გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა