საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას ომბუდსმენობის მხოლოდ სამი კანდიდატი ესწრება

საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას ომბუდსმენობის მხოლოდ სამი კანდიდატი ესწრება

საპარლამენტო უმრავლესობას ომბუდსმენობის მხოლოდ სამი კანდიდატი ხვდება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან შესახვედრად დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლია მუხაშავრია და ნათია იმნაძე მივიდნენ.

შეხვედრას თამარ გურჩიანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ესწრება, უჩა ნანუაშვილი საზღვარგარეთაა, გელა ნიკოლაიშვილმა კი შეხვედრაზე მისვლა საჭიროდ არ ჩათვალა. იმის გათვალისწინებით, რომ ნინა ხატისკაცს უმრავლესობამ უკვე მოუსმინა, ის დღევანდელ შეხვედრას აღარ დაესწრება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, ის სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს დაუკავშირდა.

უმრავლესობის სხდომა დახურულ ფორმატში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართება და დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატების პრიორიტეტებს პირადად ისმენენ.

სულ ომბუდსმენის პოსტზე 7 კანდიდატი განიხილება. ესენი არიან თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, ნინა ხატისკაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე.

პარლამენტმა ომბუდსმენი 13 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა