ნინო ქათამაძე: "მე უფ­რო შე­მოდ­გო­მა ვარ, ვიდ­რე ანა კა­რე­ნი­ნა"

ნინო ქათამაძე: "მე უფ­რო შე­მოდ­გო­მა ვარ, ვიდ­რე ანა კა­რე­ნი­ნა"

"მე ერ­თი მეზღ­აპ­რე ვარ და მე­ში­ნი­ა, სა­მუ­და­მოდ ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში არ დავ­რჩე", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ნი­ნო ქა­თა­მა­ძე, რო­მე­ლიც დღეს "წიგ­ნის თა­როს" სტუ­მა­რი­ა. ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ, რა­ტომ უყ­ვარს მომ­ღე­რალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზღაპ­რე­ბი და რა­ტომ ნატ­რობ­და ჯა­დოქ­რო­ბას.

- სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რიც იც­ვლე­ბა, ეს კი დიდ დრო­სა და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ითხ­ოვს, ამი­ტომ მხო­ლოდ ძი­ლის დრო მრჩე­ბა. მგზავ­რო­ბი­სას, მა­გა­ლი­თად, მა­ტა­რე­ბელ­ში თუ წა­ვი­კითხ­ავ რა­მე სა­ინ­ტე­რე­სოს. დი­დი ხა­ნია მინ­და დოს­ტო­ევ­სკის "ი­დი­ოტს" გა­დავ­ხე­დო, მაგ­რამ ჩვე­ნი ბო­ლო ტურ­ნეს­თვის "მძი­მე" აღ­მოჩ­ნდა და გა­დავ­დე.

ჩე­მი მე­გობ­რის, ნა­ტა­ლია ინ­გო­როყ­ვას წყა­ლო­ბით, რა­ი­ნერ მა­რია რილ­კეს შე­მოქ­მე­დე­ბამ გა­მი­ტა­ცა, მი­სი ლექ­სე­ბი სულ თან და­მაქვს. სა­ინ­ტე­რე­სო თარ­გმა­ნი­ა, მომ­წონს სიტყ­ვე­ბის წყო­ბა, რიტ­მი... ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი­ა. მშურს მა­თი, ვი­საც ორი­გი­ნალ­ში შე­უძ­ლია რილ­კეს წა­კითხ­ვა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თუ გა­მო­მიჩ­ნდა, ქარ­თულ პო­ე­ზი­ას ვუბ­რუნ­დე­ბი, ვე­ძებ სა­ინ­ტე­რე­სო სიტყ­ვებს, ლექ­სი სი­ახ­ლე­ე­ბის პოვ­ნა­ში მეხ­მა­რე­ბა.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მე­ლი პო­ე­ტის "მუ­სი­კას" გრძნობთ?

- ვა­ჟა ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი­ა, გა­ლაკ­ტი­ონს თა­ვი­სე­ბუ­რი რო­მან­ტი­კა ახ­ლავს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ლა­დო ასა­თი­ა­ნი, ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი... ახ­ლა­ხან ნა­ტა­ლია ინ­გო­როყ­ვას ლექ­სი ავამ­ღე­რე, რა­ტი ამაღ­ლო­ბე­ლის ლექ­სზეც ვმღე­რი.

- თქვენ იმ­ღე­რეთ ვა­ჟას "რამ შემ­ქმნა ადა­მი­ა­ნად"...

- ვა­ჟა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ით არის და­მუხ­ტუ­ლი. ეს სიმ­ღე­რა 2010 წლის ალ­ბომ "წი­თელ­ში" შე­ვი­ტა­ნეთ, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ცია გა­მოგ­ვი­ვი­და.

- "სუ­ლი­კოს" ახ­ლე­ბუ­რად ამ­ღე­რე­ბაც საკ­მა­ოდ თა­მა­მი ნა­ბი­ჯი იყო...

- ამ სიმ­ღე­რამ დი­დი პო­ლე­მი­კა გა­მო­იწ­ვი­ა. მე კი, ალ­ბათ, იმა­ში და­მეხ­მა­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ქარ­თვე­ლე­ბი ტრა­დი­ცი­ის ერ­თგუ­ლე­ბი ვართ, "სუ­ლი­კო" კი ყვე­ლას ძა­ლი­ან გვეძ­ვირ­ფა­სე­ბა, ეს აჟი­ო­ტა­ჟიც, ალ­ბათ, ამის ბრა­ლი­ა. ამან კი­დევ ერ­თხელ და­მა­ნახ­ვა, რო­გორ უყ­ვართ ქარ­თვე­ლებს "უ­ბე­რე­ბე­ლი თე­მე­ბი", ეს კი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. კრი­ტი­კა ნამ­დვი­ლად არ მწყინ­და, პი­რი­ქით, მომ­წონ­და კი­დეც, "სუ­ლი­კოს" ასე რომ იცავ­დნენ. ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­აც ბევ­რმა შე­იყ­ვა­რა, მას უკ­ვე თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს, მაგ­რამ, ვიდ­რე ხალ­ხი გა­ი­თა­ვი­სებ­და, ჩემ­თვი­საც რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. ვფიქ­რობ, დღეს ახალ­გაზ­რდე­ბი "სუ­ლი­კოს" რომ მღე­რი­ან, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­თა­ნა­მედ­რო­ვ­ე­ბულ­მა ვერ­სი­ა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

- ყვე­ლა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თქვენ­ზე რო­მელ­მა ნა­წარ­მო­ებ­მა მო­ახ­დი­ნა?

- მე ერ­თი მეზღ­აპ­რე ვარ და მე­ში­ნი­ა, სა­მუ­და­მოდ ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში არ დავ­რჩე. ბავ­შვო­ბა­ში კე­თილ ჯა­დოქ­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ბევ­რი სი­კე­თე რომ მე­კე­თე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი, ბევ­რსაც ვი­ცი­ნი ხოლ­მე - ერ­თი ბარ­ტყი გად­მო­მიგ­დე, თო­რემ შავ დღეს და­გაყ­რი­ო! (ი­ცი­ნის) "ნა­ცარ­ქე­ქი­აც" ძა­ლი­ან მიყ­ვარს. დრო თუ გა­მო­მიჩ­ნდა, შვილ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­კითხ­ავ და სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა შე­კითხ­ვას და­მის­ვამს...

ძა­ლი­ან მომ­წონს "ა­ნა კა­რე­ნი­ნას" რუ­სუ­ლი აუ­დი­ო­ვერ­სი­ა... რო­დე­საც ფი­ზი­კუ­რად და გო­ნებ­რი­ვად დაღ­ლი­ლი ხარ, აუ­დი­ო­წიგნს არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა.

დოს­ტო­ევ­სკი ხომ სა­ოც­რე­ბა­ა, ბულ­გა­კო­ვიც... ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი­დან ჩე­მი მე­გო­ბა­რი ნა­ტა­ლია ინ­გო­როყ­ვა მიყ­ვარს...

- დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე რას იტყ­ვით?

- წიგ­ნის კითხ­ვის კულ­ტუ­რა რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დე უნ­და იყოს, პო­ლი­ტი­კურ­-ე­კო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ. ჩვენ კი ისე ვე­ღარ გა­ვი­მარ­თეთ წელ­ში, რომ ადამიანს შვი­ლის­თვის წიგ­ნის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. ბავ­შვიც უნ­და ხე­დავ­დეს, მშო­ბე­ლი წიგნს რო­გორ ეფე­რე­ბა, რო­გორ კითხ­უ­ლობს... წიგ­ნის კითხ­ვა მარ­ტო სიყ­ვა­რულ­სა და ტრა­დი­ცი­ას არ უკავ­შირ­დე­ბა, ეს ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ა­ა. წიგ­ნი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბას, მარ­თა­ლი­ა, გა­მარ­თლე­ბა არა აქვს, მაგ­რამ ხალ­ხის სატ­კი­ვა­რიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ხში­რად ავ­ტორს სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს, წიგნს რეკ­ლა­მა გა­უ­კე­თოს. მწერ­ლე­ბის დამ­ხმა­რე და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც ცო­ტა­ნი არი­ან...

- ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა წიგ­ნი­ე­რე­ბის მხრივ?

- მომ­ღერ­ლის­თვის წიგ­ნის კითხ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. მი­ხა­რი­ა, რომ ჩე­მი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი წიგ­ნთან მე­გობ­რო­ბენ. წიგ­ნი ის თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე­ა, სა­დაც უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე ხდე­ბი. ის სა­ო­ცა­რი გზამ­კვლე­ვი­ცაა და თუ­კი გუ­ლის­ყუ­რით წა­ი­კითხ­ავ, მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბით გა­უყ­ვე­ბი ცხოვ­რე­ბის გზას.

- ნი­ნო ქა­თა­მა­ძე რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი­ა?

- მე უფ­რო შე­მოდ­გო­მა ვარ, ვიდ­რე ანა კა­რე­ნი­ნა... წე­ლი­წა­დის დრო­ებ­თან მეტ სა­ერ­თოს ვპო­უ­ლობ, ვიდ­რე პერ­სო­ნა­ჟებ­თან.

- რის წა­კითხ­ვას გვირ­ჩევთ?

- შე­მოდ­გო­მას ანა კა­რე­ნი­ნა მო­უხ­დე­ბო­და... იცით, ყვე­ლა წიგნს თა­ვი­სი დრო აქვს. მა­გა­ლი­თად, "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" ზაფ­ხულ­ში ვერ წა­ვი­კითხ­ე, მე­რე მივ­ხვდი, რომ გა­ზაფ­ხულ­ზე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოდ იკითხ­ე­ბო­და...

დიდ პა­ტივს ვცემ იმ ადა­მი­ა­ნებს, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, წიგ­ნის­თვის დროს მა­ინც რომ პო­უ­ლო­ბენ. ცხოვ­რე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ წიგ­ნის წა­კითხ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ნი­ჭებს.

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება