დედოფლისწყაროს გამგებლად 29 წლის ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა

დედოფლისწყაროს გამგებლად 29 წლის ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად 29 წლის ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, შიოლაშვილი უპარტიოა და მის კანდიდატურას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

ირაკლი შიოლაშვილი პროფესიით იურისტ-ეკონომისტია და დღემდე ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.

"საკრებულოს სხდომას 22 დეპუტატი ესწრებოდა და მის კანდიდატურას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სხვა კანდიდატურა არ განიხილებოდა. 2007-2010 წლებში ის ქალაქ დედოფლისწყაროს დეპუტატი იყო პარტია "მრეწველებიდან", - აღნიშნა ნატროშვილმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი თანამდებობიდან 21 ნოემბერს გადადგა. თანამდებობები დატოვეს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა და გამგებლის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა