სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
78 წლის სოფი ლორენის სილამაზესთან დრო უძლურია
78 წლის სოფი ლორენის სილამაზესთან დრო უძლურია

78 წლის იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სოფი ლო­რე­ნი სი­ლა­მა­ზი­თა და იშ­ვი­ა­თი ეშ­ხით მა­მა­კა­ცე­ბის მო­ხიბ­ვლას აგ­რძე­ლებს. ვარ­სკვლა­ვი ნა­ო­ჭებ­შიც კი უბე­რე­ბე­ლია.

სოფი ლო­რე­ნი Pirelli-ს ყო­ველ­წლი­უ­რი კა­ლენ­დრის 2013 წლის გა­მოშ­ვე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­იწ­ვი­ეს. ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლაქ რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სო­ფის ძვირ­ფა­სი თვლე­ბით გა­წყო­ბი­ლი ნაც­რის­ფე­რი კაბა ეცვა. წვე­უ­ლე­ბა­ზე მო­დე­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, თუმ­ცა სო­ფის მო­მა­ჯა­დო­ვე­ბელ­მა ღი­მილ­მა ყვე­ლა დაჩ­რდი­ლა.

ყვე­ლა გო­გო­ნა, ვი­საც სო­ფის­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, ვარ­სკვლავს ეკი­თხე­ბა, რა არის მისი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო? "ტა­ნა­დო­ბა, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან მოგ­წონთ, სპა­გე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, არას­დროს გა­მი­სინ­ჯავს შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი", - პა­სუ­ხობს ვარ­სკვლა­ვი.

ლო­რე­ნი 1934 წლის 20 სექ­ტემ­ბერს რომ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­ში იმ­დე­ნად გამ­ხდა­რი იყო, მისი გა­დარ­ჩე­ნა სა­თუ­ოდ მი­აჩ­ნდათ. თა­ნაკ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი კი მეტ­სა­ხე­ლად "კბი­ლის სა­ჩიჩ­ქნ ჯოხს" ეძახ­დნენ.

თუმ­ცა ყვე­ლას გა­საკ­ვი­რად სო­ფიმ მალე წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა და დამ­შვენ­და. 14 წლის ასაკ­ში ნე­ა­პოლ­ში გა­მარ­თულ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა ვერ გა­ი­მარ­ჯვა, ჟი­უ­რიმ სო­ფის მე­ო­რე ად­გი­ლი მი­ა­კუთ­ვნა. სულ მალე კი იტა­ლი­ელ გო­გო­ნას ფილ­მებ­ში გა­და­ი­ღე­ბენ და მთე­ლი მსოფ­ლიო გა­იც­ნობს.

ლო­რე­ნი მე­უღ­ლეს, კი­ნოპ­რო­დუ­სერ კარ­ლო პონ­ტის პირ­ვე­ლად 1950 წელს შეხ­ვდა. ლო­რე­ნი 15 წლის იყო, ხოლო კარ­ლო - 37 წლის. კარ­ლო იმ დროს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო და ორი შვი­ლი ჰყავ­და. სო­ფიმ და კარ­ლომ 1957 წელს იქორ­წი­ნეს.

პონ­ტიმ სო­ფის ცხვი­რის და­მოკ­ლე­ბა ურ­ჩია და ფარ­თო თე­ძო­ე­ბის და­მალ­ვას სთხოვ­და, რა­ზეც დამ­წყებ­მა მსა­ხი­ობ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და და სწო­რა­დაც მო­იქ­ცა - მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად სწო­რედ ამ "ნაკლმა" აქ­ცია.

1968 წელს სო­ფის პირ­ვე­ლი ვაჟი კარ­ლო შე­ე­ძი­ნა, ოთხი წლის შემ­დეგ - ედო­არ­დო.

სოფი ლო­რენ­მა და კარ­ლო პონ­ტიმ ერ­თად 50 წელი იცხოვ­რეს. 2007 წელს კარ­ლო ფილ­ტვე­ბის და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ლო­რე­ნი 4 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბი­აა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

78 წლის სოფი ლორენის სილამაზესთან დრო უძლურია

78 წლის სოფი ლორენის სილამაზესთან დრო უძლურია

78 წლის იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი სილამაზითა და იშვიათი ეშხით მამაკაცების მოხიბვლას აგრძელებს. ვარსკვლავი ნაოჭებშიც კი უბერებელია.

სოფი ლორენი Pirelli-ს ყოველწლიური კალენდრის 2013 წლის გამოშვების პრეზენტაციაზე მიიწვიეს. ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ღონისძიებაზე სოფის ძვირფასი თვლებით გაწყობილი ნაცრისფერი კაბა ეცვა. წვეულებაზე მოდელები და მსახიობები შეიკრიბნენ, თუმცა სოფის მომაჯადოვებელმა ღიმილმა ყველა დაჩრდილა.

ყველა გოგონა, ვისაც სოფისთან საუბრის საშუალება ეძლევა, ვარსკვლავს ეკითხება, რა არის მისი სილამაზის საიდუმლო? "ტანადობა, რომელიც ასე ძალიან მოგწონთ, სპაგეტის დამსახურებაა, არასდროს გამისინჯავს შემწვარი კარტოფილი", - პასუხობს ვარსკვლავი.

ლორენი 1934 წლის 20 სექტემბერს რომში დაიბადა. ბავშვობაში იმდენად გამხდარი იყო, მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. თანაკლასელი ბიჭები კი  მეტსახელად "კბილის საჩიჩქნ ჯოხს" ეძახდნენ.

თუმცა ყველას გასაკვირად სოფიმ მალე წონაში მოიმატა და დამშვენდა. 14 წლის ასაკში ნეაპოლში გამართულ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვერ გაიმარჯვა, ჟიურიმ სოფის მეორე ადგილი მიაკუთვნა. სულ მალე კი იტალიელ გოგონას ფილმებში გადაიღებენ და მთელი მსოფლიო გაიცნობს.

ლორენი მეუღლეს, კინოპროდუსერ კარლო პონტის პირველად 1950 წელს შეხვდა. ლორენი 15 წლის იყო, ხოლო კარლო - 37 წლის. კარლო იმ დროს დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. სოფიმ და კარლომ 1957 წელს იქორწინეს.

პონტიმ სოფის ცხვირის დამოკლება ურჩია და ფართო თეძოების დამალვას სთხოვდა, რაზეც დამწყებმა მსახიობმა კატეგორიული უარი განაცხადა და სწორადაც მოიქცა - მოგვიანებით ის სილამაზის ეტალონად სწორედ ამ "ნაკლმა" აქცია.

1968 წელს სოფის პირველი ვაჟი კარლო შეეძინა, ოთხი წლის შემდეგ - ედოარდო.

სოფი ლორენმა და კარლო პონტიმ ერთად 50 წელი იცხოვრეს. 2007 წელს კარლო ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა. ლორენი 4 შვილიშვილის ბებიაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება