კუდ-ის ბაზაზე ორი ახალი სამსახური ჩამოყალიბდა

კუდ-ის ბაზაზე ორი ახალი სამსახური ჩამოყალიბდა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) გაუქმების საკითხზე იმსჯელა. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებაში შედის.

"ეს არის ცვლილება, რომელიც საზოგადოებას დავპირდით. კუდ-ის ბაზაზე უკვე შეიქმნა ორი ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები. სოდ-ის დეპარტამენტი კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ახალი სააგენტო და მინისტრის აპარატი. ცვლილებები, რომელიც დღეს განვიხილეთ, სწორედ აღნიშნულს გულისხმობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, შს სამინისტროში სრულიად ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა