დავით დეფი მეოთხედ დაოჯახდა

დავით დეფი მეოთხედ დაოჯახდა

ალბათ ყველას გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ გვარის გამო მწერალი დავით დეფი სკანდალში გაეხვია. გვარზე უარი არ უთქვამს, მაგრამ განაცხადა, რომ ამჯერად ფსევდონიმ დეფით გააგრძელებდა მოღვაწეობას. ეს ნაბიჯი ბევრმა არასწორად გაუგო და ორი კვირის განმავლობაში განმარტებების გაკეთებამაც მოუწია. დეფი არაერთხელ გახვეულა სკანდალში, მაგრამ ამჯერად მასზე სასიამოვნო სიახლე გავიგე.

თურმე მწერალი ოფიციალურად გაბედნიერდა. დეფისათვის ეს მეოთხე ოჯახია. მისი რჩეული ინგლისური ენის სპეციალისტი ქეთი ჯანაშვილი გახლავთ. ბუკლიკომ ისიც გაიგო, რომ პატარძალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის. დეფიმ მომავალი მეუღლე რამდენიმე წლის წინ გაიცნო და 10 ნოემბერს ხელი სიყვარულის ქალაქ სიღნაღში მოაწერეს. ამბობენ, რომ მწერალი ძალიან ბედნიერია და ახალ რჩეულს უამრავი ლექსით ანებივრებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს