"მუსლიმთა უცოდველობის" ავტორი ჩადენილს არ ნანობს

"მუსლიმთა უცოდველობის" ავტორი ჩადენილს არ ნანობს

New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში, სკანდალური ფილმის "მუსლიმთა უცოდველობის" რეჟისორმა, მარკ ბასლი იუსუფმა განაცხადა, რომ ფილმის გამო, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედი შეურაცხმყოფელი სახით იყო წარმოდგენილი, სინანულს არ განიცდის. მისი თქმით, მას მხოლოდ სურდა მსოფლიოსთვის "თვალები აეხილა" და ისლამის "ნამდვილი სახე და მისი სახელით ჩადენილი ბოროტებანი" დაენახვებინა. კოპტი ქრისტიანი რეჟისორი ასევე აცხადებს, რომ აპირებდა ფილმის გამოშვების შემდგომ საქვეყნოდ თავი დაეწვა, რათა მსოფლიოს ყურადღება მიექცია "ისლამური პრობლემისადმი".

"მუსლიმთა უცოდველობამ", რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედი პედოფილად, მკვლელად და მექალთანედ არის წარმოდგენილი, ისლამურ სამყაროში მძლავრი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. მასობრივ პროტესტსა და არეულობებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის აშშ-ის ელჩი ლიბიაში ქრისტოფერ სტივენსი და სამი დიპლომატი, რომლებიც ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

ამჟამად მარკ იუსუფი ერთწლიან პატიმრობას იხდის გაფლანგვისა და წინასწარი პატიმრობის პირობების დარღვევისათვის.

მომზადებულია New York Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება