63-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლაში სწავლის დროებით შეჩერებას ითხოვენ. "ინტერპრესნიუსს" 63-ე სკოლის რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სწავლის შეჩერებას იმ მიზეზით ითხოვენ , რომ სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა.
მენინგიტის შემთხვევას ადასტურებენ 63-ე სკოლაშიც. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლაში განუცხადეს, შემთხვევა ერთ მოსწავლესთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
"შემთხვევა დაფიქსირდა ერთ მოსწავლეზე, კერძოდ პირველკლასელზე. ამჟამად ის მოთავსებულია სტაციონარში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეპიდემიოლოგები ბრძანდებოდნენ და ყველა საქმის კურსშია, მათ შორის განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო", - აცხადებენ სკოლაში.
ხვალ სკოლაში სპეციალისტები მივლენ, რის შემდეგაც მოხდება სკოლის და ბავშვების შემოწმება.