სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან გოგიჩაიშვილი: "სააკაშვილის შეწყალება-მოწყალება არ მჭირდება!"
ლევან გოგიჩაიშვილი: "სააკაშვილის შეწყალება-მოწყალება არ მჭირდება!"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, "9 აპ­რი­ლის ახალ­გაზ­რდუ­ლი შტა­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა პა­ტი­მა­რი შე­წყა­ლე­ბა­ზე უარს ამ­ბობს და პრე­ზი­დენტს ურ­ჩევს, შე­წყა­ლე­ბის აქტს ხელი არ მო­ა­წე­როს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი 2009 წელს დათო ლეჟა­ვას­თვის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. პა­ტი­მა­რი სას­ჯელს ამ­ჟა­მად რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის.

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი:

- შე­წყა­ლე­ბა­ზე უარი ვთქვი და ქალ­ბა­ტონ ელე­ნე თევ­დო­რა­ძე­საც და­ვუ­დას­ტუ­რე ჩემი უარი. მან მი­თხრა, უარს თუ იტყვი, კო­მი­სია ამ სა­კითხს არ გა­ნი­ხი­ლავ­სო. რჩე­ბა მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - პრე­ზი­დენ­ტის ნება. მას კა­ნო­ნი აძ­ლევს უფ­ლე­ბას, შე­ი­წყა­ლოს პა­ტი­მა­რი. მე არა­ვის­თვის მი­მი­მარ­თავს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილს აქვს ამის უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლოა, იძუ­ლე­ბით, სპეც­რაზ­მის დახ­მა­რე­ბით გა­მიყ­ვა­ნონ ცი­ხი­დან. არ მინ­და, ეს მოხ­დეს, ამი­ტომ მივ­მარ­თავ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს: ნუ მო­ა­წერთ ხელს ჩემი შე­წყა­ლე­ბის აქტს! სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა-მო­წყა­ლე­ბა არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. ჩემი შე­წყა­ლე­ბა მი­მაჩ­ნია პრო­ვო­კა­ცი­ად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პარ­ლა­მენ­ტში და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ, ამი­ტო­მაც პრე­ზი­დენ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ხელი შე­უ­შა­ლოს ამ პრო­ცესს და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სი­ა­ში არი­ან, მო­ა­ცი­ლოს ცი­ხი­დან. ამი­ტო­მაც ვა­პი­რებ, პრე­ზი­დენტს ვუ­ჩივ­ლო.

- რის გამო, შე­წყა­ლე­ბის­თვის?

- მე სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და­მა­პა­ტიმ­რეს. სა­სა­მარ­თლოს ჯერ არ ჰქონ­და გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და და­მა­კა­ვეს, რი­თაც და­არ­ღვი­ეს ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია. ამის გამო ვა­პი­რებ, ვუ­ჩივ­ლო პრე­ზი­დენტს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ეს ჩა­ი­დი­ნეს. ჩემი მე­გობ­რე­ბის - ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას, შალ­ვა გო­გი­ნაშ­ვი­ლი­სა და მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის სა­ხე­ლით ვა­ცხა­დებ, რომ მა­თაც არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავთ თხოვ­ნით და ისი­ნიც უარს იტყვი­ან შე­წყა­ლე­ბა­ზე. მე პრო­ვო­კა­ცი­ას ვუ­წო­დებ არა კონ­კრე­ტუ­ლად ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ ხე­ლის შეშ­ლას იმ პრო­ცე­სი­სად­მი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ცხად­დეს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა.

- ლე­ვან, რისი მომსწრე გახ­დი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პა­ტიმ­რო­ში?

- რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ­დე ვი­ყა­ვი გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. რაც ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ცი­ხე­ში და, სა­ზო­გა­დოდ, სის­ტე­მა­ში ვნა­ხე, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ვნა­ხე, რო­გორ სძულს ქარ­თველს - ქარ­თვე­ლი. თუ ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში რეპ­რე­სი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ, აქ ანა­ლო­გი­უ­რი რამ ხდე­ბო­და ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. სა­ო­ცა­რია, სად ეტე­ო­და ამ ადა­მი­ა­ნებ­ში ამ­დე­ნი ღვარ­ძლი და ბოღ­მა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ან­თხევ­დნენ - ბორ­კილ­და­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს წიხ­ლე­ბით სცემ­დნენ, იყო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მე­თო­დით. მოკ­ლედ, ეს ჯო­ჯო­ხე­თი იყო. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, უშუ­ა­ლოდ შენ ხარ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, თუ სხვა - შენს გვერ­დით მყო­ფი. ზოგ­ჯერ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლა­დაც კი გრძნობ თავს, შენ რომ არ გე­ხე­ბი­ან...

- ცი­ხის კად­რებ­მა რო­გორ იმოქ­მე­და თქვენ­ზე და სხვა პა­ტიმ­რებ­ზე?

- ეს კად­რე­ბი რა არის იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში ხდე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 3600 ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ცი­ხე­ში იხ­დი­და სას­ჯელს, ყო­ველ­დღი­უ­რად იყო ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მსხვერ­პლი. და არა მარ­ტო გლ­დან­ში, ასე ხდე­ბო­და ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში, მე-6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ქსან­ში... ჩვენ­თან, ღია ტი­პის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რებ­ზე მსგავ­სი ზე­მოქ­მე­დე­ბა რთუ­ლია. თუმ­ცა აქ იყო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლე­ვან პა­ჭ­კო­რია, რო­მე­ლიც ეტა­პის მი­ღე­ბის დროს, მან­ქა­ნას, რომ­ლი­და­ნაც პა­ტიმ­რე­ბი ჩა­მოჰ­ყავთ, ხვდე­ბო­და და თა­ვის დამ­ქა­შებ­თან ერ­თად შე­უ­რა­ცხყოფ­და პა­ტიმ­რებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ეს ჯო­ჯო­ხე­თი დამ­თავ­რდა.

- ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას რო­გორ შეხ­ვდნენ პა­ტიმ­რე­ბი?

- და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის აღი­ა­რე­ბას. ადა­მი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა თუ გი­ხა­რია, ბო­რო­ტი ხარ, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბამ პა­ტიმ­რებ­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გან­ცდა გა­აღ­ვი­ვა. ახა­ლა­ია ამ სის­ტე­მა­ში მარ­ტო არ იყო, ამ საქ­მე­ში სხვე­ბიც არი­ან ჩა­რე­უ­ლი და ვი­მე­დოვ­ნებ, სა­მარ­თა­ლი მა­თაც მი­უ­კა­კუ­ნებს. გვყავს პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პი­რა­დად ახა­ლა­ი­ას ჰყავს ნა­ცე­მი. მა­გა­ლი­თად, შაკო ოვა­კი­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახა­ლა­ი­ას დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სო­ბის პე­რი­ო­დი­დან უჩი­ო­და.

- ლე­ვან, შენს და­პა­ტიმ­რე­ბა­ში ვის მი­უ­ძღვის ბრა­ლი?

- ვის და სა­ა­კაშ­ვილს! მისი სი­ძულ­ვი­ლი ჩემს მი­მართ არა­ხა­ლია, ჩვე­ნი აქ­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად, მის წი­ნა­აღ­მდეგ იმარ­თე­ბო­და. ჩემი იზო­ლი­რე­ბით ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ გივი თარ­გა­მა­ძე, შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და სხვე­ბი. ჩემი და­კა­ვე­ბის გამ­ფორ­მე­ბე­ლი კი ირაკ­ლი კო­დუა იყო, რო­მელ­მაც და­ზა­რა­ლე­ბულ დათო ლეჟა­ვას და და­ა­კა­ვა, შემ­დეგ კი მო­ა­ხერ­ხა სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვა­ლით არ მყავ­და ნა­ნა­ხი, ჩემ მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს. არა­და, პირ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვნა­ხე დათო ლეჟა­ვა... მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ნაც­მოს ის­ტე­რი­ას - ქურ­დს ქუდი ეწ­ვი­სო, მათ­ზეა ნათ­ქვა­მი. წინა რე­ჟი­მი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­სა­მარ­თლდეს. ეს პარ­ტია, რო­გორც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი, უნდა გა­უქ­მდეს.

- საქ­მის თა­ვი­დან გა­მო­ძი­ე­ბას თუ მო­ი­თხოვ?

- რო­გორც ვიცი, დათო ლეჟა­ვას ოჯა­ხი თა­ვის საქ­ცი­ელს ნა­ნობს. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვ ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას და ამ ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წევთ სი­მარ­თლის თქმა. თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებ, რომ მათ მი­მართ არ და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა. მე მათ ვა­პა­ტიე და და­ნარ­ჩე­ნი მათ სინ­დის­ზე იყოს...

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან გოგიჩაიშვილი: "სააკაშვილის შეწყალება-მოწყალება არ მჭირდება!"

ლევან გოგიჩაიშვილი: "სააკაშვილის შეწყალება-მოწყალება არ მჭირდება!"

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილი უფლებადამცველის, "9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის" დამფუძნებელ ლევან გოგიჩაიშვილის შეწყალება გადაწყვიტა, თუმცა პატიმარი შეწყალებაზე უარს ამბობს და პრეზიდენტს ურჩევს, შეწყალების აქტს ხელი არ მოაწეროს.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი 2009 წელს დათო ლეჟავასთვის სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმარი სასჯელს ამჟამად რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდის.

ლევან გოგიჩაიშვილი:

- შეწყალებაზე უარი ვთქვი და ქალბატონ ელენე თევდორაძესაც დავუდასტურე ჩემი უარი. მან მითხრა, უარს თუ იტყვი, კომისია ამ საკითხს არ განიხილავსო. რჩება მეორე ვარიანტი - პრეზიდენტის ნება. მას კანონი აძლევს უფლებას, შეიწყალოს პატიმარი. მე არავისთვის მიმიმართავს შეწყალების თხოვნით, თუმცა სააკაშვილს აქვს ამის უფლება და შესაძლოა, იძულებით, სპეცრაზმის დახმარებით გამიყვანონ ციხიდან. არ მინდა, ეს მოხდეს, ამიტომ მივმართავ მიხეილ სააკაშვილს: ნუ მოაწერთ ხელს ჩემი შეწყალების აქტს! სააკაშვილის შეწყალება-მოწყალება არაფერში მჭირდება. ჩემი შეწყალება მიმაჩნია პროვოკაციად. მოგეხსენებათ, პარლამენტში დაწყებულია მუშაობა პოლიტპატიმრების ამნისტიის შესახებ, ამიტომაც პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ პროცესს და ის ადამიანები, რომლებიც ამ სიაში არიან, მოაცილოს ციხიდან. ამიტომაც ვაპირებ, პრეზიდენტს ვუჩივლო.

- რის გამო, შეწყალებისთვის?

- მე სააკაშვილის მითითებით დამაპატიმრეს. სასამართლოს ჯერ არ ჰქონდა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დამაკავეს, რითაც დაარღვიეს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამის გამო ვაპირებ, ვუჩივლო პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ჩემი მეგობრების - ვახტანგ მაისაიას, შალვა გოგინაშვილისა და მელორ ვაჩნაძის სახელით ვაცხადებ, რომ მათაც არავისთვის მიუმართავთ თხოვნით და ისინიც უარს იტყვიან შეწყალებაზე. მე პროვოკაციას ვუწოდებ არა კონკრეტულად ჩემს გათავისუფლებას, არამედ ხელის შეშლას იმ პროცესისადმი, რომ ქვეყანაში ოფიციალურად არ გაცხადდეს პოლიტპატიმრების არსებობა.

- ლევან, რისი მომსწრე გახდი სამი წლის განმავლობაში საპატიმროში?

- რუსთავის მე-17 დაწესებულებამდე ვიყავი გლდანის მე-8 დაწესებულებაში. რაც ამ სამი წლის განმავლობაში ამ ციხეში და, საზოგადოდ, სისტემაში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვნახე, როგორ სძულს ქართველს - ქართველი. თუ ფაშისტურ გერმანიაში რეპრესიები ხორციელდებოდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, აქ ანალოგიური რამ ხდებოდა ქართველების მიმართ. საოცარია, სად ეტეოდა ამ ადამიანებში ამდენი ღვარძლი და ბოღმა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების, დაუცველი ადამიანების მიმართ ანთხევდნენ - ბორკილდადებულ ადამიანებს წიხლებით სცემდნენ, იყო გაუპატიურების მცდელობა, სხეულის დაზიანება სხვადასხვა მეთოდით. მოკლედ, ეს ჯოჯოხეთი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ შენ ხარ ძალადობის მსხვერპლი, თუ სხვა - შენს გვერდით მყოფი. ზოგჯერ შეურაცხყოფილადაც კი გრძნობ თავს, შენ რომ არ გეხებიან...

- ციხის კადრებმა როგორ იმოქმედა თქვენზე და სხვა პატიმრებზე?

- ეს კადრები რა არის იმასთან შედარებით, რაც მე-8 საპყრობილეში ხდებოდა. წარმოიდგინეთ, 3600 ადამიანი, რომელიც ამ ციხეში იხდიდა სასჯელს, ყოველდღიურად იყო ფიზიკური ანგარიშსწორებისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი. და არა მარტო გლდანში, ასე ხდებოდა ქუთაისის ციხეში, მე-6 დაწესებულებაში, ქსანში... ჩვენთან, ღია ტიპის მე-17 დაწესებულებაში პატიმრებზე მსგავსი ზემოქმედება რთულია. თუმცა აქ იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლევან პაჭკორია, რომელიც ეტაპის მიღების დროს, მანქანას, რომლიდანაც პატიმრები ჩამოჰყავთ, ხვდებოდა და თავის დამქაშებთან ერთად შეურაცხყოფდა პატიმრებს. საბედნიეროდ, დღეს ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა.

- ბაჩო ახალაიას დაპატიმრებას როგორ შეხვდნენ პატიმრები?

- დაახლოებით ისე, როგორც სააკაშვილის მიერ არჩევნებში დამარცხების აღიარებას. ადამიანის დაპატიმრება თუ გიხარია, ბოროტი ხარ, მაგრამ ახალაიას დაპატიმრებამ პატიმრებში სამართლიანობის აღდგენის განცდა გააღვივა. ახალაია ამ სისტემაში მარტო არ იყო, ამ საქმეში სხვებიც არიან ჩარეული და ვიმედოვნებ, სამართალი მათაც მიუკაკუნებს. გვყავს პატიმრები, რომლებიც პირადად ახალაიას ჰყავს ნაცემი. მაგალითად, შაკო ოვაკიმიანი, რომელიც ახალაიას დეპარტამენტის უფროსობის პერიოდიდან უჩიოდა.

- ლევან, შენს დაპატიმრებაში ვის მიუძღვის ბრალი?

- ვის და სააკაშვილს! მისი სიძულვილი ჩემს მიმართ არახალია, ჩვენი აქციები ძირითადად, მის წინააღმდეგ იმართებოდა. ჩემი იზოლირებით ასევე დაინტერესებული იყვნენ გივი თარგამაძე, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები და სხვები. ჩემი დაკავების გამფორმებელი კი ირაკლი კოდუა იყო, რომელმაც დაზარალებულ დათო ლეჟავას და დააკავა, შემდეგ კი მოახერხა სასურველი ჩვენების მოპოვება. ადამიანი, რომელიც თვალით არ მყავდა ნანახი, ჩემ მიერ დაზარალებულად ცნეს. არადა, პირველად სასამართლო პროცესზე ვნახე დათო ლეჟავა... მინდა, გამოვეხმაურო ნაცმოს ისტერიას - ქურდს ქუდი ეწვისო, მათზეა ნათქვამი. წინა რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ეს პარტია, როგორც კრიმინალური პოლიტიკური სუბიექტი, უნდა გაუქმდეს.

- საქმის თავიდან გამოძიებას თუ მოითხოვ?

- როგორც ვიცი, დათო ლეჟავას ოჯახი თავის საქციელს ნანობს. აუცილებლად მოვითხოვ ხელახალ გამოძიებას და ამ ადამიანებს მოუწევთ სიმართლის თქმა. თუმცა ყველაფერს ვიღონებ, რომ მათ მიმართ არ დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა. მე მათ ვაპატიე და დანარჩენი მათ სინდისზე იყოს...

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ