სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა რექცია ჰქონდათ მშობლებს ვანიკო თარხნიშვილის შიშველ კადრებზე
რა რექცია ჰქონდათ მშობლებს ვანიკო თარხნიშვილის შიშველ კადრებზე

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი ოჯა­ხის ნა­ბო­ლა­რა შვი­ლია. და - თა­თია მას­ზე 6 წლით უფ­რო­სია, ძმა - შო­თი­კო კი 8 წლით... თა­თია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. ძმა­ზე სა­სა­უბ­როდ მას სამ­სა­ხურ­ში ვეწ­ვიე. რო­გორც თა­თი­ას­გან შე­ვი­ტყვე, დედ­მა­მიშ­ვი­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქო­ნი­ათ.

თა­თია თარ­ხნიშ­ვი­ლი:

- ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩემი ძმე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რი­ან. ჩემი მშობ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი არი­ან. დი­ლით ისე არ გა­ვი­დოდ­ნენ სახ­ლი­დან, რომ არ წა­ემ­ღე­რათ. სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ. მე და ჩემს უფ­როს ძმას ერთი სა­მე­გობ­რო გვყავ­და და სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ვა­ნი­კო კი ალ­ბათ იმის გამო, რომ ნა­ბო­ლა­რა იყო, ბავ­შვო­ბი­დან ძალ­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სულ ასე ამ­ბობ­და: "მე თვი­თონ", "მე თვი­თო­ნო". გა­მოც­დე­ბი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ისე ჩა­ა­ბა­რა, რომ ჩვენ არც კი გაგ­ვი­გია...

- ამა­ზე მშობ­ლებს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ?

- მო­ე­წო­ნათ. სა­მი­ვემ პრო­ფე­სია სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ავარ­ჩი­ეთ. უფ­რო­სი ძმა იუ­რის­ტია. დედა რაკი ფი­ლო­ლო­გია, მე მის კვალს გავ­ყე­ვი. დე­დის­გან თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ბევ­რი მეს­მო­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კაც გვქონ­და, რა­მაც მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მა­ზი­ა­რა. მოკ­ლედ, დედა და ბე­ბია რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ ფი­ლო­ლო­გე­ბი, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რა პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი, მათ ჩემ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს. დღეს არ­ჩე­ვანს ნამ­დვი­ლად არ ვნა­ნობ. ვა­ნი­კოს სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცუდი დრო და­ემ­თხვა, - ქვე­ყა­ნა რომ აი­რია, უტ­რან­სპორ­ტო­ბის გამო მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში სი­ა­რუ­ლი ვე­ღარ შეძ­ლო. ვე­ღარც თხი­ლა­მუ­რებ­ზე სი­ა­რუ­ლი გა­აგ­რძე­ლა და ვერც სხვა წრე­ებ­ზე. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს მას­ზე უარ­ყო­ფი­თად მა­ინც არ უმოქ­მე­დია. შე­საძ­ლოა, დე­დას უნ­დო­და, ვა­ნი­კოს სხვა პრო­ფე­სია აერ­ჩია, მაგ­რამ მის­მა არ­ჩე­ვან­მა გა­ა­მარ­თლა. დე­და­ჩე­მი ხუმ­რობ­და, აქამ­დე ქსე­ნია სი­ხა­რუ­ლი­ძის (უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი) შვი­ლი ვი­ყა­ვი და ახლა კი ვა­ნი­კოს დედა ვარო (იცი­ნის). ამ ლო­გი­კით მეც ვა­ნი­კოს დად ვით­ვლე­ბი, რაც ნამ­დვი­ლად მსი­ა­მოვ­ნებს.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყო ვა­ნი­კო?

- ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და მოძ­რა­ვი. ერთ ად­გი­ლას არ ჩერ­დე­ბო­და. ვა­ნი­კოს ბავ­შვო­ბი­დან ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: მე და ჩემი უფ­რო­სი ძმა ჩვენს სა­ერ­თო მე­გობ­რებ­თან ერ­თად მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ნას ვთა­მა­შობ­დით. ჩვენ­მა "მას­წავ­ლე­ბელ­მა" დამ­სა­ჯა, თმა მომ­წიწ­კნა, მატ­კი­ნა და ტი­რი­ლი და­ვი­წყე. ჩემს უფ­როს ძმას, რო­მე­ლიც გვერ­დით მედ­გა, ამა­ზე რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია, რად­გან ვთა­მა­შობ­დით. ვა­ნი­კომ კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვის თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მა­შობ­და, ატი­რე­ბუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, ხელი წა­ავ­ლო დიდ ფი­ცარს და "მას­წავ­ლე­ბელს" გა­ე­კი­და, უნდა ვცე­მოო. მუ­დამ მი­ცავ­და. ორი­ვე ძმა ჩემ მი­მართ დღემ­დე ასეა. ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ყოფ­ნა არ შეგ­ვიძ­ლია.

ხში­რად ღა­მით ვა­ნი­კოს­გან მე­სი­ჯი მი­მი­ღია: "ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ!" თბი­ლი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვენ­დო­ბი... ისე, ცო­ტა­თი ემო­ცი­უ­რიც არის. ეს თვი­სე­ბა დე­და­ჩე­მის­გან მოს­დევს... ჩემი ჩაც­მის სტი­ლი არას­დროს გა­უ­კონ­ტრო­ლე­ბია. მოკ­ლედ, დედ­მა­მიშ­ვი­ლებს ერ­თმა­ნე­თის კარ­გად გვეს­მის.

- ალ­ბათ, ეს მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, არა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო შვი­ლებ­ზე მოქ­მე­დებს. მშობ­ლე­ბის­გან ყო­ველ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვქონ­და მო­ნი­ჭე­ბუ­ლი, მაგ­რამ ზღვარს არას­დროს გა­დავ­სულ­ვართ. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გო­გო­ნა­ზე მე­ტად ბი­ჭის აღ­ზრდაა ძნე­ლი, არას­წო­რი ნა­ბი­ჯი რომ არ გა­დად­გას, რაც მშობ­ლებ­მა უნდა აკონ­ტრო­ლონ... დღეს­დღე­ო­ბით, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თი­თო­ე­ულს ჩვე­ნი პრო­ფე­სია და საქ­მე გვაქვს. მთელ ოჯახს ერ­თად ყოფ­ნა სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს და ხში­რად ერ­თად ვვახ­შმობთ კი­დეც. მე მშობ­ლებ­თან ვცხოვ­რობ, ჩემი ძმე­ბი კი - ცალ-ცალ­კე. ყვე­ლას შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი კი ჩვე­ნი სახ­ლია...

- ძმებს ერ­თმა­ნეთ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ?

- მათ შო­რის 8 წე­ლია გან­სხვა­ვე­ბა, მაგ­რამ ეს ხელს არა­ფერ­ში უშ­ლით, ერ­თმა­ნე­თის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და რჩე­ვა­საც ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან. ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ ძლე­ბენ.

- თუ ეს­წრე­ბით ხოლ­მე ვა­ნი­კოს სპექ­ტაკ­ლებს, კი­ნოპ­რე­მი­ე­რებს?

- მის სპექ­ტაკ­ლებს სულ ვეს­წრე­ბი და ვცდი­ლობ, პრე­მი­ე­რებ­ზეც მო­ვი­პო­ვო ეს უფ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ჩემი მშობ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ ხში­რად. ისეთ პრო­ექ­ტებს, სა­დაც ვა­ნი­კო ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­შია, არ ვეს­წრე­ბი, მას ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ... ვა­ნი­კოს კრი­ტი­კუ­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი დე­და­ჩე­მია, ამი­ტომ, სულ ცდი­ლობს, თე­ატ­რში პრე­მი­ე­რას და­ეს­წროს. ვა­ნი­კო­მაც იცის, რომ დე­დის სა­ხით ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბას მი­ი­ღებს, რაც მას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

ერთ კუ­რი­ოზ­საც მო­გიყ­ვე­ბით: მა­ღა­ლ­ჭე­რი­ა­ნი სახ­ლი გვაქვს და ფარ­დის და­კი­დე­ბას ყო­ველ­თვის ვა­ნი­კოს ვთხოვთ ხოლ­მე, რად­გან ჩემ­ზე და დე­და­ზე მა­ღა­ლია, მაგ­რამ არას­დროს კი­დებს და გვე­უბ­ნე­ბა, სი­მაღ­ლის შიში მაქ­ვსო. ერთხელ დე­და­ჩე­მი ვა­ნი­კოს სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბო­და, სა­დაც სი­მაღ­ლი­დან გად­მოხ­ტა. დე­დამ მა­შინ­ვე ის უთხრა: სი­მაღ­ლის არ შე­გე­შინ­დაო?!

- ერთ-ერთ ფილმში ვა­ნი­კოს შიშ­ველ­მა კადრმა გა­ი­ელ­ვა. ამა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ თქვენ და თქვენს მშობ­ლებს?

- ჩემ­თვის ის მი­უ­ღე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. დე­და­ჩე­მის­თვის და მა­მა­ჩე­მის­თვის ცოტა უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტი ნამ­დვი­ლად იყო. ვა­ნი­კომ კი ასე ახ­სნა, ჩემს პრო­ფე­სი­ას როცა დას­ჭირ­დე­ბა, უხერ­ხუ­ლი სცე­ნის გა­და­ღე­ბა­ზე თავს ვერ და­ვი­კომ­პლექ­სე­ბო.

- ერ­თმა­ნე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში თუ ერე­ვით?

- არას­დროს. ერ­თმა­ნე­თის არ­ჩე­ვანს ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემთ. მარ­თა­ლია, რჩე­ვებს ძმე­ბის­გან ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლი­სი­ნებ­დი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­ინც მე ვი­ღებ­დი. ასე­ვე იქ­ცე­ვი­ან ჩემი ძმე­ბიც. სხვა­თა შო­რის, ორი­ვემ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა; რძლე­ბის სა­ხით შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რე­ბი მყავს. ყვე­ლა­ნი რა­ღაც ერ­თნა­ი­რე­ბი ვართ.

- იცო­დით, რომ ვა­ნი­კოს სა­ცო­ლე ჰყავ­და?

- ვი­ცო­დი სო­ფოს შე­სა­ხებ, ვიც­ნობ­დი კი­დე­ვაც. მშვე­ნი­ე­რი გო­გოა. უბ­რა­ლოდ, ის არ ვი­ცო­დი, ერ­თად ცხოვ­რე­ბას რო­დის გა­და­წყვეტ­დნენ... მთა­ვა­რია, რომ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ და თავს ერ­თად კარ­გად გრძნო­ბენ. შე­საძ­ლოა, ხან­და­ხან პო­პუ­ლა­რო­ბამ ადა­მი­ან­ზე ცუ­დად იმოქ­მე­დოს. ეს რომ არ მოხ­დეს, ჯან­სა­ღი კრი­ტი­კაა სა­ჭი­რო. ვა­ნი­კოს მი­მართ ამ კრი­ტი­კას არ იშუ­რე­ბენ დე­და­ჩე­მი და სოფო.

- ვა­ნი­კო დღეს­დღე­ო­ბით რას საქ­მი­ა­ნობს?

- თე­ატ­რშია და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. ეს სფე­რო მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს მე­ტად წარ­მო­ა­ჩენს, ვიდ­რე კინო. და­კა­ვე­ბუ­ლია სე­რი­ალ­ში: "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" - სულ გა­დარ­ბე­ნა­ზეა. ბოლო დროს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო (იღი­მე­ბა).

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა რექცია ჰქონდათ მშობლებს ვანიკო თარხნიშვილის შიშველ კადრებზე

რა რექცია ჰქონდათ მშობლებს ვანიკო თარხნიშვილის შიშველ კადრებზე

მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი ოჯახის ნაბოლარა შვილია. და - თათია მასზე 6 წლით უფროსია, ძმა - შოთიკო კი 8 წლით... თათია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ძმაზე სასაუბროდ მას სამსახურში ვეწვიე. როგორც თათიასგან შევიტყვე, დედმამიშვილებს ერთმანეთთან თბილი დამოკიდებულება ჰქონიათ.

თათია თარხნიშვილი:

- ტრადიციულ ოჯახში გავიზარდეთ. ჩემი ძმები არაჩვეულებრივად მღერიან. ჩემი მშობლებიც ძალიან მუსიკალურები არიან. დილით ისე არ გავიდოდნენ სახლიდან, რომ არ წაემღერათ. სამი დედმამიშვილი ვართ. მე და ჩემს უფროს ძმას ერთი სამეგობრო გვყავდა და სულ ერთად ვიყავით, ვანიკო კი ალბათ იმის გამო, რომ ნაბოლარა იყო, ბავშვობიდან ძალზე დამოუკიდებელი ჩამოყალიბდა. სულ ასე ამბობდა: "მე თვითონ", "მე თვითონო". გამოცდები თეატრალურ უნივერსიტეტში ისე ჩააბარა, რომ ჩვენ არც კი გაგვიგია...

- ამაზე მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- მოეწონათ. სამივემ პროფესია საკუთარი სურვილისამებრ ავარჩიეთ. უფროსი ძმა იურისტია. დედა რაკი ფილოლოგია, მე მის კვალს გავყევი. დედისგან თავის პროფესიაზე ბავშვობიდან ბევრი მესმოდა, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკაც გვქონდა, რამაც მხატვრულ ლიტერატურას პატარაობიდანვე მაზიარა. მოკლედ, დედა და ბებია რომ არ ყოფილიყვნენ ფილოლოგები, ნამდვილად არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევდი, მათ ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს. დღეს არჩევანს ნამდვილად არ ვნანობ. ვანიკოს სკოლაში სწავლის პერიოდს საქართველოში ცუდი დრო დაემთხვა, - ქვეყანა რომ აირია, უტრანსპორტობის გამო მუსიკალურ სასწავლებელში სიარული ვეღარ შეძლო. ვეღარც თხილამურებზე სიარული გააგრძელა და ვერც სხვა წრეებზე. მაგრამ ამ ყველაფერს მასზე უარყოფითად მაინც არ უმოქმედია. შესაძლოა, დედას უნდოდა, ვანიკოს სხვა პროფესია აერჩია, მაგრამ მისმა არჩევანმა გაამართლა. დედაჩემი ხუმრობდა, აქამდე ქსენია სიხარულიძის (უნივერსიტეტის პროფესორი) შვილი ვიყავი და ახლა კი ვანიკოს დედა ვარო (იცინის). ამ ლოგიკით მეც ვანიკოს დად ვითვლები, რაც ნამდვილად მსიამოვნებს.

- როგორი ბავშვი იყო ვანიკო?

- ძალიან აქტიური და მოძრავი. ერთ ადგილას არ ჩერდებოდა. ვანიკოს ბავშვობიდან ერთი ამბავი მახსენდება: მე და ჩემი უფროსი ძმა ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად მასწავლებლობანას ვთამაშობდით. ჩვენმა "მასწავლებელმა" დამსაჯა, თმა მომწიწკნა, მატკინა და ტირილი დავიწყე. ჩემს უფროს ძმას, რომელიც გვერდით მედგა, ამაზე რეაქცია არ ჰქონია, რადგან ვთამაშობდით. ვანიკომ კი, მიუხედავად იმისა, რომ თავის თანატოლებთან თამაშობდა, ატირებული რომ დამინახა, ხელი წაავლო დიდ ფიცარს და "მასწავლებელს" გაეკიდა, უნდა ვცემოო. მუდამ მიცავდა. ორივე ძმა ჩემ მიმართ დღემდე ასეა. ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია.

ხშირად ღამით ვანიკოსგან მესიჯი მიმიღია: "ძალიან მიყვარხარ!" თბილი და ერთგული ადამიანია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი... ისე, ცოტათი ემოციურიც არის. ეს თვისება დედაჩემისგან მოსდევს... ჩემი ჩაცმის სტილი არასდროს გაუკონტროლებია. მოკლედ, დედმამიშვილებს ერთმანეთის კარგად გვესმის.

- ალბათ, ეს მშობლების დამსახურებაა, არა?

- რასაკვირველია. ოჯახში არსებული ატმოსფერო შვილებზე მოქმედებს. მშობლებისგან ყოველთვის თავისუფლება გვქონდა მონიჭებული, მაგრამ ზღვარს არასდროს გადავსულვართ. გარდატეხის ასაკში გოგონაზე მეტად ბიჭის აღზრდაა ძნელი, არასწორი ნაბიჯი რომ არ გადადგას, რაც მშობლებმა უნდა აკონტროლონ... დღესდღეობით, საბედნიეროდ, თითოეულს ჩვენი პროფესია და საქმე გვაქვს. მთელ ოჯახს ერთად ყოფნა სიამოვნებას გვანიჭებს და ხშირად ერთად ვვახშმობთ კიდეც. მე მშობლებთან ვცხოვრობ, ჩემი ძმები კი - ცალ-ცალკე. ყველას შეხვედრის ადგილი კი ჩვენი სახლია...

- ძმებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- მათ შორის 8 წელია განსხვავება, მაგრამ ეს ხელს არაფერში უშლით, ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ და რჩევასაც ხშირად ეკითხებიან. ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ.

- თუ ესწრებით ხოლმე ვანიკოს სპექტაკლებს, კინოპრემიერებს?

- მის სპექტაკლებს სულ ვესწრები და ვცდილობ, პრემიერებზეც მოვიპოვო ეს უფლება, რომლითაც ჩემი მშობლები სარგებლობენ ხშირად. ისეთ პროექტებს, სადაც ვანიკო ტელეწამყვანის ამპლუაშია, არ ვესწრები, მას ტელევიზიით ვუყურებ... ვანიკოს კრიტიკული შემფასებელი დედაჩემია, ამიტომ, სულ ცდილობს, თეატრში პრემიერას დაესწროს. ვანიკომაც იცის, რომ დედის სახით ობიექტურ შეფასებას მიიღებს, რაც მას აუცილებლად სჭირდება.

ერთ კურიოზსაც მოგიყვებით: მაღალჭერიანი სახლი გვაქვს და ფარდის დაკიდებას ყოველთვის ვანიკოს ვთხოვთ ხოლმე, რადგან ჩემზე და დედაზე მაღალია, მაგრამ არასდროს კიდებს და გვეუბნება, სიმაღლის შიში მაქვსო. ერთხელ დედაჩემი ვანიკოს სპექტაკლს ესწრებოდა, სადაც სიმაღლიდან გადმოხტა. დედამ მაშინვე ის უთხრა: სიმაღლის არ შეგეშინდაო?!

- ერთ-ერთ ფილმში ვანიკოს შიშველმა კადრმა გაიელვა. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ თქვენ და თქვენს მშობლებს?

- ჩემთვის ის მიუღებელი ნამდვილად არ ყოფილა. დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის ცოტა უხერხული მომენტი ნამდვილად იყო. ვანიკომ კი ასე ახსნა, ჩემს პროფესიას როცა დასჭირდება, უხერხული სცენის გადაღებაზე თავს ვერ დავიკომპლექსებო.

- ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერევით?

- არასდროს. ერთმანეთის არჩევანს ყოველთვის პატივს ვცემთ. მართალია, რჩევებს ძმებისგან ყოველთვის ვითვალისინებდი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებდი. ასევე იქცევიან ჩემი ძმებიც. სხვათა შორის, ორივემ არაჩვეულებრივი არჩევანი გააკეთა; რძლების სახით შესანიშნავი მეგობრები მყავს. ყველანი რაღაც ერთნაირები ვართ.

- იცოდით, რომ ვანიკოს საცოლე ჰყავდა?

- ვიცოდი სოფოს შესახებ, ვიცნობდი კიდევაც. მშვენიერი გოგოა. უბრალოდ, ის არ ვიცოდი, ერთად ცხოვრებას როდის გადაწყვეტდნენ... მთავარია, რომ ერთმანეთი უყვართ და თავს ერთად კარგად გრძნობენ. შესაძლოა, ხანდახან პოპულარობამ ადამიანზე ცუდად იმოქმედოს. ეს რომ არ მოხდეს, ჯანსაღი კრიტიკაა საჭირო. ვანიკოს მიმართ ამ კრიტიკას არ იშურებენ დედაჩემი და სოფო.

- ვანიკო დღესდღეობით რას საქმიანობს?

- თეატრშია დაკავებული, რაც ძალიან მომწონს. ეს სფერო მის შინაგან სამყაროს მეტად წარმოაჩენს, ვიდრე კინო. დაკავებულია სერიალში: "ჩემი ცოლის დაქალები" - სულ გადარბენაზეა. ბოლო დროს ოჯახურ ცხოვრებაშიც აქტიურად ჩაერთო (იღიმება).

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება