მიშა ბარტონმა iphone-ის ყველაზე ძვირადღირებული შალითა წარადგინა

მიშა ბარტონმა iphone-ის ყველაზე ძვირადღირებული შალითა წარადგინა

ლოდნონში iphone-ის ყველაზე ძვირადღირებული შალითის პრეზენტაცია გაიმართა. აქსესუარი, რომლის ფასი 189 000 ფუნტი სტერლინგია, საზოგადოებას ინგლისელმა მსახიობმა, მიშა ბარტონმა წარუდგინა.

შალითა კომპანია Uunique London-მა შექმნა. ეს კომპანია ლუქს კლასის აქსესუარების შექმნაში ლიდერია. შალითა 18 კარატიანი ვარდისფერი ოქროსგან არის შექმნილი და ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტის თვლებითაა გაფორმებული. ყველაფერი ეს ხელით დამუშავებულ იტალიურ ტყავზეა დატანილი.

მიშა ბარტონი, რომელსაც წილად ხვდა ამ უნიკალური აქსესუარის წარდგენა, წითელ ხალიჩაზე ინდური სტილის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება