სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება
დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება

ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს წმინ­და გი­ორ­გის ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ცურ­ტა­ვის ეპის­კო­პო­სი ია­კო­ბი აღავ­ლენს.

წმინ­და, საკ­ვირ­ველთმოქ­მე­დი და ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი გი­ორ­გი ქარ­თვე­ლი ერის მფარ­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. წმი­და გი­ორ­გი 30 წლის ასაკ­ში ეწა­მა. 303 წელს მას რო­მის იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს ბრძა­ნე­ბით თავი მოკ­ვე­თეს. წმ. გი­ორ­გი მხე­დარ­თმთა­ვა­რი იყო და დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნეს ქრის­ტი­ა­ნებ­ზე დევ­ნის გამო გა­ნუდ­გა. უფ­ლის შე­წევ­ნი­თა და გამ­ხნე­ვე­ბით მან მრა­ვა­ლი სა­ტან­ჯვე­ლი და­ით­მი­ნა, მათ შო­რის - ბორ­ბალ­ზე გაკ­ვრა.

ეკ­ლე­სია წმი­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბას ორ­ჯერ დღე­სას­წა­უ­ლობს: 6 მა­ისს - წმი­და­ნის აღ­სრუ­ლე­ბის დღეს და 23 ნო­ემ­ბერს - მისი ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეს. ამ უკა­ნას­კნელ დღე­სას­წა­ულს ქარ­თუ­ლი ეწო­დე­ბა, რად­გან სხვა ეკ­ლე­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­და­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება

დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი აღავლენს.

წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"