სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიგა კვენეტაძის რამდენიმედღიანი "გაელვება" თბილისში
გიგა კვენეტაძის რამდენიმედღიანი "გაელვება" თბილისში

"კლი­პი გა­და­ვი­ღე სიმ­ღე­რა­ზე - "მე მინ­და შენ­თან". მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რი მე ვარ. სიმ­ღე­რას ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­თან - თამ­რო დუ­დუ­ნი­ას­თან ერ­თად ვას­რუ­ლებ", - მი­თხრა მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­სულ­მა მომ­ღე­რალ­მა გიგა კვე­ნე­ტა­ძემ, რო­მელ­მაც ერთ-ერთ კა­ფე­ში ახა­ლი კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. კლი­პის ნახ­ვის შემ­დეგ გი­გას გა­ვე­სა­უბ­რე; ის ხომ უკვე წლე­ბია, მოს­კოვ­ში საქ­მი­ა­ნობს და ბუ­ნებ­რი­ვია, მის მი­მართ კი­თხვე­ბიც დაგ­როვ­და.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე, თამ­როს­თან ერ­თად გემ­ღე­რა და მას­თან ერ­თად კლი­პიც გა­და­გე­ღო?

- უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, თამ­როს­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. მან უკვე და­ას­რუ­ლა ახალ რუ­სუ­ლე­ნო­ვან ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­ში შე­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მე გახ­ლა­ვართ და ამ ნა­მუ­შევ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­აც მალე გა­ი­მარ­თე­ბა... თამ­რო დუ­დუ­ნია რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი დამ­წყე­ბი მომ­ღე­რა­ლია. ის სამ წლამ­დე აქ იზ­რდე­ბო­და, შემ­დეგ კი მისი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ვერ ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ გვპირ­დე­ბა, რომ ცოტა ხან­ში ის­წავ­ლის.

- ამ კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლის­ში რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- დიდი ხა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­მოვ­ჩე­ნილ­ვარ და მო­მინ­და, ეს ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ვე­ლად ქარ­თვე­ლებს ენა­ხათ. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და. ამას­თან, თამ­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იც­ნობ­დნენ და ამ სა­ღა­მოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მისი წარ­დგე­ნაც მოხ­და.

- მერე ახა­ლი კლი­პით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- მი­ხა­რია, რომ ჩემი და თამ­როს ტან­დე­მი შედ­გა. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და: კლი­პის რე­ჟი­სორს - გოჩა ლომ­თა­ძეს, პრო­ექ­ტის დი­რექ­ტორ შოთა ქას­რა­ძეს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩვენ გვერ­დით იდგა. კლიპს 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­თუმ­ში ვი­ღებ­დით.

- რე­ჟი­სო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­გე­წო­ნა?

- სი­უ­ჟე­ტი არ არის ცუდი: შა­ჰიდ ქალს აძ­ლე­ვენ და­ვა­ლე­ბას, რომ აა­ფეთ­ქოს ერთ-ერთი კლუ­ბი, მაგ­რამ ამ საქ­მის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად ქალს სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა უშ­ლის ხელს. სა­ჭი­რო გახ­დე­ბა მისი და­ფი­ნან­სე­ბა, რათა იმი­ჯი შე­იც­ვა­ლოს და გარ­და­იქ­მნას ლა­მაზ ქა­ლად. ამ საქ­მე­ში მას ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ეხ­მა­რე­ბა. ქალს ახა­ლი იმი­ჯი ისე მო­ე­წო­ნე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, კლუ­ბის აფეთ­ქე­ბა­ზე უარს იტყვის... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მთავ­რდე­ბა...

- უკვე დიდი ხა­ნია, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ. გვი­თხა­რი, იქ კონ­კრე­ტუ­ლად რას საქ­მი­ა­ნობ?

- დღეს­დღე­ო­ბით მოს­კოვ­ში კომ­პო­ზი­ტო­რის ამ­პლუ­ა­ში, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ჩემს სიმ­ღე­რებს მღე­რი­ან ისე­თი ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბი თუ სოლო მომ­ღერ­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: "ა სტუ­დიო", "დის­კო­თე­კა ი ავა­რია", დი­ა­ნა ღურწკა­ია, დათო ხუ­ჯა­ძე, და­ვით კა­ლან­და­ძე, ჟას­მი­ნი... უმე­ტე­სად, მე და დათო ხუ­ჯა­ძე ერ­თად ვმუ­შა­ობთ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ვა­კე­თებთ...

- გიგა, რა გახ­და შენი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის მი­ზე­ზი?

- ალ­ბათ, ერთი და იმა­ვე ად­გი­ლის ტკეპ­ნა აღარ მინ­დო­და. მსურ­და, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო...

- არა­და, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2008 წელს მი­ი­ღე - ანუ მა­შინ, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი მოს­კო­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ... ვფიქ­რობ, შენი ნა­ბი­ჯი დიდ რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი...

- კი, ასე იყო, მაგ­რამ ამ რისკმა გა­ა­მარ­თლა და კმა­ყო­ფი­ლი ვარ...

- რითი ხარ კმა­ყო­ფი­ლი? მა­ინც, რა გარ­და­ტე­ხა მოხ­და შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში?

- უპირ­ვე­ლე­სად ის, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­ვი­ზარ­დე, ჩემს სიმ­ღე­რებ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვთ ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებს და ჯერ კი­დევ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის...

- ასე მგო­ნია, ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი გი­ჭირს, სი­ტყვე­ბი გა­ვი­წყდე­ბა...

- კი, ასეა (იცი­ნის)!

- არ გა­გი­ჭირ­და მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბა და იქა­უ­რო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა?

- ძნე­ლია რუ­სულ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ ეს სირ­თუ­ლე დავძლიე. თუ რა­ღაც მი­ზა­ნი გაქვს და­სა­ხუ­ლი და მის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ, შე­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, შენ მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ დარ­ჩე... ადრე სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. რო­დე­საც გა­და­წყდა, რომ მოს­კოვ­ში მივ­დი­ო­დი, ვი­ფიქ­რე, რომ მი­ზანს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დი; საქ­მე რომ ამე­წყო, და­ვი­ჯე­რე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლო­ბა იყო და სა­კუ­თა­რი თა­ვის ვირ­წმუ­ნე... მოს­კოვ­ში დამ­ხვდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­მი­ღეს და მიჩ­ვე­ნეს სწო­რი გზა. მათ შო­რის იყო არც ისე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი - ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, რო­მელ­საც მინ­და, თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ასე­ვე, მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა დათო ხუ­ჯა­ძეს, რო­მე­ლიც ჩემი "გზამ­კვლე­ვი" იყო. მან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა და ამიხ­სნა. მად­ლო­ბა ქეთა თო­ფუ­რი­ას იმის გამო, რომ მუ­დამ მეხ­მა­რე­ბა, ჩემს სიმ­ღე­რებს სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა მო­უს­მი­ნოს. ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია...

- მუ­სი­კის გარ­და, კი­დევ რას აკე­თებ?

- მერ­წმუ­ნეთ, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მუ­სი­კა­ში ვარ ჩაფ­ლუ­ლი... სა­ღა­მო­ო­ბით ამა თუ იმ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, სა­ღა­მო­სა თუ პრე­მი­ე­რა­ზე წას­ვლა მი­წევს ხოლ­მე. მუ­სი­კის მხრივ მოს­კო­ვი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ქა­ლა­ქია და იქა­ურ­მა მუ­სი­კო­სებ­მაც ზუს­ტად იცი­ან, რას, რა­ტომ და რის­თვის აკე­თე­ბენ.

- აპი­რებ, რომ მოს­კოვ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ისე წა­რუდ­გე?

- რა თქმა უნდა.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვი?

- ვცხოვ­რობ მოს­კო­ვის ცენ­ტრში, მარ­ტო... ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რი­თა­დად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ფიქ­რით არის დატ­ვირ­თუ­ლი; ასე­ვე, მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რა იქ­ნე­ბა ხვალ.

- და­ო­ჯა­ხე­ბას არ აპი­რებ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, არა.

- წლე­ბი სიმ­ღე­რა­ში რომ გა­გიფ­რინ­დეს?..

- შე­იძ­ლე­ბა ასეც მოხ­დეს, მაგ­რამ არა უშავს - სიმ­ღე­რაა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა (იღი­მის).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ გყავს?

- დედა და და. ისი­ნი ამ­ჟა­მად ქუ­თა­ის­ში არი­ან. ვიცი, რომ დე­დას ჩემი და, სიძე და დის­შვი­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლე­ბენ და მოს­კოვ­ში მშვი­დად ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, ის მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, როცა მოს­კოვ­ში წა­ვე­დი...

- გიგა, გის­მენ და რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ გეგ­მავ...

- ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თვე­ლე­ბი. დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მოც იმის დას­ტუ­რია, რომ სამ­შობ­ლო არ მა­ვი­წყდე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა ვა­სა­ხე­ლო... მარ­თა­ლია, ცოტა ხან­ში ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მექ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს - მე უპირ­ვე­ლე­სად, ქარ­თვე­ლი ვარ! სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­ტა­ნა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შე­მიძ­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ღე­რი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ მტი­რა­ლა გი­გას გე­ძახ­დნენ. მოს­კოვ­ში ეს ამ­ბა­ვი თუ იცი­ან?

- სხვა­თა შო­რის, დღე­საც ვაგ­რძე­ლებ ამ ტრა­დი­ცი­ას და ნუ გექ­ნე­ბათ იმის იმე­დი, რომ ოდეს­მე ტი­რილს შევ­წყვეტ (იცი­ნის).

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიგა კვენეტაძის რამდენიმედღიანი "გაელვება" თბილისში

გიგა კვენეტაძის რამდენიმედღიანი "გაელვება" თბილისში

"კლიპი გადავიღე სიმღერაზე - "მე მინდა შენთან". მუსიკისა და ტექსტის ავტორი მე ვარ. სიმღერას ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერალთან - თამრო დუდუნიასთან ერთად ვასრულებ", - მითხრა მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსულმა მომღერალმა გიგა კვენეტაძემ, რომელმაც ერთ-ერთ კაფეში ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა. კლიპის ნახვის შემდეგ გიგას გავესაუბრე; ის ხომ უკვე წლებია, მოსკოვში საქმიანობს და ბუნებრივია, მის მიმართ კითხვებიც დაგროვდა.

- რატომ გადაწყვიტე, თამროსთან ერთად გემღერა და მასთან ერთად კლიპიც გადაგეღო?

- უკვე წელიწადზე მეტია, თამროსთან ვთანამშრომლობ. მან უკვე დაასრულა ახალ რუსულენოვან ალბომზე მუშაობა, რომელში შესული სიმღერების ავტორი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მე გახლავართ და ამ ნამუშევრის პრეზენტაციაც მალე გაიმართება... თამრო დუდუნია რუსეთში მცხოვრები დამწყები მომღერალია. ის სამ წლამდე აქ იზრდებოდა, შემდეგ კი მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გვპირდება, რომ ცოტა ხანში ისწავლის.

- ამ კლიპის პრეზენტაცია თბილისში რატომ გადაწყვიტეთ?

- დიდი ხანია, საქართველოში არ გამოვჩენილვარ და მომინდა, ეს ახალი ნამუშევარი პირველად ქართველებს ენახათ. ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოგვივიდა. ამასთან, თამროს საქართველოში არ იცნობდნენ და ამ საღამოს საზოგადოების წინაშე მისი წარდგენაც მოხდა.

- მერე ახალი კლიპით კმაყოფილი ხარ?

- მიხარია, რომ ჩემი და თამროს ტანდემი შედგა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა: კლიპის რეჟისორს - გოჩა ლომთაძეს, პროექტის დირექტორ შოთა ქასრაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდით იდგა. კლიპს 2 დღის განმავლობაში, ბათუმში ვიღებდით.

- რეჟისორის გადაწყვეტილება მოგეწონა?

- სიუჟეტი არ არის ცუდი: შაჰიდ ქალს აძლევენ დავალებას, რომ ააფეთქოს ერთ-ერთი კლუბი, მაგრამ ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად ქალს საკუთარი გარეგნობა უშლის ხელს. საჭირო გახდება მისი დაფინანსება, რათა იმიჯი შეიცვალოს და გარდაიქმნას ლამაზ ქალად. ამ საქმეში მას ჩემი პერსონაჟი ეხმარება. ქალს ახალი იმიჯი ისე მოეწონება, რომ საბოლოოდ, კლუბის აფეთქებაზე უარს იტყვის... მოკლედ, ყველაფერი კარგად მთავრდება...

- უკვე დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობ. გვითხარი, იქ კონკრეტულად რას საქმიანობ?

- დღესდღეობით მოსკოვში კომპოზიტორის ამპლუაში, აქტიურად ვმუშაობ. ჩემს სიმღერებს მღერიან ისეთი ცნობილი ჯგუფები თუ სოლო მომღერლები, როგორებიც არიან: "ა სტუდიო", "დისკოთეკა ი ავარია", დიანა ღურწკაია, დათო ხუჯაძე, დავით კალანდაძე, ჟასმინი... უმეტესად, მე და დათო ხუჯაძე ერთად ვმუშაობთ და ბევრ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ...

- გიგა, რა გახდა შენი საქართველოდან წასვლის მიზეზი?

- ალბათ, ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა აღარ მინდოდა. მსურდა, ჩემი შემოქმედება განვითარებულიყო...

- არადა, ეს გადაწყვეტილება 2008 წელს მიიღე - ანუ მაშინ, როდესაც ქართველები მოსკოვიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ... ვფიქრობ, შენი ნაბიჯი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული...

- კი, ასე იყო, მაგრამ ამ რისკმა გაამართლა და კმაყოფილი ვარ...

- რითი ხარ კმაყოფილი? მაინც, რა გარდატეხა მოხდა შენს შემოქმედებაში?

- უპირველესად ის, რომ შემოქმედებითად გავიზარდე, ჩემს სიმღერებზე მოთხოვნილება აქვთ ცნობილ მომღერლებს და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის...

- ასე მგონია, ქართულად ლაპარაკი გიჭირს, სიტყვები გავიწყდება...

- კი, ასეა (იცინის)!

- არ გაგიჭირდა მოსკოვში ცხოვრება და იქაურობასთან შეგუება?

- ძნელია რუსულ გარემოსთან შეგუება, მაგრამ ეს სირთულე დავძლიე. თუ რაღაც მიზანი გაქვს დასახული და მის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ, შედეგი აუცილებლად იქნება. მთავარია, შენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილო არ დარჩე... ადრე საქართველოდან წასვლაზე ვოცნებობდი. როდესაც გადაწყდა, რომ მოსკოვში მივდიოდი, ვიფიქრე, რომ მიზანს ვუახლოვდებოდი; საქმე რომ ამეწყო, დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და საკუთარი თავის ვირწმუნე... მოსკოვში დამხვდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდი სიყვარულით მიმიღეს და მიჩვენეს სწორი გზა. მათ შორის იყო არც ისე ცნობილი ადამიანი - ნუგზარ წიკლაური, რომელსაც მინდა, თქვენი მეშვეობით დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრა დათო ხუჯაძეს, რომელიც ჩემი "გზამკვლევი" იყო. მან ბევრი რამ მასწავლა და ამიხსნა. მადლობა ქეთა თოფურიას იმის გამო, რომ მუდამ მეხმარება, ჩემს სიმღერებს სხვადასხვა ცნობილმა მომღერალმა მოუსმინოს. ის ძალიან ძლიერი და კარგი ადამიანია...

- მუსიკის გარდა, კიდევ რას აკეთებ?

- მერწმუნეთ, დილიდან საღამომდე მუსიკაში ვარ ჩაფლული... საღამოობით ამა თუ იმ პრეზენტაციაზე, საღამოსა თუ პრემიერაზე წასვლა მიწევს ხოლმე. მუსიკის მხრივ მოსკოვი ძალიან აქტიური ქალაქია და იქაურმა მუსიკოსებმაც ზუსტად იციან, რას, რატომ და რისთვის აკეთებენ.

- აპირებ, რომ მოსკოვში საზოგადოებას როგორც მომღერალი, ისე წარუდგე?

- რა თქმა უნდა.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- ვცხოვრობ მოსკოვის ცენტრში, მარტო... ჩემი ცხოვრება ძირითადად, შემოქმედებითი ფიქრით არის დატვირთული; ასევე, მუდმივად ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ.

- დაოჯახებას არ აპირებ?

- ჯერჯერობით, არა.

- წლები სიმღერაში რომ გაგიფრინდეს?..

- შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ არა უშავს - სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება (იღიმის).

- საქართველოში ვინ გყავს?

- დედა და და. ისინი ამჟამად ქუთაისში არიან. ვიცი, რომ დედას ჩემი და, სიძე და დისშვილები ყურადღებას არ აკლებენ და მოსკოვში მშვიდად ვარ. რაც შეეხება მამას, ის მაშინ გარდაიცვალა, როცა მოსკოვში წავედი...

- გიგა, გისმენ და რატომღაც მგონია, რომ საქართველოში დაბრუნებას აღარ გეგმავ...

- ძალიან მენატრება და მიყვარს საქართველო, ქართველები. დღევანდელი საღამოც იმის დასტურია, რომ სამშობლო არ მავიწყდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო... მართალია, ცოტა ხანში ორმაგი მოქალაქეობა მექნება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - მე უპირველესად, ქართველი ვარ! საკუთარი შემოქმედების გატანა ბევრ ქვეყანაში შემიძლია.

- საქართველოში ნამღერი რეპერტუარიდან გამომდინარე, აქ მტირალა გიგას გეძახდნენ. მოსკოვში ეს ამბავი თუ იციან?

- სხვათა შორის, დღესაც ვაგრძელებ ამ ტრადიციას და ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ოდესმე ტირილს შევწყვეტ (იცინის).

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება