სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვარსკვლავური რევოლუცია" ჩინეთში - მომღერალი ცოლი ქვეყნის ახალ მმართველს ჩრდილავს
"ვარსკვლავური რევოლუცია" ჩინეთში - მომღერალი ცოლი ქვეყნის ახალ მმართველს ჩრდილავს

49 წლის ჩი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი პენ ლი­უ­ა­ნი, რო­მელ­საც 25-წლი­ა­ნი სას­ცე­ნო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის მოგ­რო­ვე­ბა მო­უს­წრია, ვიდ­რე მის ქმარ სი ცზინ­პინს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო შორს წავა, ვიდ­რე მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი მმარ­თვე­ლი ქმრე­ბის ჩრდილ­ში რჩე­ბოდ­ნენ.

მას ყვე­ლა ის თვი­სე­ბა აქვს, რაც პო­ლი­ტი­კურ არ­ენა­ზე აქ­ტი­უ­რი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა­ში შე­უ­წყობს ხელს და შე­იძ­ლე­ბა ჩი­ნე­ლი მი­შელ ობა­მა ან კარ­ლა ბრუ­ნიც კი გახ­დეს.

გა­სულ კვი­რას გა­იხ­სნა ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის XVIII ყრი­ლო­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბი­თაც სი ცზინ­პი­ნი, ჩი­ნე­თის თავ­მჯდო­მა­რის ხუ ცზინ­ტა­ოს ახ­ლან­დე­ლი მო­ად­გი­ლე, პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტს და­ი­კა­ვებს. თუმ­ცა­ღა არც სამ­ყა­რომ და არც თვით ჩი­ნე­ლებ­მა ბევ­რი არა­ფე­რი იცი­ან მას­ზე, ისე­ვე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის სხვა პირ­ველ პი­რებ­ზე. აი, მისი ცო­ლის სა­ხე­ლი კი ჩი­ნე­ლებს გა­ცი­ლე­ბით მეტს ეუბ­ნე­ბა.

ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი არ­მი­ის ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლის მო­ნა­წი­ლე 1982 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად გა­მო­დი­ო­და სა­ა­ხალ­წლო გა­ლა­კონ­ცერ­ტზე და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის ხილ­ვას ყვე­ლა ჩი­ნე­ლი მი­ეჩ­ვია. პენი ძი­რი­თა­დად პატ­რი­ო­ტულ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ­და. 2007 წლი­დან შე­წყვი­ტა გა­ლა­კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოს­ვლა, რად­გან მისი ქმა­რი ერთ წე­ლი­წად­ში ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რე უნდა გამ­ხდა­რი­ყო, მე­ტის­მე­ტად აქ­ტი­ურ ცოლს კი შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხალ­ხო დი­დე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი ქმრის­თვის გზა გა­და­ე­ღო­ბა.

პენ ლი­უ­ა­ნის­გან უკვე ელო­დე­ბი­ან თა­მამ ნა­ბი­ჯებს და ჩი­ნე­ლი ქა­ლე­ბის­თვის რე­ვო­ლუ­ცი­ურ ძვრებ­საც კი, თუმ­ცა ეს იოლი არ იქ­ნე­ბა: ბოლო ქალი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა­ში, იყო მაო ძე­დუ­ნის ცოლი - ცზი­ან ცინი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნაც პენ ლი­უ­ა­ნი­ვით არ­ტის­ტუ­ლი ბუ­ნე­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი - მაოს გაც­ნო­ბამ­დე ის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი იყო.

THE INDEPENDENT

მო­ამ­ზა­და ლელა ზუ­რე­ბი­ან­მა

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ვარსკვლავური რევოლუცია" ჩინეთში - მომღერალი ცოლი ქვეყნის ახალ მმართველს ჩრდილავს

"ვარსკვლავური რევოლუცია" ჩინეთში - მომღერალი ცოლი ქვეყნის ახალ მმართველს ჩრდილავს

49 წლის ჩინელი მომღერალი პენ ლიუანი, რომელსაც 25-წლიანი სასცენო კარიერის განმავლობაში გაცილებით მეტი თაყვანისმცემლის მოგროვება მოუსწრია, ვიდრე მის ქმარ სი ცზინპინს, სავარაუდოდ, უფრო შორს წავა, ვიდრე მისი წინამორბედები, რომლებიც თავიანთი მმართველი ქმრების ჩრდილში რჩებოდნენ.

მას ყველა ის თვისება აქვს, რაც პოლიტიკურ არ­ენაზე აქტიური პოზიციის დაკავებაში შეუწყობს ხელს და შეიძლება ჩინელი მიშელ ობამა ან კარლა ბრუნიც კი გახდეს.

გასულ კვირას გაიხსნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის XVIII ყრილობა, რომლის შედეგებითაც სი ცზინპინი, ჩინეთის თავმჯდომარის ხუ ცზინტაოს ახლანდელი მოადგილე, პარტიის გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს. თუმცაღა არც სამყარომ და არც თვით ჩინელებმა ბევრი არაფერი იციან მასზე, ისევე, როგორც ამ ქვეყნის სხვა პირველ პირებზე. აი, მისი ცოლის სახელი კი ჩინელებს გაცილებით მეტს ეუბნება.

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის მონაწილე 1982 წლიდან ყოველწლიურად გამოდიოდა საახალწლო გალაკონცერტზე და ამ წლების განმავლობაში მის ხილვას ყველა ჩინელი მიეჩვია. პენი ძირითადად პატრიოტულ სიმღერებს ასრულებდა. 2007 წლიდან შეწყვიტა გალაკონცერტებზე გამოსვლა, რადგან მისი ქმარი ერთ წელიწადში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვიცე-თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, მეტისმეტად აქტიურ ცოლს კი შეიძლებოდა სახალხო დიდებისკენ მიმავალი ქმრისთვის გზა გადაეღობა.

პენ ლიუანისგან უკვე ელოდებიან თამამ ნაბიჯებს და ჩინელი ქალებისთვის რევოლუციურ ძვრებსაც კი, თუმცა ეს იოლი არ იქნება: ბოლო ქალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაში, იყო მაო ძედუნის ცოლი - ცზიან ცინი. აღსანიშნავია, რომ მანაც პენ ლიუანივით არტისტული ბუნებით გაითქვა სახელი - მაოს გაცნობამდე ის თეატრისა და კინოს მსახიობი იყო.

THE INDEPENDENT

მოამზადა ლელა ზურებიანმა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება