სკარლეტ იოჰანსონს ახალი საყვარელი ჰყავს

სკარლეტ იოჰანსონს ახალი საყვარელი ჰყავს

მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს ახალი საყვარელი ჰყავს. ვარსკვლავის რჩეული ფრანგი ჟურნალისტი რომან დაურიაკია.

სკარლეტი ყოფილ საყვარელს, სარეკლამო აგენტ ნეით ნეილორს რამდენიმე კვირის წინ დაშორდა, თუმცა ვარსკვლავს დიდხანს მარტო ყოფნა არ უყვარს; პაპარაცებმა სკარლეტი და რომანი ნიუ-იორკის ბარში შენიშნეს. წყვილი მეგობრებთან ერთად მხიარულობდა.

სკარლეტი მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი. იოჰანსონი და მსახიობი რაიან რეინოლდსი ერთმანეთს ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ დაშორდნენ.

სკარლეტს ჰოლივუდში რამდენიმე ცნობილ მამაკაცთან ჰქონდა რომანი - მათ შორის მსახიობებთან ბრედლი კუპერთან და შონ პენთან. შონ პენთან დაშორება სკარლეტმა რთულად გადაიტანა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება