ინდოელს სწამს, რომ თუკი ძროხა გათელავს, იღბლიანი იქნება

ინდოელს სწამს, რომ თუკი ძროხა გათელავს, იღბლიანი იქნება

ისევე, როგორც ბევრ უძველეს კულტურაში, ინდოეთში ოდითგანვე ძროხა მარჩენალი ცხოველის სტატუსით სარგებლობდა. ამიტომ ძროხის დაკვლა მთელი ოჯახის გაღატაკებისა და საზრდოს დაკარგვას ნიშნავდა. ძროხის თაყვანისცემა ღვთაება კრიშნასთანაა დაკავშირებული.

ინდოეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ყოველწლიური რიტუალი "ეკადეში" (Ekadeshi). ქალაქ ბადნაგარში მამაკაცები იკრიბებიან და ოჯახური კეთილდღეობის, იღბალისა და ბენდიერების იმედით მიწაზე წვებიან და ასობით ძროხას ელოდებიან, რომელთაც მათი მიმართულებით მწყემსები მიერეკებიან. დღესასწაულზე ყველა ძროხა ფერადი ყვავილებითაა მორთული.

ეს სანახაობა განსაკუთრებით საზარელი ტურისტებისთვისაა, თუმცა ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ რიტუალში მონაწილეობის დროს სხეულის დაზიანებები არასდროს მიუღიათ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს