სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრინცი უილიამი ბებიაზე პოპულარულია
პრინცი უილიამი ბებიაზე პოპულარულია

ბრი­ტა­ნე­თის პრინცმა უი­ლი­ამ­მა პო­პუ­ლა­რო­ბით ბე­ბი­ას - დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II აჯო­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა - King's College-მა და სამ­სა­ხურ­მა Ipsos MORI-მ ჩა­ა­ტა­რა.

უინ­ძო­რე­ბის დი­ნას­ტი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­პა­ტია სწო­რედ 30 წლის პრინცმა უი­ლი­ამ­მა და­იმ­სა­ხუ­რა. რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მას რეს­პო­დენ­ტე­ბის 62%-მა მი­ა­ნი­ჭა.

მე­ო­რე ად­გილ­ზე დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II - 48%-ით გა­ვი­და. რე­ი­ტინ­გის პირ­ველ სა­მე­ულს უი­ლი­ა­მის ძმა, პრინ­ცი ჰარი ას­რუ­ლებს 36%-ით. მას მოს­დევს უი­ლი­ა­მის მე­უღ­ლე, კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია კე­ი­ტი - 23% და ტახ­ტის მემ­კვიდ­რე პრინ­ცი ჩარლ­ზი - 21%.

"ბევ­რი ბრი­ტა­ნე­ლი იზი­ა­რებს იდე­ას, რომ გვირ­გვი­ნი ელი­სა­ბედ II პირ­და­პირ პრინც უი­ლი­ამს გა­დას­ცეს. უი­ლი­ა­მი ახალ­გაზ­რდაა, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და პო­პუ­ლა­რუ­ლია", - აღ­ნიშ­ნა კვლე­ვის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა რო­ჯერ მორ­ტი­მორ­მა.

ბრი­ტა­ნე­ლებ­მა ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი გას­ცეს კი­თხვას, აქვს თუ არა ქვე­ყა­ნას მო­ნარ­ქი­ის გა­უქ­მე­ბი­სა და რეს­პუბ­ლი­კად გა­დაქ­ცე­ვის პერ­სპექ­ტი­ვა. მო­ნარ­ქი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­მო­კი­თხულ­თა 79%-მა, ხოლო რეს­პუბ­ლი­კას -16%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი თვლი­ან, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის შე­ნახ­ვა მათ ძა­ლი­ან ძვი­რი უჯ­დე­ბათ და მისი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბა უნდა შემ­ცირ­დეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრინცი უილიამი ბებიაზე პოპულარულია

პრინცი უილიამი ბებიაზე პოპულარულია

ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა პოპულარობით ბებიას - დედოფალ ელისაბედ II აჯობა. სოციალური კვლევა ლონდონის უნივერსიტეტმა - King's College-მა და სამსახურმა Ipsos MORI-მ ჩაატარა.

უინძორების დინასტიაში ყველაზე დიდი სიმპატია სწორედ 30 წლის პრინცმა უილიამმა დაიმსახურა. რეიტინგის პირველი ადგილი მას რესპოდენტების 62%-მა მიანიჭა.

მეორე ადგილზე დედოფალი ელისაბედ II - 48%-ით გავიდა. რეიტინგის პირველ სამეულს უილიამის ძმა, პრინცი ჰარი ასრულებს 36%-ით. მას მოსდევს უილიამის მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტი - 23% და ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი - 21%.

"ბევრი ბრიტანელი იზიარებს იდეას, რომ გვირგვინი ელისაბედ II პირდაპირ პრინც უილიამს გადასცეს. უილიამი ახალგაზრდაა, კარგად გამოიყურება და პოპულარულია", - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა როჯერ მორტიმორმა.

ბრიტანელებმა ცალსახა პასუხი გასცეს კითხვას, აქვს თუ არა ქვეყანას მონარქიის გაუქმებისა და რესპუბლიკად გადაქცევის პერსპექტივა. მონარქიის შენარჩუნებას გამოკითხულთა 79%-მა, ხოლო რესპუბლიკას -16%-მა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად ამისა, ბრიტანელები თვლიან, რომ სამეფო ოჯახის შენახვა მათ ძალიან ძვირი უჯდებათ და მისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა შემცირდეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს