Playboy მერლინ მონროს მიუბრუნდა

Playboy მერლინ მონროს მიუბრუნდა

ჟურნალმა Playboy-მ მერლინ მონროს გარდაცვალების 50 წლისთავი მსახიობის ექსკლუზიურად შერჩეულ შიშველ ფოტოებით აღნიშნა.

დეკემბრის ნომერში გამოსაქვეყნებელ ფოტოებს შორისაა ტომ კელის ცნობილი ფოტო წითელ ხავერდზე. წარმოდგენილია როგორც ყველაზე ადრეული, ისე ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც ლოურენს შილერმა მას გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გადაუღო.

პუბლიკაციებს თან ახლავს ცნობილი კინოკრიტიკოსის, როჯერ ებერტის, მსახიობ კიმ მორგანისა და ცნობილი რომანისტის, ჯონ აპდაიკის მოგონებები მსახიობის შესახებ.

"მასში თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობდა - გლამურული მსახიობი მერლინ მონრო და სათუთი, ტანჯული პატარა გოგონა ნორმა ჯინი, მასში სწორედ ამ ორი ადამიანის ბრძოლა იზიდავდა ადამიანებს",- წერს ებერტი. ებერტის თქმით, მონროს თაყვანისმცემლებთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა: "ჩვენ შეგვეძლო მისით აღვფრთოვანებულიყავით და ამასთან, რაღაც სამარცხვინოსა და ცოდვიანის თანამონაწილედ გვეგრძნო თავი. მისი სიშიშვლე ბუნებრივი და ლამაზი იყო".

"სხვებისგან განსხვავებით, იგი შიშველი თავს ყველაზე მიუწვდომლად თვლიდა",- განაცხადა Playboy-ის დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა.

ამერიკელი კინომსახიობი მერლინ მონრო (ნამდვილი სახელია - ნორმა ჯინ მორტენსონი) ლოს-ანჯელესში 1926 წლის 1-ელ ივნისს დაიბადა. სიცოცხლის 36 წლის მანძილზე მან 30-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა და ამერიკული ეკრანის სექს-სიმბოლო გახდა. მონრო 1962 წლის 5 აგვისტოს ლოს-ანჯელესის შემოგარენში საძილე აბების სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება