პარიზში 15 მეტრიანი შოკოლადის ხე შექმნეს

პარიზში 15 მეტრიანი შოკოლადის ხე შექმნეს

პარიზის ერთ-ერთი საკონდიტროში გიგანტური შოკოლადის ხე გამოფინეს. ინსტალაციის ავტორი შოკოლადის ცნობილი ფრანგი მწარმოებელი პატრიკ როჟეა, მისი მთავარი შთაგონების წყარო ფილმი "მაიმუნების პლანეტა" იყო.

ინსტალაციამ, ავტორის ჩანაფიქრით, დამთვალიერების ყურადღება პლანეტაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების პრობლემაზე უნდა გაამახვილოს.

გიგანტური შოკოლადის ხე 5 ტონას იწონის და სიმაღლით სამსართულიან შენობას უტოლდება. ამასთან, ამ არქიტექტურულ შედევრში შოკოლადის გარდა, არაფერი გამოუყენებიათ.

უზარმაზარ ვიტრინაში ხე და შოკოლადის ტყის ბინადრები განალაგეს. ერთ-ერთი მაიმუნის გაკეთება კი ორჯერ მოუწიათ - პირველ ვარიანტს შოკოლადის ხის ტოტი დაეცა და დაამსხვრია.

ეს როჟეს პირველი ნამუშევარი არ არის. 2009 წელს მან ბერლინის კედლის დანგრევის ოცი წლისთავის პატივსაცემად, 15-მეტრიანი შოკოლადის სკულპტურა შექმნა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს