ისრაელმა პალესტინის პრემიერის შტაბბინა გაანადგურა

ისრაელმა პალესტინის პრემიერის შტაბბინა გაანადგურა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრ ისმაილ ხანის ადმინისტრაციის შტაბბინაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

"ფრანს-პრესის" ინფორმაციით, თვითმხილველთა მტკიცებით, საჰაერო დარტყმის შედეგად ადმინისტრაციის შენობა განადგურებულია. დაღუპულებზე და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცახალის მეთაურობამ საჰაერო დარტყმების ფაქტი დაადასტურა. ღაზას სექტორში დარტყმები 85 ობიექტზე განხორციელდა. "ჰამასის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ისრაელის მხარემ ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მაგრამ მიუხედავად ამისა, "მთავრობა თავის ხალხთან ერთად რჩება".

16 ნოემბერს ღაზას სექტორში ეგვიპტის პრემიერ-მინიტრი ხიშამ კანდილი იმყოფებოდა.

ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია 2012 წლის 14 ნოემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები გახდა.

17 ნოემბრის მონაცემებით, პალესტინელების მხრიდან 30 ადამიანი დაიღუპა, ისრაელმა კი სამი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

არ არის გამორიცხული, რომ ღაზას სექტორში ისრაელმა სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, ისრაელმა 75 ათასი რეზერვისტის მობილიზება უკვე მოახდინა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა