სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები ღაზას სექტორში დაძაბული ვითარების გამო შეშფოთებულები არიან
 ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები ღაზას სექტორში დაძაბული ვითარების გამო შეშფოთებულები არიან

ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი და თელ-ავივ­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან და შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა იქა­უ­რო­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ტო­ვოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ორი დღეა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა და ღა­ზას სექ­ტო­რი­დან პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს სა­ჰა­ე­რო ცეხ­ლი გა­უხ­სნეს. ღა­ზას სექ­ტო­რი­დან გა­მო­ტყორ­ცნი­ლი რა­კე­ტე­ბი თელ-ავივ­შიც ჩაც­ვივ­და, რა­საც სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

"უკვე ორი დღეა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა. რა­კე­ტე­ბი ქა­ლაქ­შიც ჩა­მოც­ვივ­და. აფეთ­ქე­ბის ხმა­ზე მან­ქა­ნე­ბის სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ე­ბი და სა­ჰა­ე­რო და­ბომბვის სი­რე­ნე­ბი ჩა­ირ­თო. ძა­ლი­ან შევ­შინ­დით. ასე თუ გაგ­რძელ­და, ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბით ან შე­ვეც­დე­ბით სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ვი­დეთ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თელ-ავივ­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტმა.

უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის მხა­რე იმ დრომ­დე არ შე­წყვეტს ღა­ზას სექ­ტორ­ში სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცი­ას, სა­ნამ "ჰა­მა­სი" მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე არ წა­მო­ვა. თა­ვის მხრივ, "ჰა­მა­სის" წარ­მომ­დგენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ მოხ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები ღაზას სექტორში დაძაბული ვითარების გამო შეშფოთებულები არიან

 ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები ღაზას სექტორში დაძაბული ვითარების გამო შეშფოთებულები არიან

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები და თელ-ავივში სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეები ღაზას სექტორში დაძაბული ვითარების გამო შეშფოთებულები არიან და შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა იქაურობა უახლოეს დღეებში დატოვოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, ორი დღეა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა და ღაზას სექტორიდან პალესტინელებმა ერთმანეთს საჰაერო ცეხლი გაუხსნეს. ღაზას სექტორიდან გამოტყორცნილი რაკეტები თელ-ავივშიც ჩაცვივდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.

"უკვე ორი დღეა ძალიან დაიძაბა ვითარება. რაკეტები ქალაქშიც ჩამოცვივდა. აფეთქების ხმაზე მანქანების სიგნალიზაციები და საჰაერო დაბომბვის სირენები ჩაირთო. ძალიან შევშინდით. ასე თუ გაგრძელდა, ან საქართველოში დავბრუნდებით ან შევეცდებით სხვა ქვეყანაში გადავიდეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თელ-ავივში მცხოვრებმა ემიგრანტმა.

უცხოური მედიის ცნობით, ისრაელის მხარე იმ დრომდე არ შეწყვეტს ღაზას სექტორში სამხედრო-საჰაერო ოპერაციას, სანამ "ჰამასი" მოლაპარაკებაზე არ წამოვა. თავის მხრივ, "ჰამასის" წარმომდგენლები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკება არ მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა