სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი ოვაშვილი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია!
გიორგი ოვაშვილი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია!

ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის 2012 წლის კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბის ჟი­უ­რის წევ­რია. იგი ჟი­უ­რი­ში ევ­რო­პულ კი­ნო­ა­კა­დე­მი­ას წარ­მო­ად­გენს. გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით ბევ­რჯერ გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. მისი ფილ­მი "გაღ­მა ნა­პი­რი" 80 სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე წა­რად­გი­ნეს და 50-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრი­ზის მფლო­ბე­ლია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ავ­სტრა­ლი­ა­ში და­მი­კავ­შირ­და და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დას­წრე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ავ­სტრა­ლი­ის ქუ­ინსლენ­დის შტა­ტის დე­და­ქა­ლაქ ბრიზ­ბენ­ში მი­მიწ­ვი­ეს, რო­გორც ქარ­თუ­ლი გა­ზე­თის, "ყვე­ლა სი­ახ­ლის" კო­რეს­პონ­დენ­ტი 2012 წლის აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბის გა­სა­შუ­ქებ­ლად. ღო­ნის­ძი­ე­ბას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. ბრიზ­ბენ­ში 20 ნო­ემ­ბერს მი­ვემ­გზავ­რე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლი­დან ექ­სკლუ­ზი­ურ რე­პორ­ტაჟ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, მა­ნამ­დე კი რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით კი­ნო­რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილს მივ­მარ­თე.

- რომ ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბის ჟი­უ­რის წევ­რია. რო­გორ მოხ­ვდით ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში?

- ეს კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბა მე­ექ­ვსედ ტარ­დე­ბა. წელს ჟი­უ­რის უხელ­მძღვა­ნე­ლებს ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი პრო­დი­უ­სე­რი იან ჩეპ­მე­ნი. ჟი­უ­რი 6 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. რო­გორც წესი, ერთ წევ­რს იწ­ვე­ვენ ევ­რო­პუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ი­დან და ამ­ჯე­რად ეს პა­ტი­ვი მე მხვდა წი­ლად. სექ­ტემ­ბერ­ში ალმა-ატა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ "ევ­რა­ზი­ა­ზე", სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის წევ­რი ვი­ყა­ვი, შევ­ხვდი აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით დი­რექ­ტორს მაქ­სი­ნე უი­ლი­ამ­სონს და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ შე­მომ­თა­ვა­ზა, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის წევ­რი, აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე წლე­ვან­დე­ლი ჟი­უ­რის მუ­შა­ო­ბა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. რა თქმა უნდა, ჩემ­თვის უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და დიდი პა­ტი­ვია, ასე­თი დო­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მო­ვად­გენ­დე ევ­რო­პულ კი­ნო­ა­კა­დე­მი­ას და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს.

- რამ­დე­ნი ფილ­მი მო­ნა­წი­ლე­ობს და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე?

- ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 70 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს. ფილ­მე­ბი­დან სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი ირ­ჩევს ნო­მი­ნან­ტებს, გა­მარ­ჯვე­ბულს კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი ავ­ლენს. წელს 19 ფილ­მია წარ­დგე­ნი­ლი შე­მდეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ზე: "სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი", "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი", "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი", "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი", "სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რი", "სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი".

- რთუ­ლია ჟი­უ­რის წევ­რო­ბა?

- ჟი­უ­რის წევ­რო­ბა ყო­ველ­თვის რთუ­ლია და უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო. ფაქ­ტობ­რი­ვად, შენ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ფილ­მი­სა და რე­ჟი­სო­რის ბედი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ველ­თვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია, რად­გან ჟი­უ­რი­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მათ ამა თუ იმ ფილმზე სა­კუ­თა­რი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი აქვთ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა შორს იყოს ობი­ექ­ტუ­რო­ბის­გან.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს ქარ­თულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში?

- ქარ­თუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრია სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2-3 ფილ­მი მა­ინც კეთ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დიდი დე­ფი­ცი­ტია, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, შექ­მნილ პრო­დუქტსაც ხში­რად ეტყო­ბა. ასე­ვე, ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მეტი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო, რად­გან ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა, კინო და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ იარ­­სე­ბებს.

- ახლა რაზე მუ­შა­ობთ?

- ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ მომ­დევ­ნო ფილმზე სა­ხელ­წო­დე­ბით "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი". გა­და­ღე­ბე­ბი 2013 წლის აპ­რილ­ში იწყე­ბა, ფილ­მი კი 2014 წლის მარ­ტში დას­რულ­დე­ბა.

- ავ­სტრა­ლი­ა­ში რო­დის­მე ყო­ფილ­ხართ?

- არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი მწვა­ნე კონ­ტი­ნენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ზე. მი­ხა­რია, რომ ეს ოც­ნე­ბა გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც ამიხ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის", სიდ­ნე­ი­დან თა­თუ­ლი ბარ­თა­ია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი ოვაშვილი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია!

გიორგი ოვაშვილი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია!

ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი აზია-წყნარი ოკეანის 2012 წლის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია. იგი ჟიურიში ევროპულ კინოაკადემიას წარმოადგენს. გიორგი ოვაშვილმა თავისი ნამუშევრებით ბევრჯერ გაუთქვა სახელი საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მისი ფილმი "გაღმა ნაპირი" 80 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს და 50-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია. რამდენიმე დღის წინ ბატონი გიორგი ავსტრალიაში დამიკავშირდა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება შემომთავაზა. მისი რეკომენდაციით, ღონისძიების ორგანიზატორებმა ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის დედაქალაქ ბრიზბენში მიმიწვიეს, როგორც ქართული გაზეთის, "ყველა სიახლის" კორესპონდენტი 2012 წლის აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების გასაშუქებლად. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ბრიზბენში 20 ნოემბერს მივემგზავრები და ფესტივალიდან ექსკლუზიურ რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი რამდენიმე შეკითხვით კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილს მივმართე.

- რომ ქართველი რეჟისორი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია. როგორ მოხვდით ჟიურის შემადგენლობაში?

- ეს კინოდაჯილდოება მეექვსედ ტარდება. წელს ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ავსტრალიელი პროდიუსერი იან ჩეპმენი. ჟიური 6 წევრისგან შედგება. როგორც წესი, ერთ წევრს იწვევენ ევროპული კინოაკადემიიდან და ამჯერად ეს პატივი მე მხვდა წილად. სექტემბერში ალმა-ატაში, ყაზახეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ "ევრაზიაზე", სადაც საერთაშორისო ჟიურის წევრი ვიყავი, შევხვდი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების შემოქმედებით დირექტორს მაქსინე უილიამსონს და თანამშრომლობის შემდეგ შემომთავაზა, როგორც ევროპული კინოაკადემიის წევრი, აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე წლევანდელი ჟიურის მუშაობაში დავხმარებოდი. რა თქმა უნდა, ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და დიდი პატივია, ასეთი დონის ღონისძიებაზე წარმოვადგენდე ევროპულ კინოაკადემიას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს.

- რამდენი ფილმი მონაწილეობს დაჯილდოებაზე?

- ღონისძიებაში ყოველწლიურად 70 ქვეყანა მონაწილეობს. ფილმებიდან საორგანიზაციო კომიტეტი ირჩევს ნომინანტებს, გამარჯვებულს კი საერთაშორისო ჟიური ავლენს. წელს 19 ფილმია წარდგენილი შე­მდეგ ნომინაციებზე: "საუკეთესო ფილმი", "საუკეთესო რეჟისორი", "საუკეთესო მსახიობი ქალი", "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი", "საუკეთესო ოპერატორი", "საუკეთესო სცენარი".

- რთულია ჟიურის წევრობა?

- ჟიურის წევრობა ყოველთვის რთულია და უაღრესად საპასუხისმგებლო. ფაქტობრივად, შენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს ფილმისა და რეჟისორის ბედი. სამწუხაროა, რომ ჟიურის გადაწყვეტილება ყოველთვის სუბიექტურია, რადგან ჟიურიში ადამიანები არიან და მათ ამა თუ იმ ფილმზე საკუთარი, სუბიექტური აზრი აქვთ, რომელიც რეალურად შეიძლება შორს იყოს ობიექტურობისგან.

- რა მდგომარეობაა დღეს ქართულ კინოინდუსტრიაში?

- ქართული კინოინდუსტრია სავალალო მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 ფილმი მაინც კეთდება ყოველწლიურად, პროფესიონალიზმის დიდი დეფიციტია, რაც, სამწუხაროდ, შექმნილ პრო­დუქტსაც ხშირად ეტყობა. ასევე, ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა და დახმარებაა საჭირო, რადგან ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, კინო დამოუკიდებლად ვერ იარ­­სებებს.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- ამჟამად ვმუშაობ მომდევნო ფილმზე სახელწოდებით "სიმინდის კუნძული". გადაღებები 2013 წლის აპრილში იწყება, ფილმი კი 2014 წლის მარტში დასრულდება.

- ავსტრალიაში როდისმე ყოფილხართ?

- არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობდი მწვანე კონტინენტის მონახულებაზე. მიხარია, რომ ეს ოცნება გვიან, მაგრამ მაინც ამიხდება.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის", სიდნეიდან თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება