ემი ვაინჰაუზის სახლი აუქციონზე გააქვთ

ემი ვაინჰაუზის სახლი აუქციონზე გააქვთ

სახლი, რომელშიც ცხოვრობდა და გარდაიცვალა მომღერალი ემი ვაინჰაუზი, აუქციონზე გააქვთ. ის გასაყიდად ჯერ კიდევ მაისში გამოიტანეს, თუმცა შესყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს. სწორედ ამიტომ სახლი აუქციონზე გაიყიდება.

როგორც მომღერლის მამამ, მიჩ ვაინჰაუზმა განაცხადა, სახლის საწყისი ფასი 2.8 მლნ დოლარია, თუმცა მის გაყიდვას 4.2 მილ დოლარად აპირებს.

ემის გარდაცვალების შემდეგ, მომღერლის სახლთან ყოველდღიურად მიდიან მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები, ყვავილებს ტოვებენ და სანთლებს ანთებენ. მიჩის განცხადებით, სახლში ახლა არავინ ცხოვრობს და მისი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება.

ემი ვაინჰაუზი 27 წლის ასაკში, 2011 წლის ივლისში გარდაიცვალა. ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლის დიდი დოზა იყო.

ემი ვაინჰაუზის სახლი აუქიცონზე გააქვთ

მომზადებულია splash news-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება