ბრიტანული ნავთობკომპანია BP 2010 წელს პლატფორმა Deepwater Horizon-ზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით აშშ-ის სისხლის სამართლის ისტორიაში უმსხვილესი ჯარიმის გადახდას დასთანხმდა. თანხა 4 მლრდ დოლარს შეადგენს და მას ხუთი წლის განმავლობაში გადაიხდიან.
გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდების კომისიის და აშშ-ის ბირჟის (SEC) სარჩელების მიხედვით, BP სამი წლის განმავლობაში 525 მლნ დოლარს გადაიხდის.
ნავთობის კომპანიის პლატფორმა Deepwater Horizon-ზე აფეთქება 2010 წლის 20 აპრილს მოხდა. მას 11 ადამიანი ემსხვერპლა. გაჩენილი ხანძრის შედეგად პლატფორმა ჩაიძირა, ხოლო ოკეანეში ნავთობი 85 დღის განმავლობაში იღვრებოდა. Deepwater Horizon-ის ავარია აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესია.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.