"კოდას ჯიხურები" პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებით შეივსო

"კოდას ჯიხურები" პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებით შეივსო

"კოდას ჯიხურები" პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებით შეივსო. როგორც მენეჯმენტში გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადეს, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე საფირმო პროდუქტებს ბურღულეული, რძის ნაწარმი, პური, მარინადები, მარილი და სხვა საკვები პროდუქტები დაემატა.

"პროდუქციის შერჩევის პროცესი გრძელდება და ეს ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება", - აცხადებენ "კოდაში".

რაც შეეხება ფასებს, მათივე ინფორმაციით, "კოდას" ჯიხურებში წაროდგენილია როგორც საფირმო, ასევე სხვა პროდუქტები და იგი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მინიმუმ 10-15%-ით იაფია.

კომპანია "კოდა" ამ დროისთვის 38 ჯიხურის მფლობელია, მათგან 6 რუსთავში, 32 კი თბილისში მდებარეობს. სამომავლოდ კომპანია აუქციონზე ახალი ლოტების ათვისებას გეგმავს და რეგიონებში გასვლასაც არ გამორიცხავს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ "რადიო მარკეტში"

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა