გიორგი ბარამიძე - "ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს"

გიორგი ბარამიძე - "ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული.

თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს. მისი თქმით, ერთის მხრივ ხელისუფლება ცდილობს პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გაიყვანოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამისთვის შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, მეორეს მხრივ კი, ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლება პრეზიდენტის ერთ-ერთი დასაყრდენი უწყების, ქალაქის მერის მოადგილეს აკავებს.

გიორგი ბარამიძე შოთა ხიზანიშვილის დაკავებას დედაქალაქის მერსაა და პრემიერ-მინისტრს შორის მთავრობის სხდომაზე მომხდარ შეკამათებას უკავშირებს.

"ბრიუსელში ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის აპირებს ახალი, ცივილიზებული ურთიერთობები იქონიოს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ოპოზიციასთან, რაც მისასალმებელია, თუმცა, "ფიცი გვწამს, ბოლო მაკვირვებს". დღეს დააკავეს ქალაქის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. ეს ნაბიჯები არის პირადად პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული. თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ ეს ადამიანები არ ემალებიან გამოძიებას. ეს არის პირადი ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა", - აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაკავება მათ დაშინებას ისახავს მიზნად. "მათ აინტერესებთ ზეწოლა, მუქარა და დაშინება, რომ არ ამოიღონ ხმა ოპონენტებმა. ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა