სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ერთობიან ტასო და ჯეკო კადრს მიღმა
როგორ ერთობიან ტასო და ჯეკო კადრს მიღმა

ქეთა ორ­ბე­ლა­ძე და გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და-ძმის - ტა­სუ­ნა­სა და ჯე­კოს რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. პა­ტა­რებ­მა მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თია ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­იმ­სა­ხუ­რეს. მათ თან­და­თა­ნო­ბით მსა­ხი­ო­ბუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე თავს კი­დევ უფრო თა­ვი­სუფ­ლად გრძნო­ბენ. ქეთა 6 წლი­საა, გიო კი - 10-ის. ამ­ბო­ბენ, რომ გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი და თა­ვი­ან­თი გმი­რე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ.

- ქეთა, რო­გორც ვიცი, პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე ხარ. სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი მოგ­წონს?

- კი, ძა­ლი­ან მომ­წონს. სხვა­თა შო­რის, უფ­როსკლა­სე­ლე­ბიც მცნო­ბენ. ისი­ნი დას­ვე­ნე­ბა­ზე რა­ღა­ცებს მჩუქ­ნი­ან, მე­ფე­რე­ბი­ან და მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა საყ­ვა­რე­ლი ხარო. სკო­ლა­ში ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლა და და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი რა­საც მა­ვა­ლებს, აუ­ცი­ლებ­ლად ვას­რუ­ლებ. "დედა ენა", ასო­ე­ბის სწავ­ლა მომ­წონს და უკვე კარ­გა­დაც ვკი­თხუ­ლობ. სა­ბავ­შვო ბაღ­ში რომ დავ­დი­ო­დი, წერა მა­ში­ნაც ვი­ცო­დი.

- ალ­ბათ, გა­და­ღე­ბებს ბევ­რი დრო მი­აქვს. მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში ხელი ხომ არ გეშ­ლე­ბა?

- არა, და­ვა­ლე­ბებს მა­ნამ­დე ვამ­ზა­დებ, ვიდ­რე გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვალ.

- კლა­სე­ლე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან, უკვე ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნა რომ ხარ?

- ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გად ვთა­მა­შობ; და კი­დევ: სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენც გვინ­დაო.

გიო:

- ჩემი კლა­სე­ლე­ბიც ამას ამ­ბო­ბენ. სე­რი­ა­ლი და ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ, ხა­ლი­სო­ბენ და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ისი­ნიც ოც­ნე­ბო­ბენ.

- თქვენ რო­გორ გრძნობთ თავს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

ქეთა:

- ახა­ლი სე­რი­ე­ბის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს, ამას უკვე შე­ვეჩ­ვიე. სე­რი­ალს ყო­ველ­თვის ვუ­ყუ­რებ და სხვა­თა შო­რის, ჩემი თა­ვიც მომ­წონს. თა­ვი­დან ტექ­სტის და­მახ­სოვ­რე­ბა მი­ჭირ­და, მაგ­რამ ახლა - აღარ. სე­რი­ალ­ში რომ ვთა­მა­შობ, ჩემს მა­მი­კო­საც მოს­წონს. ის ფეხ­ბურ­თე­ლია. დე­დი­კოს გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­ყა­ვარ, სულ ჩემ­თან ერ­თად არის.

- შენ რო­გო­რი მოს­წავ­ლე ხარ?

გიო:

- 54-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­თე­მა­ტი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა, ის­ტო­რია და ქარ­თუ­ლი ენა მომ­წონს. ადრე ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი, ახლა კი სპორ­ტის­თვის ვე­ღარ ვიც­ლი. უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სუ­ფალ დროს ეზო­ში, სტა­დი­ონ­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ ხოლ­მე.

- ჯე­კოს როლ­ზე რო­გორ და­გამ­ტკი­ცეს?

- "კას­ტინგზე" ბევ­რი ბიჭი მო­ვი­და. ჩვენ რა­ღა­ცე­ბი გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნეს. ორი თვის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - ჯე­კოს როლ­ზე ხართ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლიო. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და! მსა­ხი­ო­ბო­ბა მომ­წონს, აქ მოს­ვლა მი­ხა­რია.

- გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცეს­ში, როცა რა­ი­მე არ გა­მოგ­დით, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა რას გე­უბ­ნე­ბათ?

ქეთა:

- შე­ნიშ­ვნებს არ გვაძ­ლევს, არ გვიყ­ვი­რის. ის ყო­ველ­თვის გვე­ფე­რე­ბა, თბი­ლად გვექ­ცე­ვა.

გიო:

- თუ რო­მე­ლი­მე კად­რის გა­და­ღე­ბა დიდ­ხანს არ გა­მოგ­ვდის ან რა­ი­მეს გა­ვა­ფუ­ჭებთ, შე­იძ­ლე­ბა, სულ პა­ტა­რა შე­ნიშ­ვნა მი­ვი­ღოთ.

- რო­გორც ვიცი, შენ ვი­ზა­ჟის­ტო­ბა გხიბ­ლავს.

ქეთა:

- მა­გა­რია, გო­გო­ნე­ბი მსა­ხი­ო­ბებს მა­კი­აჟს რომ უკე­თე­ბენ. სხვა­თა შო­რის, რა­ღა­ცე­ბი მეც და­ვი­მახ­სოვ­რე და ზოგ­ჯერ, მსა­ხი­ო­ბე­ბი უფ­ლე­ბას მაძ­ლე­ვენ, რომ მათ რა­ღა­ცე­ბი წა­ვუს­ვა. მე მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ იმი­ტომ, რომ ჯერ პა­ტა­რა ვარ.

- გაპ­რან­ჭვა გიყ­ვარს?

- გაპ­რან­ჭვაც მიყ­ვარს და ლა­მა­ზი კა­ბე­ბის ჩაც­მაც. მომ­წონს ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და მძი­ვე­ბი...

- სე­რი­ალ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, ვინ მოგ­წონს?

- ლი­კუ­ნა - კა­ტოს და­ი­კო და ნინა მომ­წონს. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი, ტა­სოც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ის ჩემ­ნა­ი­რია.

გიო:

- მე ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი მომ­წონს, ჩვე­ნი "მა­მი­კო".

- ქეთა, ერთ-ერთ სე­რი­ა­ში ძა­ლი­ან მაგ­რად იცეკ­ვე. ვინ გას­წავ­ლა ასე კარ­გად ცეკ­ვა?

- ცეკ­ვის წრე­ზე არ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ ჩემი დე­ი­და - ნუკა ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლია და ის მას­წავ­ლის ხოლ­მე რა­ღა­ცებს.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი თუ გყავთ?

- მე - არა, დე­დი­სერ­თა ვარ.

გიო:

- მე დაც მყავს და ძმაც. ჩვენ ყვე­ლა­ნი ერთ სკო­ლა­ში დავ­დი­ვართ.

- ბავ­შვე­ბო, სე­რი­ა­ლის გარ­და, რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვთ? თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ერ­თო­ბით?

ქეთა:

- სიმ­ღე­რა­ზე დავ­დი­ო­დი და "ეკი-ვო­კი­შიც" გა­მოვ­დი­ო­დი. იქაც კარ­გი იყო, მაგ­რამ სე­რი­ა­ლი უფრო მა­გა­რია. ზა­ფხულ­ში ურეკ­ში, თურ­ქეთ­ში, ზეს­ტა­ფონ­ში, წყნეთ­ში ვი­ყა­ვი და კარ­გა­დაც გა­ვერ­თე.

გიო:

- მე ზა­ფხულ­ში აჭა­რა­ში - ბა­თუმ­ში, ურეკ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში მივ­დი­ვარ ხოლ­მე. ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და იქ კარ­გად ვერ­თო­ბი.

ქეთა:

- როცა სკო­ლა­ში ვართ და ეზო­ში გავ­დი­ვართ, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი სულ დავ­რბი­ვართ და "და­ჭე­რო­ბა­ნას", "სახ­ლო­ბა­ნას", "დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ნას" ვთა­მა­შობთ ხოლ­მე.

- შო­კო­ლა­დი და კან­ფე­ტი გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­მა­გი­ე­როდ, ტორ­ტი არ მომ­წონს.

გიო:

- მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მწვა­დი და ხინ­კა­ლი მიყ­ვარს.

ქეთა:

- მეც მწვა­დი მიყ­ვარს და ქა­ბა­ბი. კი­დევ, წვნი­ა­ნე­ბი, რო­მელ­საც დედა მიმ­ზა­დებს.

- კომ­პი­უ­ტერ­ში რას თა­მა­შობთ ხოლ­მე?

გიო:

- სრო­ლებ­ზე, მან­ქა­ნებ­ზე, შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე რომ არის, ეგე­თი თა­მა­შე­ბი მომ­წონს.

ქეთა:

- მე სა­ბავ­შვო თა­მა­შე­ბის სა­ი­ტებ­ზე შევ­დი­ვარ, სა­დაც გო­გო­ნე­ბის­თვის კარ­გი გა­სარ­თო­ბი რა­ღა­ცე­ბის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა...

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ ერთობიან ტასო და ჯეკო კადრს მიღმა

როგორ ერთობიან ტასო და ჯეკო კადრს მიღმა

ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" და-ძმის - ტასუნასა და ჯეკოს როლებს ასრულებენ. პატარებმა მაყურებლის სიმპათია ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიმსახურეს. მათ თანდათანობით მსახიობური უნარ-ჩვევები გამოუმუშავდათ და გადასაღებ მოედანზე თავს კიდევ უფრო თავისუფლად გრძნობენ. ქეთა 6 წლისაა, გიო კი - 10-ის. ამბობენ, რომ გადაღებების პროცესი და თავიანთი გმირები ძალიან მოსწონთ.

- ქეთა, როგორც ვიცი, პირველი კლასის მოსწავლე ხარ. სკოლაში სიარული მოგწონს?

- კი, ძალიან მომწონს. სხვათა შორის, უფროსკლასელებიც მცნობენ. ისინი დასვენებაზე რაღაცებს მჩუქნიან, მეფერებიან და მეუბნებიან, - რა საყვარელი ხარო. სკოლაში ყველაფერი მომწონს, განსაკუთრებით - ინგლისური ენის სწავლა და დავალებების შესრულება. მასწავლებელი რასაც მავალებს, აუცილებლად ვასრულებ. "დედა ენა", ასოების სწავლა მომწონს და უკვე კარგადაც ვკითხულობ. საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, წერა მაშინაც ვიცოდი.

- ალბათ, გადაღებებს ბევრი დრო მიაქვს. მეცადინეობაში ხელი ხომ არ გეშლება?

- არა, დავალებებს მანამდე ვამზადებ, ვიდრე გადაღებაზე წავალ.

- კლასელები რას გეუბნებიან, უკვე ასეთი პოპულარული გოგონა რომ ხარ?

- ამბობენ, რომ კარგად ვთამაშობ; და კიდევ: სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მონაწილეობა ჩვენც გვინდაო.

გიო:

- ჩემი კლასელებიც ამას ამბობენ. სერიალი და ჩვენი პერსონაჟები ძალიან მოსწონთ, ხალისობენ და მსახიობობაზე ისინიც ოცნებობენ.

- თქვენ როგორ გრძნობთ თავს გადასაღებ მოედანზე?

ქეთა:

- ახალი სერიების გადაღების პროცესი ძალიან მომწონს, ამას უკვე შევეჩვიე. სერიალს ყოველთვის ვუყურებ და სხვათა შორის, ჩემი თავიც მომწონს. თავიდან ტექსტის დამახსოვრება მიჭირდა, მაგრამ ახლა - აღარ. სერიალში რომ ვთამაშობ, ჩემს მამიკოსაც მოსწონს. ის ფეხბურთელია. დედიკოს გადაღებებზე დავყავარ, სულ ჩემთან ერთად არის.

- შენ როგორი მოსწავლე ხარ?

გიო:

- 54-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ყველაზე მეტად მათემატიკა, ხელოვნება, ისტორია და ქართული ენა მომწონს. ადრე ფეხბურთზე დავდიოდი, ახლა კი სპორტისთვის ვეღარ ვიცლი. უბრალოდ, თავისუფალ დროს ეზოში, სტადიონზე, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ხოლმე.

- ჯეკოს როლზე როგორ დაგამტკიცეს?

- "კასტინგზე" ბევრი ბიჭი მოვიდა. ჩვენ რაღაცები გაგვაკეთებინეს. ორი თვის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, - ჯეკოს როლზე ხართ დამტკიცებულიო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მსახიობობა მომწონს, აქ მოსვლა მიხარია.

- გადაღებების პროცესში, როცა რაიმე არ გამოგდით, გიორგი ლიფონავა რას გეუბნებათ?

ქეთა:

- შენიშვნებს არ გვაძლევს, არ გვიყვირის. ის ყოველთვის გვეფერება, თბილად გვექცევა.

გიო:

- თუ რომელიმე კადრის გადაღება დიდხანს არ გამოგვდის ან რაიმეს გავაფუჭებთ, შეიძლება, სულ პატარა შენიშვნა მივიღოთ.

- როგორც ვიცი, შენ ვიზაჟისტობა გხიბლავს.

ქეთა:

- მაგარია, გოგონები მსახიობებს მაკიაჟს რომ უკეთებენ. სხვათა შორის, რაღაცები მეც დავიმახსოვრე და ზოგჯერ, მსახიობები უფლებას მაძლევენ, რომ მათ რაღაცები წავუსვა. მე მაკიაჟს არ ვიკეთებ იმიტომ, რომ ჯერ პატარა ვარ.

- გაპრანჭვა გიყვარს?

- გაპრანჭვაც მიყვარს და ლამაზი კაბების ჩაცმაც. მომწონს ქუსლიანი ფეხსაცმელი და მძივები...

- სერიალში ყველაზე მეტად, ვინ მოგწონს?

- ლიკუნა - კატოს დაიკო და ნინა მომწონს. ჩემი პერსონაჟი, ტასოც ძალიან მიყვარს. ის ჩემნაირია.

გიო:

- მე ლევან ყოჩიაშვილი მომწონს, ჩვენი "მამიკო".

- ქეთა, ერთ-ერთ სერიაში ძალიან მაგრად იცეკვე. ვინ გასწავლა ასე კარგად ცეკვა?

- ცეკვის წრეზე არ დავდივარ, მაგრამ ჩემი დეიდა - ნუკა ცეკვის მასწავლებელია და ის მასწავლის ხოლმე რაღაცებს.

- დედმამიშვილები თუ გყავთ?

- მე - არა, დედისერთა ვარ.

გიო:

- მე დაც მყავს და ძმაც. ჩვენ ყველანი ერთ სკოლაში დავდივართ.

- ბავშვებო, სერიალის გარდა, რა გატაცებები გაქვთ? თავისუფალ დროს როგორ ერთობით?

ქეთა:

- სიმღერაზე დავდიოდი და "ეკი-ვოკიშიც" გამოვდიოდი. იქაც კარგი იყო, მაგრამ სერიალი უფრო მაგარია. ზაფხულში ურეკში, თურქეთში, ზესტაფონში, წყნეთში ვიყავი და კარგადაც გავერთე.

გიო:

- მე ზაფხულში აჭარაში - ბათუმში, ურეკში, ქობულეთში მივდივარ ხოლმე. ზღვა ძალიან მიყვარს და იქ კარგად ვერთობი.

ქეთა:

- როცა სკოლაში ვართ და ეზოში გავდივართ, მე და ჩემი მეგობრები სულ დავრბივართ და "დაჭერობანას", "სახლობანას", "დედაშვილობანას" ვთამაშობთ ხოლმე.

- შოკოლადი და კანფეტი გიყვარს?

- ძალიან მიყვარს. სამაგიეროდ, ტორტი არ მომწონს.

გიო:

- მე ყველაზე მეტად მწვადი და ხინკალი მიყვარს.

ქეთა:

- მეც მწვადი მიყვარს და ქაბაბი. კიდევ, წვნიანები, რომელსაც დედა მიმზადებს.

- კომპიუტერში რას თამაშობთ ხოლმე?

გიო:

- სროლებზე, მანქანებზე, შეჯიბრებებზე რომ არის, ეგეთი თამაშები მომწონს.

ქეთა:

- მე საბავშვო თამაშების საიტებზე შევდივარ, სადაც გოგონებისთვის კარგი გასართობი რაღაცების ნახვა შეიძლება...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება