სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ია ორჯონიკიძე საავტორო უფლებების დარღვევის გამო ნინო სურგულაძეს უჩივის
ია ორჯონიკიძე საავტორო უფლებების დარღვევის გამო ნინო სურგულაძეს უჩივის

ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი, არა­ერ­თი კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის "ჯორ­ჯი­ან დრიმ სტუ­დი­ოს" წევ­რი ია ორ­ჯო­ნი­კი­ძე აპი­რებს ოპე­რის მომ­ღე­რალ ნინო სურ­გუ­ლა­ძე­სა და კომ­პო­ზი­ტორ გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლოს. საქ­მე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას ეხე­ბა: ნინო სურ­გუ­ლა­ძემ ჯგუფ "ში­ნის" ყო­ფილ წევრ და­ვით შა­ნი­ძეს­თან ერ­თად 2011 წლის 22 აგ­ვის­ტოს ანაკ­ლი­ის გახ­სნა­ზე ია ორ­ჯო­ნი­კი­ძის სიმ­ღე­რა ახ­ლე­ბუ­რად შე­ას­რუ­ლა.

- რო­გორც იცით, მე 2007 და 2008 წლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" ში­და­შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში. კონ­კურ­სის წე­სე­ბის თა­ნახ­მად, 2007 წელს ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დი­ის ბავ­შვს ჰქონ­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ 2008 წლი­დან "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" ამის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძის სტუ­დი­ას მის­ცა. მას შემ­დეგ სწო­რედ გი­გას აქვს მო­ნო­პო­ლია და სხვა სტუ­დი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა კონ­კურ­სზე ვერ მოხ­ვდე­ბა, ცუდი შე­დე­გე­ბიც არ აქვს, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ "ბზი­კე­ბი­სა" და "ქენ­დის" წარ­მა­ტე­ბას ამ კონ­კურ­სზე, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს მხო­ლოდ გი­გას დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია და ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა. სიმ­ღე­რას, რომ­ლის ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აც 2011 წლის 22 აგ­ვის­ტოს ანაკ­ლი­ის გახ­სნა­ზე შე­ას­რუ­ლეს ნინო სურ­გუ­ლა­ძემ და და­ვით შა­ნი­ძემ, ჰქვია "ჰა­რა­ლე" და ის სწო­რედ "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" შე­იქ­მნა გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს­თან ერ­თად. კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სიმ­ღე­რას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სის დახ­მა­რე­ბით ქმნი­ან ბავ­შვე­ბი და ასე შე­იქ­მნა "ჰა­რა­ლეც". მას­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი აქვს შემ­სრუ­ლე­ბელ ბავ­შვს და "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს". ეს ჩემი სიმ­ღე­რაა და ნინო სურ­გუ­ლა­ძემ და გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ, და­ვით შა­ნი­ძეს­თან ერ­თად, და­არ­ღვი­ეს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი.

- აქამ­დე რა­ტომ არ უჩივ­ლეთ ნინო სურ­გუ­ლა­ძეს?

- რო­დე­საც მან პირ­ვე­ლად შე­ას­რუ­ლა ეს სიმ­ღე­რა, მა­შინ­ვე მივ­მარ­თე რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს და კომ­პე­ტენ­ტურ პირს. თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს რა­ტომ­ღაც ყვე­ლა გა­ჩუმ­და. მივ­ხვდი, რომ მა­შინ აზ­რიც არ ჰქონ­და ჩემს ჩი­ვილს, დღეს კი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ნინო სურ­გუ­ლა­ძეს უდი­დეს პა­ტივს ვცემ, მას შე­ეძ­ლო ერთხელ მა­ინც და­ე­რე­კა და აეღო ჩემ­გან ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბის ნე­ბარ­თვა, მაგ­რამ ნინო სურ­გუ­ლა­ძემ და გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ და­არ­ღვი­ეს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, უფრო მე­ტიც - სიმ­ღე­რას ჩემი და ბუკა პა­ჭ­კო­რი­ას ბექ-ვო­კა­ლი ედო, სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბის­თვის გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" ერთხელ უკვე გა­და­უ­ხა­და თან­ხა, ეს იყო პი­რა­დად ჩემ­თვის შექ­მნი­ლი კომ­პო­ზი­ცია და ტექ­სტი, თუმ­ცა შეც­ვა­ლეს. უკვე ვე­სა­უბ­რე ად­ვო­კა­ტებს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­ვი­ტან სარ­ჩელს სა­სა­მარ­თლო­ში. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" მუ­სი­კოს გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, სწო­რედ მან მის­ცა ნინო სურ­გუ­ლა­ძეს და და­ვით შა­ნი­ძეს სიმ­ღე­რის ახ­ლე­ბუ­რი ვა­რი­ან­ტის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა:

- არც მსმე­ნია, რომ ამის გამო ია ორ­ჯო­ნი­კი­ძე აპი­რებს სა­სა­მარ­თლო­ში გვი­ჩივ­ლოს. სიმ­ღე­რა "ჰა­რა­ლე" ხალ­ხურ მო­ტი­ვებ­ზე შევ­ქმე­ნით და ვინც მინ­და, ის იმ­ღე­რებს. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ია ორჯონიკიძე საავტორო უფლებების დარღვევის გამო ნინო სურგულაძეს უჩივის

ია ორჯონიკიძე საავტორო უფლებების დარღვევის გამო ნინო სურგულაძეს უჩივის

ახალგაზრდა მუსიკოსი, არაერთი კონკურსის ლაურეატი და ბერა ივანიშვილის "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" წევრი ია ორჯონიკიძე აპირებს ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძესა და კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს სასამართლოში უჩივლოს. საქმე საავტორო უფლებების დარღვევას ეხება: ნინო სურგულაძემ ჯგუფ "შინის" ყოფილ წევრ დავით შანიძესთან ერთად 2011 წლის 22 აგვისტოს ანაკლიის გახსნაზე ია ორჯონიკიძის სიმღერა ახლებურად შეასრულა.

- როგორც იცით, მე 2007 და 2008 წლებში ვმონაწილეობდი საბავშვო "ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსში. კონკურსის წესების თანახმად, 2007 წელს ნებისმიერი სტუდიის ბავშვს ჰქონდა მასში მონაწილეობის უფლება, მაგრამ 2008 წლიდან "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ამის უფლება მხოლოდ გიგა კუხიანიძის სტუდიას მისცა. მას შემდეგ სწორედ გიგას აქვს მონოპოლია და სხვა სტუდიაში ჩაწერილი სიმღერა კონკურსზე ვერ მოხვდება, ცუდი შედეგებიც არ აქვს, თუ გავიხსენებთ "ბზიკებისა" და "ქენდის" წარმატებას ამ კონკურსზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ გიგას დამსახურება არ არის. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ყველას უნდა ჰქონდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება. სიმღერას, რომლის ახლებური ინტერპრეტაციაც 2011 წლის 22 აგვისტოს ანაკლიის გახსნაზე შეასრულეს ნინო სურგულაძემ და დავით შანიძემ, ჰქვია "ჰარალე" და ის სწორედ "ევროვიზიისთვის" შეიქმნა გიგა კუხიანიძესთან ერთად. კონკურსის პირობების მიხედვით, სიმღერას პროფესიონალი მუსიკოსის დახმარებით ქმნიან ბავშვები და ასე შეიქმნა "ჰარალეც". მასზე საავტორო უფლებები აქვს შემსრულებელ ბავშვს და "საზოგადოებრივ მაუწყებელს". ეს ჩემი სიმღერაა და ნინო სურგულაძემ და გიგა კუხიანიძემ, დავით შანიძესთან ერთად, დაარღვიეს საავტორო უფლებები.

- აქამდე რატომ არ უჩივლეთ ნინო სურგულაძეს?

- როდესაც მან პირველად შეასრულა ეს სიმღერა, მაშინვე მივმართე რამდენიმე ჟურნალისტს და კომპეტენტურ პირს. თავდაპირველად ყველა ინტერესდებოდა, მაგრამ ბოლოს რატომღაც ყველა გაჩუმდა. მივხვდი, რომ მაშინ აზრიც არ ჰქონდა ჩემს ჩივილს, დღეს კი ეს შესაძლებელია. ნინო სურგულაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მას შეეძლო ერთხელ მაინც დაერეკა და აეღო ჩემგან ამ სიმღერის შესრულების ნებართვა, მაგრამ ნინო სურგულაძემ და გიგა კუხიანიძემ დაარღვიეს საავტორო უფლებები, უფრო მეტიც - სიმღერას ჩემი და ბუკა პაჭკორიას ბექ-ვოკალი ედო, სიმღერის არანჟირებისთვის გიგა კუხიანიძეს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ერთხელ უკვე გადაუხადა თანხა, ეს იყო პირადად ჩემთვის შექმნილი კომპოზიცია და ტექსტი, თუმცა შეცვალეს. უკვე ვესაუბრე ადვოკატებს და უახლოეს დღეებში შევიტან სარჩელს სასამართლოში. საავტორო უფლებების დარღვევის უფლება არავის აქვს.

"ყველა სიახლე" მუსიკოს გიგა კუხიანიძეს დაუკავშირდა, სწორედ მან მისცა ნინო სურგულაძეს და დავით შანიძეს სიმღერის ახლებური ვარიანტის შესრულების უფლება:

- არც მსმენია, რომ ამის გამო ია ორჯონიკიძე აპირებს სასამართლოში გვიჩივლოს. სიმღერა "ჰარალე" ხალხურ მოტივებზე შევქმენით და ვინც მინდა, ის იმღერებს. სხვას ვერაფერს გეტყვით.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება