სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არმაზს ეუბნებოდნენ, თუ "პალიტრის" ჩაძირვაში დაგვეხმარები, იხეირებო"
"არმაზს ეუბნებოდნენ, თუ "პალიტრის" ჩაძირვაში დაგვეხმარები, იხეირებო"

ორი კვი­რის წინ გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" 44-ე ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და ინ­ტერ­ვიუ 2010 წლის 24 ნო­ემ­ბერს ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბულ ჟურ­ნა­ლისტ არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნის მა­მას­თან, ზევ­სი ხარ­ძი­ან­თან და ად­ვო­კატ ირაკ­ლი გაბ­რი­ჭი­ძეს­თან, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ იმე­დი ჩა­უ­სა­ხა, რომ ახალ პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლი კო­მი­სია არ­მაზ ხარ­ძი­ანს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რებს და ამ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა. ახ­ლა­ხან კი არ­მა­ზი სა­პყრო­ბი­ლე­ში მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ალა­პა­რაკ­და - რო­გორ ცდი­ლობ­დნენ, მის გა­მო­ყე­ნე­ბას "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" და ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის წი­ნა­აღ­მდეგ. გვე­სა­უბ­რე­ბა ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი გაბ­რი­ჭი­ძე:

- ჟურ­ნა­ლისტ არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე ხე­ლახ­ლაა გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია. თუ რა­ტომ, ამას ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ: 2010 წლის 24 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც არ­მა­ზის მა­მამ, ბა­ტონ­მა ზევ­სი ხარ­ძი­ან­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, არ­მა­ზი და­ა­კა­ვე­სო, გა­ვოგნ­დი. მე­ო­რე დღეს თბი­ლის­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინ­გი იგეგ­მე­ბო­და და არ­მაზს, რო­გორც "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" წევ­რს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღო ამ აქ­ცი­ა­ში. ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, მის და­პა­ტიმ­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი უდევს და ია­რაღს ან ნარ­კო­ტიკს ჩა­უ­დებ­დნენ-მეთ­ქი. თუმ­ცა, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი შე­ვი­და ლომ­ბარ­დში და მო­ი­თხო­ვა ფული. თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა და­ა­პი­რა, გა­და­ე­ცა თან­ხა, თუმ­ცა შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა ოთა­ხი­დან გა­მოს­ვლა, გა­რე­დან კა­რის ჩე­კეტ­ვა და ხარ­ძი­ა­ნის გა­მომ­წყვდე­ვა, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა. აი, ასე "ოპე­რა­ტი­უ­ლად" და­ა­კა­ვეს ხარ­ძი­ა­ნი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე. არ­მაზს სამ ეპი­ზოდ­ში წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, იგი­ვე ლომ­ბარ­დი არ­მაზს ად­რეც და­უ­ყა­ჩა­ღე­ბია, რაც წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია. აგ­რეთ­ვე, თით­ქოს სა­ბურ­თა­ლოს ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე და­უ­ყა­ჩა­ღე­ბია მწვა­ნი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის­თვი­საც 50 ლარი წა­ურ­თმე­ვია. ამ ქალ­ბა­ტონ­მა "და­უბ­რკო­ლებ­ლად" ამო­იც­ნო არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამოც­ნო­ბი­სას, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯოს დრო­ე­ბით მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­ი­მარ­თა, სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მოხ­და, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შემ­თხვე­ვით არ­მა­ზის უფ­როს ძმას­თან მი­ვი­და და ამოც­ნო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. როცა არ­მა­ზის ძმამ გა­ნუ­ცხა­და, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მე რომ და­მა­დოს ხელი, მერე რო­გორ მო­ვიქ­ცეო, უპა­სუ­ხა, ნუ გე­ში­ნია, მან იცის, ხელი ვი­საც უნდა და­ა­დო­სო...

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა შემ­სუ­ბუქ­და, არ­მა­ზი მო­მიყ­ვა, თუ რა ზე­მოქ­მე­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მას­ზე, რო­გორ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა და ა. შ. არ­მა­ზი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს, პო­ლი­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დელ უფ­როს გო­დერ­ძი ნატ­როშ­ვილს ვუ­თხა­რი, შე­გეძ­ლოთ ნარ­კო­ტი­კე­ბი ან ია­რა­ღი ჩა­გე­დოთ და ისე და­გე­ჭი­რე­თო, პო­ლი­ცი­ის უფ­როსს უპა­სუ­ხია, ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, ია­რა­ღი­სა და წამ­ლის ჩა­დე­ბა ბა­ნა­ლუ­რი ამ­ბა­ვია, ბევ­რი არ ირ­წმუ­ნებ­და. ამი­ტომ, რად­გან სვა­ნი ხარ, ყა­ჩა­ღო­ბას უფრო იო­ლად და­ი­ჯე­რე­ბე­ნო.

- ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის...

- ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა არც ისე რთუ­ლი საქ­მეა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­ნი არი­ან. ჩემი აზ­რით, არ­მა­ზი და­ი­ბა­რეს დათ­ქმულ ად­გი­ლას და მო­უ­წყვეს ეს სპექ­ტაკ­ლი. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, დღი­სით, მზი­სით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სა­ყა­ჩა­ღოდ წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ლომ­ბარ­დის თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა ოთახ­ში რომ გა­მო­ამ­წყვდია, თუმ­ცა ამის ინ­სცე­ნი­რე­ბა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. არ­მა­ზი მომ­ხდარ­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით ლა­პა­რაკს ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ აპი­რებს. ამ­ჟა­მად მხო­ლოდ იმას ამ­ბობს, რომ ყა­ჩა­ღო­ბა­ში მისი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბაა. მე არ­მა­ზის და­პა­ტიმ­რე­ბას მის ჟურ­ნა­ლის­ტურ და პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვუ­კავ­ში­რებ. პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულ­ზე მი­უ­თი­თებს გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი არ­მა­ზის მა­მი­სად­მი მუ­ქა­რა - შენ­მა შვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბის წერა შე­წყვი­ტო­სო. გარ­და ამი­სა, არ­მაზ ხარ­ძი­ა­ნი გახ­ლდათ "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" წევ­რი და ქვე­მო ქარ­თლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად ეწე­ო­და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას მე­დი­ა­სახლ "პა­ლიტ­რის" გა­მო­ცე­მებ­ში - წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი კრი­ტი­კულ სტა­ტი­ებს. ის საკ­მა­ოდ მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და და სა­ყა­ჩა­ღო არა­ფე­რი სჭირ­და...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"არმაზს ეუბნებოდნენ, თუ "პალიტრის" ჩაძირვაში დაგვეხმარები, იხეირებო"

"არმაზს ეუბნებოდნენ, თუ "პალიტრის" ჩაძირვაში დაგვეხმარები, იხეირებო"

ორი კვირის წინ გაზეთ "ყველა სიახლის" 44-ე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ 2010 წლის 24 ნოემბერს ყაჩაღობის ბრალდებით დაპატიმრებულ ჟურნალისტ არმაზ ხარძიანის მამასთან, ზევსი ხარძიანთან და ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძესთან, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლამ იმედი ჩაუსახა, რომ ახალ პარლამენტში შექმნილი კომისია არმაზ ხარძიანს პოლიტპატიმრად აღიარებს და ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყება. ახლახან კი არმაზი საპყრობილეში მასზე ზემოქმედების გარემოებებზე ალაპარაკდა - როგორ ცდილობდნენ, მის გამოყენებას "პალიტრამედიის" და ზოგიერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. გვესაუბრება ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე:

- ჟურნალისტ არმაზ ხარძიანის საქმე ხელახლაა გამოსაძიებელი, რადგან მიმაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარია. თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ: 2010 წლის 24 ნოემბერს, როდესაც არმაზის მამამ, ბატონმა ზევსი ხარძიანმა დამირეკა და მითხრა, არმაზი დააკავესო, გავოგნდი. მეორე დღეს თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი იგეგმებოდა და არმაზს, როგორც "კონსერვატიული პარტიის" წევრს, მონაწილეობა უნდა მიეღო ამ აქციაში. ამიტომ ვიფიქრე, მის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული უდევს და იარაღს ან ნარკოტიკს ჩაუდებდნენ-მეთქი. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ლომბარდის დაყაჩაღებაში დასდეს ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, არმაზ ხარძიანი შევიდა ლომბარდში და მოითხოვა ფული. თანამშრომელმა ქალმა დააპირა, გადაეცა თანხა, თუმცა შემდეგ მოახერხა ოთახიდან გამოსვლა, გარედან კარის ჩეკეტვა და ხარძიანის გამომწყვდევა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი პატრულის გამოძახება. აი, ასე "ოპერატიულად" დააკავეს ხარძიანი ყაჩაღობის ფაქტზე. არმაზს სამ ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. გამოძიების ვერსიით, იგივე ლომბარდი არმაზს ადრეც დაუყაჩაღებია, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. აგრეთვე, თითქოს საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაუყაჩაღებია მწვანილის გამყიდველი ქალბატონი, რომლისთვისაც 50 ლარი წაურთმევია. ამ ქალბატონმა "დაუბრკოლებლად" ამოიცნო არმაზ ხარძიანი. აღსანიშნავია, რომ ამოცნობისას, რომელიც საგარეჯოს დროებით მოთავსების იზოლატორში გაიმართა, საინტერესო ფაქტი მოხდა, გამომძიებელი შემთხვევით არმაზის უფროს ძმასთან მივიდა და ამოცნობის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. როცა არმაზის ძმამ განუცხადა, დაზარალებულმა მე რომ დამადოს ხელი, მერე როგორ მოვიქცეო, უპასუხა, ნუ გეშინია, მან იცის, ხელი ვისაც უნდა დაადოსო...

არჩევნების შემდეგ, როდესაც საპყრობილეებში პატიმრების მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდა, არმაზი მომიყვა, თუ რა ზემოქმედება ხორციელდებოდა მასზე, როგორ მოხდა მისი დაკავება და ა. შ. არმაზი ამბობს, რომ როდესაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, პოლიციის იმჟამინდელ უფროს გოდერძი ნატროშვილს ვუთხარი, შეგეძლოთ ნარკოტიკები ან იარაღი ჩაგედოთ და ისე დაგეჭირეთო, პოლიციის უფროსს უპასუხია, ჟურნალისტი ხარ, იარაღისა და წამლის ჩადება ბანალური ამბავია, ბევრი არ ირწმუნებდა. ამიტომ, რადგან სვანი ხარ, ყაჩაღობას უფრო იოლად დაიჯერებენო.

- ყაჩაღობის ინსცენირება ადვილი არ არის...

- ყაჩაღობის ინსცენირება არც ისე რთული საქმეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სფეროში დახელოვნებულნი არიან. ჩემი აზრით, არმაზი დაიბარეს დათქმულ ადგილას და მოუწყვეს ეს სპექტაკლი. ძნელი დასაჯერებელია, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში საყაჩაღოდ წასული ადამიანი ლომბარდის თანამშრომელმა ქალმა ოთახში რომ გამოამწყვდია, თუმცა ამის ინსცენირება ადვილად შეიძლება. არმაზი მომხდარზე დაწვრილებით ლაპარაკს ციხიდან გამოსვლის შემდეგ აპირებს. ამჟამად მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყაჩაღობაში მისი დადანაშაულება ცილისწამებაა. მე არმაზის დაპატიმრებას მის ჟურნალისტურ და პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ. პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითებს გარდაბანში მცხოვრები არმაზის მამისადმი მუქარა - შენმა შვილმა ხელისუფლებისადმი კრიტიკული წერილების წერა შეწყვიტოსო. გარდა ამისა, არმაზ ხარძიანი გახლდათ "კონსერვატიული პარტიის" წევრი და ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას მედიასახლ "პალიტრის" გამოცემებში - წერდა სააკაშვილის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სტატიებს. ის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა და საყაჩაღო არაფერი სჭირდა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები