შსს-ს პრესსამსახურს ნინო გიორგობიანი უხელმძღვანელებს

შსს-ს პრესსამსახურს ნინო გიორგობიანი უხელმძღვანელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი უხელმძღვანელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგობიანმა განუცხადა , ახალ სამსახურში მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

მანამდე ნინო გიორგობიანი "აირზენას" პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მან სალომე მახარაძე შეცვალა, რომელმაც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა სამინისტროში ბაჩო ახალაიას მისვლის შემდეგ დაიკავა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები