გიორგი კალანდაძემ იზოლატორი დატოვა

გიორგი კალანდაძემ იზოლატორი დატოვა

გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, შტაბის უფროსმა საპყრობილე გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას დატოვა.

გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს თანხის გადახდა გუშინ შეეფარდა.

მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს.

კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე