თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი - რკინის ნებისყოფიანი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი - რკინის ნებისყოფიანი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი

გან­ვაგ­რძობთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას - ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კოს­მოგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით ვი­სა­უბ­რებთ მათ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე, მო­სა­ლოდ­ნელ წარ­მა­ტე­ბა­სა თუ პრობ­ლე­მებ­ზე. დღეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ას­ტრო­ლო­გი­ურ პორ­ტრეტს.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­ბა­დე­ბუ­ლია 1975 წლის 21 იან­ვარს თბი­ლის­ში. და­ამ­თავ­რა ლი­ო­ნის (საფ­რან­გე­თი) ამ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უ­მი, თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­თა დიპ­ლო­მა­ტი­ის აკა­დე­მი­ა, სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლა საფ­რან­გეთ­ში.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს პირ­ველ გრა­დუს­ში­ა, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე პი­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა - ძნე­ლად აი­ტანს თავის საქ­მე­ში სხვის ჩა­რე­ვას და მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მას. იქ­ნე­ბა რე­ფორ­მე­ბის მომ­ხრე და ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბა­ში. წუ­ლუ­კი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მზე-­პლუ­ტო­ნის სა­­სი­კე­თო კავ­ში­რი ძლი­ერ ნე­ბის­ყო­ფა­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თვი­სა და მათ­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის უნარ­ზე მი­უ­თი­თებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მზე-­პლუ­ტო­ნის ნე­ბის­მი­ე­რი ას­პექ­ტი (კავ­ში­რი) ადა­მი­ა­ნის რკი­ნი­სე­ბურ ნე­ბის­ყო­ფა­ზე მი­უ­თი­თებს. მა­გა­ლითის­თვის შე­იძ­ლე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი, "რკი­ნის ლე­დი" მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი, რო­მელ­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში მზი­სა და პლუ­ტო­ნის კვად­რა­ტი ჰქონ­და.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში მთვა­რე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში­ა. ასე­თი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ემო­ცი­უ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი­ა, რაც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

იუ­ს­ტი­ცი­ის ახა­ლი მი­ნის­ტრის კოს­მოგ­რა­მა­ში და­დე­ბი­თად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი პლა­ნე­ტა მარ­სიც, რო­მე­ლიც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ძა­ლი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა­სა და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში მარ­სი მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში­ა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დაც­ვა, ის ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რებს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა და დაც­ვის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დაც­ვის გზა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი არ შე­ექ­მნე­ბა, პი­რი­ქით - ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ადა­მი­ა­ნებს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდას გა­ნუმ­ტკი­ცებს.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯვე­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტერს თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში საკ­მა­ოდ სა­სი­კე­თო მდე­ბა­რე­ო­ბა უკა­ვი­ა. ასე­თი ას­პექ­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იო­ლად ავ­ლენს თა­ვის ღირ­სე­ბებს, ამას­თა­ნა­ვე, ეს ას­პექ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვი­სა და მათ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის უნარ­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის­თვის.

სა­ყუ­რადღ­ე­ბოა "პრობ­ლე­­მე­ბი­სა და წი­ნა­ღო­ბე­ბის" მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტის - სა­ტურ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბა. სა­ტურ­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში კი­რ­ჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში­ა, რაც და­დე­ბით გან­ლა­გე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და ფა­ქი­ზი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ყვე­ლა იმ სა­კითხ­ის მი­მართ, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სახ­ლთან, ოჯ­ახ­თან, წარ­მო­შო­ბას­თან, მშობ­ლებ­თან.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კოს­მოგ­რა­მა­ში ე.წ. მთვა­რის ჩრდი­ლო­ე­თი კვან­ძი - მშვილ­დოს­ნის, სამ­ხრე­თი კვან­ძი კი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში­ა. ეს მი­ა­ნიშ­ნებს, რომ იუს­ტი­ცი­ის ახალი მი­ნის­ტრის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა უცხ­ო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე - კავ­ში­რე­ბი უცხ­ო­ელ კო­ლე­გებ­თან, რად­გან თა­ვი­სი მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად ხში­რად მო­უ­წევს უცხ­ო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ქალ­ბა­ტონ თე­ას ყუ­რადღ­ე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, 2013 წლის მარ­ტის ბო­ლო­სა და აპ­რილ­ში, აგ­რეთ­ვე, 20-29 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში, რად­გან ამ პე­რი­ო­დებ­ში მო­ი­მა­ტებს კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბის შექ­მნი­სა და შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის­თვის შე­და­რე­ბით და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა 2012 წლის ნო­ემ­ბე­რი, 2013 წლის თე­ბერ­ვა­ლი და მა­ი­სი, ამ პე­რი­ო­დებ­ში მის საქ­მი­ან და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­ი­მა­ტებს წარ­მა­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა.­­

რამაზ გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"