"ჯიპისი" წამლებს ეკონომ-შეფუთვებში ჰყიდის

"ჯიპისი" წამლებს ეკონომ-შეფუთვებში ჰყიდის

"ჯიპისი" წამლებს ეკონომ-შეფუთვებში ჰყიდის. კომპანიის გადაწყვეტილებით, საუბარია ეკონომიურ შეფუთვაზე, რომელიც უკვე წარმატებით აპრობირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კანადა, აშშ, ისრაელი, ევროპის სახელმწიფოები და სხვა.

"ჩვენ უკვე წელიწადნახევარია ვავითარებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც ერთ ბოთლში არის 1000 აბი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასი მისაღები იყოს", - აცხადებენ კომპანიაში.

პროექტი უკვე დაიწყო და ის აქტიურ ფაზაში გადავიდა. პროექტით სარგებლობა მომხმარებელს "ჯიპისის" აფთიაქების უკვე 95%-ში შეეძლება. "ჩვენ ესენციალური (სასიცოცხლოდ საჭირო) მედიკამენტების არასრული ჩამონათვალი შემოვიტანეთ საქართველოში. სულ საუბარია 300-400 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტზე. ამ ეტაპისთვის კი შეგვიძლია ამის ნახევარი შევთავაზოთ მომხმარებელს. მომავალი წლისთვის სრულიად შეგვეძლება ამ სიის დაფარვა", - ამბობენ მენეჯმენტში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა