წყვილმა 88 წლის შემდეგ საქორწილო ფოტო გადაიღო

წყვილმა 88 წლის შემდეგ საქორწილო ფოტო გადაიღო

101 წლის სონგანი და 103 წლის სოგნში 88 წლის წინ, 1924 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ახალგაზრდებს ამ ბედნიერი დღის სამახსოვრო ფოტო არ ჰქონდათ.

სიჩუანში მათი ბედნიერი ქორწინებისა და სიყვარულის ამბავზე ლეგენდები დადის. ამიტომ ადგილობრივებმა მოხუცებს ქორწინების 88-ე წელს ლამაზი საჩუქარი გაუკეთეს - წყვილს საქორწინო ცერემონია მოუწყვეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაუღეს.

ადგილობრივმა ფოტო-კომპანიამ წყვილს რამდენიმე ფოტო გადაუღო. ფოტოსურათები დასავლური პრესის ფურცლებზე გავრცელდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს