მაილი საირუსი სამჯერ იქორწინებს

მაილი საირუსი სამჯერ იქორწინებს

ცნობილ მსახიობს და მომღერალს, მაილი საირუსს ერთი ქორწილი არ ჰყოფნის. ვარსკვლავი მის საქმროზე, მსახიობ ლიამ ჰემსვორტზე სამჯერ იქორწინებს.

22 წლის ლიამმა 19 წლის მაილის ხელი სთხოვა და სიყვარულის ნიშნად 3.5 კარატიანი ბრილიანტის თვლით შემკული ბეჭედი უსახსოვრა.

მათ სურთ, რომ ამ დღეს მათი ყველა მეგობარი, ახლობელი და ნათესავი დაესწროს. სწორედ ამიტომ, მაილი საკურთხეველთან ჯერ მის მშობლიურ შტატ ტენისში მივა. შემდეგი ცერემონია ლიამის მშობლიურ ქალაქ მელბურნში გაიმართება. ფინალური ქორწილი კი ლოს-ანჯელესში შედგება, სადაც ვარსკვლავური წყვილი ახლა ერთად ცხოვრობს.

მომზადებულია Just Jared-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება