ედი მერფის 20 წლით პატარა საყვარელი ჰყავს

ედი მერფის 20 წლით პატარა საყვარელი ჰყავს

51 წლის ედი მერფის ახალი საყვარელი ჰყავს. მსახიობი ფილმის "პოლიციელი ბევერლი ჰილსიდან" პრემიერაზე ავსტრალიელ მოდელთან, პეიჯ ბატჩერთან ერთად გამოჩნდა.

პეიჯი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის  ცნობილი ჟურნალ Maxim-ის ფურცლებზე გამოჩენით გახდა, ედი მერფიზე 20 წლით პატარაა.

დასავლურ პრესაში იმედოვნებენ, რომ ედის ამჯერად მაინც გაუმართლებს პირად ცხოვრებაში. დღემდე მსახიობის ყველა რომანი მოკლე ვადებში სრულდებოდა.

2005 წელს ედი მეუღლეს, ნიკოლს 12 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ამის შემდეგ ტრეისი ედმონდს ხვდებოდა. მოგვიანებით მსახიობს პრობლემები შეექმნა საყვარელ მელანი ბრაუნთან. მელანიმ შვილი გააჩინა და ირწმუნებოდა, რომ ის სწორედ ედი მერფისაა. მსახიობმა მამობა მანამ არ აღიარა, სანამ ეს სამედიცინო ტესტმა არ დაადასტურა.

პატარა ენჯელ ბრაუნი ერთ-ერთია ედის რვა შვილისგან, რომლებიც მსახიობს სხვადასხვა ქალებისგან ჰყავს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება