ბიძინა ივანიშვილი - დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ

 ბიძინა ივანიშვილი - დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა და დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ ილია ჭავჭავაძის მედლით დააჯილდოვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრება, სადაც ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, რამდენიმე პიროვნებას ილია ჭავჭავაძის პრემიაც მიენიჭება.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე ერის მამად იწოდებოდა და მისი ნაოცნებარი დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აასრულოს.

"ილია ჭავჭავაძე ერის მამად იწოდებოდა, არ უნდა დაიკარგოს მისი ღვაწლი. მისი მკვლელობიდან 105 წელი შესრულდა და თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდებოდა, სწორედ ამის გამოც ვიხდიდით სასჯელს. მან მთელი თავისი ცხოვრება შეალია ერის და ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრს და ზრუნვას. ის ზრუნავდა საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოებრიობის გამტკიცებასა და სამართლიანობაზე. დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია - ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია და სწორედაც რაზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა, ის უნდა შევასრულოთ, რათა საქართველო დადგეს ევროპული ქვეყნების რიგში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ილიაობა საგურამოში უკვე მეათე წელია აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"