საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძის დაკავების მეთოდს "საბჭოთა კაგებეშნიკურს" უწოდებს.
"ქართველი ოფიცრის, ქართველი გმირის კალანდაძის დაკავება ღამის სამ საათზე, მინისტრის კაბინეტში არის სამარცხვინო, საბჭოთა "კაგებეშნიკური" მეთოდი და ამაზრზენი საქციელი", - აცხადებს მერაბიშვილი.
მისივე განმარტებით, ასეთი რამ ბოლოს საბჭოთა "კაგებეს" დროს ხდებოდა.
"დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი ფაქტი არ მომხდარა", - აღნიშნა მერაბიშვილმა "ინფო 9"-სთან საუბარში.
გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე ორი დღის წინ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად დააკავეს. სამივე მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
იხილეთ ვიდეო