სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ერმილე თორთლაძე - ჩემი დაკავების მიზეზი ისაა, რომ ვფლობდი ინფორმაციას იარაღის უკანონო შესყიდვებზე, ნარკოტიკების ტრანზიტზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე
ერმილე თორთლაძე - ჩემი დაკავების მიზეზი ისაა, რომ ვფლობდი ინფორმაციას იარაღის უკანონო შესყიდვებზე, ნარკოტიკების ტრანზიტზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე

იგი მთელ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ერ­თა­დერ­თი პა­ტი­მა­რია, რო­მე­ლიც ბერი გახ­ლავთ. ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­საც გუ­ლის რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ყვე­ლა ავად­მყო­ფი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს - მისი გუ­ლის 70% თრომ­ბი­რე­ბუ­ლია! ერ­თა­დერ­თია, ვის სი­ცო­ცხლე­საც ექი­მე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აუხ­სნელ სას­წა­უ­ლად თვლი­ან!

2005 წლის 25 აგ­ვის­ტოს, მისი და­პა­ტიმ­რე­ბის "წყა­ლო­ბით" გა­ი­გო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რე­ულ აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნას­თან - კოტ დი­ვუ­არ­თან ჰქო­ნია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა - ამ დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კოტ დი­ვუ­არ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი - ერ­მი­ლე თორ­თლა­ძე და­ა­პა­ტიმ­რა და სა­კონ­სუ­ლოს სე­ი­ფი­დან იმ დრო­ის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - 200 ტაბ­ლე­ტი სუ­ბუ­ტექ­სი "ამო­ი­ღო". გარ­და იმი­სა, რომ სს საქ­მე­ში უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა იყო, ვე­რა­ვინ გა­ი­გო, რა­ი­მე სხვა მო­ტი­ვით რა­ტომ უნდა გა­მო­ე­კე­ტათ ცი­ხე­ში თით­ქმის ორი ათე­უ­ლი წლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად­მო­სულ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ერ­მი­ლე თორ­თლა­ძე. თუმ­ცა, თქვენს მონა-მორ­ჩილს მა­შინ რა­ღაც ვერ­სი­ე­ბი გა­უჩ­ნდა და რო­დე­საც კონ­სუ­ლის და­კა­ვე­ბა­ზე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გარ­და ვერ­სი­ე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ად­რე­სა­ტე­ბის შიშ­ნა­რე­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი­სა, თა­ვად კონ­სუ­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაც მი­ი­ღო - სა­ი­დან ფლობ­და ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ებს?! ცხა­დია, არა­ნა­ირ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ებს არ ვფლობ­დი, ამი­ტომ მივ­ხვდი, რომ მი­ზან­ში მო­ვარ­ტყი - არა­ვი­თა­რი ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც სა­კონ­სუ­ლოს სე­იფ­ში მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­სათ­ვის უხ­ვად ჩა­ყა­რეს, ერ­მი­ლე თორ­თლა­ძის და­კა­ვე­ბას­თან კავ­შირ­ში არ იყო! მაგ­რამ კონ­სულ­მა სხვა და­ნარ­ჩენ­ზე დუ­მი­ლი არ­ჩია.

გა­ვი­და დრო. კოტ დი­ვუ­ა­რი სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთხელ - 2010 წელს გა­იხ­სე­ნა, როცა ფეხ­ბურთში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სა­ხემ და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ, რა­ტომ­ღაც, კოტ დი­ვუ­ა­რის ნაკ­რე­ბის ფან-კლუ­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და ხმა­უ­რი­ა­ნა­დაც "გულ­შე­მატ­კივ­რობ­და" სხვა "ფა­ნებ­თან" ერ­თად! მე, 14-წლი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის შემ­დეგ, ად­ვო­კა­ტა­დაც და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და აი, სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის 6 წლის­თავ­ზე, როცა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ გა­მიჩ­ნდა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­კენ მიბ­რუ­ნე­ბის, უფრო სწო­რად - წე­რის სურ­ვი­ლი, კავ­შირ­ზე ერ­მი­ლე თორ­თლა­ძე გა­მო­ვი­და - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რა­საც ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრაქ­ტი­კის მან­ძილ­ზე შევ­ხვედ­რი­ვარ! მივ­ხვდი, რომ დრო მო­ვი­და, როცა ფარ­და უნდა ახ­დო­და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის ბევრ სა­ი­დუმ­ლოს, რო­მელ­თა გა­მო­ძი­ე­ბა­ზე უკვე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. მაგ­რამ აქ კი­დევ ერ­თმა გარ­მო­ე­ბამ შე­მა­ფერ­ხა - 2009 წელს ერ­მი­ლე თორ­თლა­ძე პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით სა­პა­ტიმ­რო­ში ბე­რად აღ­კვე­ცი­ლა და უკვე ბერ-მო­ნა­ზო­ნი კონ­სტან­ტი­ნეა, რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის ძა­მას ხე­ო­ბის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ზე რი­ცხუ­ლი. აქ ის უკვე თა­ვად მეხ­მა­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ბე­რის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა მხი­ლე­ბაა. "ახ­ლა­ხან გა­ვი­გე, რომ შე­იძ­ლე­ბა ცი­ხე­ებ­ში პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, კა­პე­ლა­ნე­ბი - მო­ძღვრე­ბი და­ი­ნიშ­ნონ, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა!", - ამ­ბობს ჩემი რეს­პო­დენ­ტი.

- მე თავი უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­მაჩ­ნია. ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა 2005 წლის აგ­ვის­ტომ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე - თვე­ბის, შე­იძ­ლე­ბა, წლე­ბის წი­ნაც იყო და­გეგ­მი­ლი. შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ჩემი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზის რა­მო­დე­ნი­მე ვერ­სია, რო­მელ­თა­გა­ნაც ყვე­ლას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. პი­რა­დად ჩემ­თვის ცალ­სა­ხად ცნო­ბი­ლია, რაც მოხ­და და ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებ. 1998 წელს მე და­ვი­ნიშ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლად კოტ დი­ვუ­არ­ში, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით - 2 000 წელს უკვე გე­ნე­რა­ლურ კონ­სუ­ლად. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ვარ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო ორ­დე­ნით, მათ შო­რის - ვარ კოტ დი­ვუ­ა­რის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­დე­ნის ოფი­ცე­რი, ქრის­ტეს­შო­ბის მე-2 ხა­რის­ხის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, მი­ღე­ბუ­ლი მაქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის მაქვს სამ­ხედ­რო დიპ­ლო­მა­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სო­ფელ გო­მა­რეთ­ში, 1986 წელს ჩემს მიერ და­არ­სდა ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი. 2004 წელს, და­ჭე­რამ­დე ცოტა ხნით ადრე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­დაგ­ზავ­ნილ ან­გა­რიშ­ში ასა­ხუ­ლია ჩემს მიერ და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა - და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 ევ­რომ­დე - ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი სახლ-მუ­ზე­უ­მი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტებს ვუხ­დი­დი, სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. შე­მომ­ქონ­და სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც ვჩუქ­ნი­დი კლი­ნი­კებს, რათა უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წი­ათ ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის, ვა­ფი­ნან­სებ­დი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ.

- ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნდე­ბა კი­თხვა - სა­ი­დან მოჰ­ქონ­და კოტ დი­ვუ­ა­რის გე­ნე­რა­ლურ კონ­სულს ამ­ხე­ლა თან­ხე­ბი, თუნ­დაც - საქ­ველ­მოქ­მე­დოდ?

- მე გახ­ლდით ერთ-ერთი უდი­დე­სი რუ­სუ­ლი ბირ­ჟის - "რო­სი­ის­კა­ია ტა­ვარ­ნა­ია სე­რე­ვა­ია ბირ­ჟას" და­მა­არ­სე­ბე­ლი, გახ­ლდით სმო­ლენ­სკის ალ­მა­სის და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ვი­ყა­ვი რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი, აგ­რეთ­ვე - სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის - "აფ­რი­კის აღორ­ძი­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში და­არ­სდა; მე ვარ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის" და­მა­არ­სე­ბე­ლი, რომ­ლის სა­მუ­შაო ნი­შაც სპე­ცი­ა­ლუ­რად კავ­კა­სია იყო. უნდა იცო­დეთ, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იღე­ბენ სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ებს და ეკო­კა­ტას­ტრო­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ; მე მქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნეს-აქ­ტი­ვო­ბე­ბი კოტ დი­ვუ­არ­ში, რო­გორც გე­ო­ლო­გი­ა­ში, ასე­ვე - ყა­ვის და კა­კა­ოს წარ­მო­ე­ბა­ში. ჩემი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ოფ­შორ­ში იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, პირ­და­პირ კავ­შირ­ში გახ­ლდათ მოს­კოვ­ში შო­კო­ლა­დის მწარ­მო­ე­ბელ ფირ­მებ­თან... ალ­ბათ, საკ­მა­რი­სია.

- ნამ­დვი­ლად საკ­მა­რი­სია. არ შე­მიძ­ლია, არ გკი­თხოთ - თქვენ და სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნეთ სა­პა­ტიო კონ­სუ­ლე­ბად - თქვენ კოტ დი­ვუ­არ­ში, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა - სან-მა­რი­ნო­ში, ამას­თან, ორი­ვე ბიზ­ნე­სით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. ნაც­ნო­ბო­ბა და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ არ გქო­ნი­ათ?

- მე, პი­რა­დად, არ ვიც­ნობ ბა­ტონ ბი­ძი­ნას, მაგ­რამ კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ ეხ­მა­რე­ბო­და ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს რუ­სეთ­ში ჯერ კი­დეც 1990-92 წლებ­ში, როცა არა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბა არ არ­სე­ბობ­და. ვა­ლი­კო ად­ვა­ძის დროს დიპ­ლო­მა­ტებს ხელ­ფა­სი 200-300 მა­ნე­თი ჰქონ­დათ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და­მო­უ­კი­დე­ბელ და თა­ნა­მედ­რო­ვე ქვე­ყა­ნად გა­სუ­ლი­ყო.

- თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რე­დი­ტე­ბულ გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში მუ­შა­ობ­დით, თქვე­ნი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ კი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა­ნა­ი­რად სცა­და, ამის იგ­ნო­რი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა და ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ეხ­სნა.

- ისი­ნი ვერ აღი­ა­რებ­დნენ თა­ვის ყვე­ლა შეც­დო­მას და იმი­ტომ! მათ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს კოტ დი­ვუ­ა­რი, რო­დე­საც ჩემი და­კა­ვე­ბის დღეს­ვე გაგ­ზავ­ნეს ნოტა, რომ­ლი­თაც უკვე დამ­ნა­შა­ვედ ვი­ყა­ვი გა­მოყ­ვა­ნი­ლი. კოტ დი­ვუ­არ­მა მათ პა­სუ­ხიც კი არ გას­ცა და მხო­ლოდ აც­ნო­ბა, რომ ნოტა ცნო­ბად მი­ი­ღო. ჩემი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში კოტ დი­ვუ­ა­რის ელჩი აღარ და­ნიშ­ნუ­ლა - ელჩს აღარ გა­და­უ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რწმუ­ნე­ბა­თა სი­გე­ლე­ბი! მხო­ლოდ ბო­ლოს მიხ­ვდა სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო ისე­ვე იბ­რძვის აფ­რი­კუ­ლი ბაზ­რის­თვის, რო­გორც რუ­სუ­ლი და უკვე მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, ბო­ლოს და ბო­ლოს, აფ­რი­კა - 37 ხმაა გა­ე­რო­ში! რას არ იზამს ამ ხმე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გნე­ბავთ, ქვე­ყა­ნა...

- არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ-მე­დი­ა­ში გა­აქ­ტი­ურ­და მი­ვი­წყე­ბუ­ლი თემა - რომ ევ­რო­პამ და კერ­ძოდ, საფ­რან­გეთ­მა შური იძია სა­ა­კაშ­ვილ­ზე თუნ­დაც იმი­სათ­ვის, რომ ბა­თუ­მის პორ­ტის შეს­ყიდ­ვა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით აწარ­მო­ებ­და და უკვე ავან­სიც გა­დახ­დი­ლი იყო, სა­ა­კაშ­ვილ­მა უცებ უარი გი­თხრათ და ფუ­ლიც აღარ და­აბ­რუ­ნა, პორ­ტი კი ყა­ზა­ხე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და, რო­მელ­თა უკა­ნაც ამე­რი­კე­ლე­ბი იდ­გნენ. ეს გახ­და თქვე­ნი და­კა­ვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზიც.

- კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე!

- არც ადას­ტუ­რებთ და არც უარ­ყოფთ?

- მე მხო­ლოდ იმას ვა­დას­ტუ­რებ, რომ შე­საძ­ლოა, ჩემი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბით უნ­დო­დათ, ჩირ­ქი მო­ე­ცხოთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვი­საც, რო­მე­ლიც, აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემი და­კა­ვე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ის გა­მორ­ჩე­უ­ლად პატ­რი­ო­ტი ქალ­ბა­ტო­ნია და სა­ქარ­თვე­ლოს უსა­ზღვროდ მოყ­ვა­რუ­ლი!

- რო­დე­საც თქვენ და­გა­კა­ვეს - 2005 წელს მე ამის შე­სა­ხებ დავ­წე­რე სტა­ტია, სა­დაც და­კა­ვე­ბის მო­ტი­ვის ვერ­სი­ებს შო­რის ერთ-ერთი ია­რა­ღის არა­ლე­გა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ხა­ზე­ბის გა­დაკ­ვე­თა იყო. მა­შინ თქვენ ამა­ზე დუ­მი­ლი არ­ჩი­ეთ და ბრძო­ლა მხო­ლოდ იმ პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბით ამ­ჯო­ბი­ნეთ, რაც თქვენს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში უხ­ვად მო­ი­პო­ვე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი ცი­ხე­ში გა­მოგ­კე­ტათ და და­გი­ვი­წყათ...

- არა მხო­ლოდ გა­მომ­კე­ტა, არა­მედ ჩემი ლიკ­ვი­და­ცია გა­და­წყვი­ტა და არა - თა­ვი­სი ხე­ლით, არა­მედ - ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბით. რო­დე­საც და­მა­კა­ვეს და მე-7 იზო­ლა­ტორ­ში გა­მომ­კე­ტეს, უწამ­ლოდ, უე­ქი­მოდ და უჰა­ე­როდ, უნდა მოვმკვდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ, უფ­ლის ნე­ბით, გა­დავ­რჩი. ნო­ემ­ბერ­ში მე­ო­რე ინ­ფარ­ქტი და­მე­მარ­თა და გა­და­მიყ­ვა­ნეს ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში, სა­ი­და­ნაც ე.წ. კრი­ტში და­მაბ­რუ­ნეს და მხო­ლოდ მე-3 ინ­ფარ­ქტის შემ­დეგ გა­და­მიყ­ვა­ნეს ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­ყო­ფო­ში. რომ არა ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს უდი­დე­სი ღვაწ­ლი, მე დღეს ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი და პირ­და­პირ ვუხ­დი მად­ლო­ბას თეა წუ­ლუ­კი­ანს - ის აწარ­მო­ებ­და ჩემს საქ­მე­ებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზებს, მთა­ვა­რი ისაა, რომ მე ვფლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას.

- ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შეს­ყიდ­ვებ­ზე.

- ვა­დას­ტუ­რებ!

- ნარ­კო­ტი­კე­ბის ტრან­ზიტ­ზე.

- ვა­დას­ტუ­რებ! სა­ქარ­თვე­ლო შე­დი­ო­და წი­თელ ხაზ­ში, რო­გორც სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნა, ახ­ლაც წი­თელ ხაზ­შია!

- ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

- ვა­დას­ტუ­რებ! სა­ბერ­ძნე­თი და იქ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბა, რო­მელ­საც მე წარ­მო­ვად­გენ­დი, შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და იმ ვა­კხა­ნა­ლი­ით, რაც ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და - ურა­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი, ქი­მი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი და ა.შ.

- შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე.

- ვა­დას­ტუ­რებ! მა­ინ­ტე­რე­სებს, და­ინ­ტე­რეს­დე­ბა თუ არა ახა­ლი მთავ­რო­ბა, რა კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი იყ­რე­ბო­და შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში მათ მიერ, ვინც დიდ ფულს იღებ­და და ნაც­ვლად სარ­კო­ფა­გე­ბის აგე­ბი­სა, ჩუ­მად ყრი­და შავ ზღვა­ში რა­დი­ა­ცი­ულ და ქი­მი­ურ ნარ­ჩე­ნებს. შავი ზღვა გო­გირ­დის შემ­ცვე­ლია და იქ სწრა­ფად ხდე­ბა ქი­მი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი.

- თქვენ ყო­ვე­ლი­ვე ამა­ზე მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­დით თუ ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან რო­მე­ლი­მე სფე­როს უშუ­ა­ლო­დაც შე­ე­ხეთ?

- მე ვა­დას­ტუ­რებ, რომ ვი­ყა­ვი კოტ დი­ვუ­ა­რის კონ­სუ­ლი და ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო, და­მე­ახ­ლო­ე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო და კოტ დი­ვუ­ა­რი, მაგ­რამ სა­ზღვარ­გა­რეთ მე სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებს ვფლობ­დი, მე ვფლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს და ვა­წარ­მო­ებ­დი მო­ლა­პა­რა­კე­ბებს წინა მთავ­რო­ბებ­თან.

- გვა­რებს არ და­ა­სა­ხე­ლებთ?

- მოვა დრო და ამ სა­კი­თხე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. მე მათ­თან სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ მზად ვარ. ახლა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, მო­მეს­მი­ნა ბა­ტონ გივი თარ­გა­მა­ძის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და აზ­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, არ­სე­ბობ­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა, ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის გამო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კერ­ძოდ - ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­რო­ში საქ­მე რო­მაა აღ­ძრუ­ლი, ხომ არ იკ­ვე­თე­ბა ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გვა­რე­ბი? ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძის - ალა­სა­ნი­ას აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი 31-ე ქარ­ხა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და შემ­თხვე­ვით, ის ხომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სე­თის მხრი­დან ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რი­გე­ბა­ში, რაც საბ­რძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას შე­ე­ხე­ბა? ჩემ­თვის ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვეს ფო­თის პორ­ტის "რე­ა­ლუ­რი" სატ­რან­ზი­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე დსთ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ხომ არ ხდე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის ია­რა­ღის შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სპე­ცი­ფი­უ­რი არ­ხე­ბით, მისი შე­მო­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ - "გა­მო­ყე­ნე­ბა-უტი­ლი­ზა­ცია", შემ­დეგ ეს "უტი­ლი­ზე­ბუ­ლი" ია­რა­ღი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით მფრი­ნავ თვითმფრი­ნა­ვებ­თან ერ­თად აფ­რი­კის ჯუნ­გლებ­ში ხომ არ ცვი­ო­და?!. სა­ინ­ტე­რე­სოა, ხომ არ ელის სა­ქარ­თვე­ლოს, გახ­დეს ბუ­ფე­რუ­ლი ქვე­ყა­ნა ნა­ტო­სა და რუ­სეთს შო­რის, სა­დაც ან­ტი­სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რე­ბი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი?

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც?

- იმე­დია, ახლა ასე აღარ მოხ­დე­ბა და რო­გორც პო­ლო­ნეთ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა სიბ­რძნე, სა­ქარ­თვე­ლოც ასე­ვე მო­იქ­ცე­ვა. ასე­ვე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ირ­კვეს, რე­ა­ლუ­რად რა შე­მო­დი­ო­და ოსე­თი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში და ვინ აკონ­ტრო­ლებ­და ამ "ტვირ­თებს"? ხომ არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ისე­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სე­ბის გვა­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ადე­იშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ძმა­ნი მათ­ნი? ბევ­რი კი­თხვე­ბია კო­დუ­ას ოჯახ­თან - ყვე­ლა იმ ბიზ­ნე­სის გარ­შე­მო, რა­საც ისი­ნი ფლო­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი არ არის, ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის დრო­ი­დან მო­დის, მაგ­რამ ის მან­კი­ე­რი და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი აწ უკვე ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­აგ­რძე­ლა.

- თქვენ ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სტა­ჟი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი ხართ. არ შე­მიძ­ლია, არ გკი­თხოთ დღემ­დე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და იმ კად­რებ­ზე, რა­მაც, ფაქ­ტი­უ­რად, არ­ჩევ­ნე­ბის ბედი გა­და­წყვი­ტა.

- ის ვი­დე­ო­კად­რე­ბი მო­გო­ნი­ლია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც აქ - სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხდე­ბო­და. მე აქ 2008 წლი­დან ვარ და უნდა ით­ქვას, მხო­ლოდ უფ­ლის ნე­ბით ვარ ცო­ცხა­ლი და თვითმხილ­ვე­ლი ყვე­ლა იმ სა­ში­ნე­ლე­ბი­სა, რაც ბოლო დრომ­დე ხდე­ბო­და. მინ­და, მკი­თხველ­მა სწო­რად გა­ი­გოს - ამა­ზე ლა­პა­რა­კი ახლა არ და­მი­წყია, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ამას მე ყო­ველ­თვის ვლა­პა­რა­კობ­დი. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში გახ­ლდათ მკაც­რი რე­ჟი­მის სა­პყრო­ბი­ლე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სიმ­კაც­რით ცნო­ბილ მე-7 იზო­ლა­ტორ­საც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და! აქ სცემ­დნენ ყვე­ლას!

გან­სა­კუთ­რე­ბით - მი­ღე­ბის დროს, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ქონ­და, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­მო­დი­ო­და პა­ტი­მა­რი. ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი იყო შერ­ჩე­უ­ლი, სა­დაც ვი­დე­ოთ­ვა­ლი არ იყო. ზედ­მი­წევ­ნით სრულ­დე­ბო­და ის მი­თი­თე­ბე­ბი, რაც დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ან პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მო­დი­ო­და პა­ტიმ­რის გა­სა­ტე­ხად, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. ეს ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­და გოგა ბუ­თლი­აშ­ვი­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის დროს და გა­ა­თას­მაგ­და მას შემ­დეგ, რაც ვი­თომ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­რო­სად - გი­ორ­გი ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი და რე­ჟი­მის უფ­რო­სად - თო­ლორ­და­ვა და­ი­ნიშ­ნენ, თა­ვი­სი ხე­ლის ბი­ჭე­ბით, ყვე­ლა ოფიც­რის გვა­რი არ მახ­სოვს. მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლი ჰქონ­და ასეთ ფაქტს, რო­მელ­საც პი­რა­დად შე­ვეს­წა­რი - ლო­გინ­ში მწო­ლი­ა­რე პა­ტი­მარს, რო­მელ­საც გან­ძრე­ვა არ შე­ეძ­ლო, თო­ლორ­და­ვა შე­უ­ვარ­და და ლა­მის მოკ­ლა ცე­მა­ში მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ექიმს და­უ­ძა­ხა. ძა­ლი­ან ხში­რად, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ თო­ლორ­და­ვას პა­ტიმ­რე­ბი სა­ორ­დი­ნა­ტო­რო­ში ჩა­ყავ­და და უმო­წყა­ლოდ სცემ­და, მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ნე­ბის­მი­ე­რი. ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ და უფალ­მა მო­მი­ტე­ვოს, არა­ვის გან­ვი­კი­თხავ, მაგ­რამ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, მათი ძმე­ბი, მა­მე­ბი, შვი­ლე­ბი რა დღე­ში იყ­ვნენ ამ ჯა­ლა­თე­ბის ხელ­ში. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა: ერ­თმა სა­მუ­და­მო­პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯილ­მა გა­ი­კე­თა ოპე­რა­ცია, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს სა­კან­ში, მე-2 სა­არ­თულ­ზე და და­ე­წყო სის­ხლდე­ნა. მო­რი­გე ოფი­ცერ­მა კარი მა­ნამ­დე არ გა­ა­ღო, ვიდ­რე შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა არ მი­ი­ღო და რო­დე­საც კარი გა­ა­ღეს, პა­ტი­მა­რი თით­ქმის სის­ხლი­სა­გან იყო დაც­ლი­ლი. გა­იყ­ვა­ნეს ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ უკვე გარ­და­იც­ვა­ლა. სწო­რედ მა­შინ მოკ­ლა ცე­მა­ში თო­ლორ­და­ვამ მე­ო­რე პა­ტი­მა­რი - ექიმს რომ ეძახ­და, უშ­ვე­ლეთ, კვდე­ბაო! იყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტე­ბი ექი­მე­ბის მი­მარ­თაც. მე მი­ნა­ხავს არა­ბუ­ლი ცი­ხე­ე­ბი, სი­ე­რრა-ლე­ო­ნე­ში, მა­გა­ლი­თად, პა­ტიმ­რებს აშიშ­ვლე­ბენ და ისე შე­ყავთ ცი­ხე­ში, მაგ­რამ ჩემს დიდ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი სი­სას­ტი­კე არ მი­ნა­ხავს! ვა­დას­ტუ­რებ, რომ შე­საძ­ლოა, ად­გი­ლი ჰქონ­და პა­ტიმ­რე­ბის ხელ­კე­ტე­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას ერთი გა­რე­მო­ე­ბა მაძ­ლევს - რო­დე­საც მე სამ­კურ­ნა­ლოდ ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი გაყ­ვა­ნი­ლი, თავ­ზე სპეც­ნა­ზე­ლი მად­გა მთე­ლი თა­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და ლა­პა­რა­კის დროს, არ და­მა­ვი­წყდე­ბა, პრე­ზერ­ვა­ტი­ვი ამო­ი­ღო ჯი­ბი­დან. - რად გინ­და მეთ­ქი და - ამას "დუ­ბინ­კას" ჩა­მო­ვაც­მევთ და ვინც იმ­სა­ხუ­რებს, ერთ ად­გი­ლას გა­ვუ­კე­თებ­თო!!! აქ - მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­დათ პლასტმა­სის მი­ლე­ბით ცემა, ეს იყო მათი ია­რა­ღი. ასე­თი რა­მეც ხდე­ბო­და - ერთი და იგი­ვე პა­ტი­მა­რი რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ რომ ბრუნ­დე­ბო­და აქ, გა­და­იც­ვამ­დნენ "სპეც­ნა­ზე­ლის" ფორ­მას, ჩა­მო­იც­ვამ­დნენ ნი­ღაბს, რომ არ ეც­ნოთ და ცე­მით სიკ­ვდი­ლამ­დე რომ მი­იყ­ვან­დნენ, თვი­თონ­ვე აიყ­ვან­დენ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და გონ­ზე მო­სულს, "თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ" - ეს რა გიქ­ნეს, სპეც­ნა­ზი იყო შე­მო­სუ­ლი და რა გვექ­ნაო!!! ამის შემ­დეგ იკ­რძა­ლე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნი რა­ღაც პე­რი­ო­დი, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­სუ­ლი­ყო. მე იმის თვითმხილ­ვე­ლიც ვარ, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, სი­ცი­ვე­ში, ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილ-ბულ­ბუ­ლაშ­ვილ-თო­ლორ­და­ვას დროს რო­გორ გა­ი­ტან­დნენ საკ­ნი­დან ლე­იბს, სა­ბანს, თეთ­რე­ულს, ტან­საც­მელს და მა­ი­სუ­რი­სა­მა­რა პა­ტიმ­რებს რკი­ნებ­ზე და­წო­ლილს ტო­ვებ­დნენ! უმე­ტეს კა­მე­რებ­ში ფა­რუ­ლი ვი­დე­ოთ­ვა­ლე­ბი იყო ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ერთ-ერთი მე თვი­თონ ამოვ­თხა­რე, დი­რექ­ტორს ჩა­ვუ­ტა­ნე და მა­გი­და­ზე და­ვუ­დე! ვინ­მეს რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბა რომ ჩა­ეგ­დო ყუთ­ში, ისე სცემ­დნენ, ადა­მი­ა­ნად აღარ ვარ­გო­და! ხში­რად საქ­მე­ში "სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბას" უწერ­დნენ! უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ცუდი როლი ითა­მა­შა კან­ცე­ლა­რი­ამ - გან­ცხა­დე­ბებს, უბ­რა­ლოდ, ხევ­დნენ! აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი იყო მორ­გში ჩაყ­ვა­ნა და იქ ცემა - იქ ხომ ვი­დე­ო­კა­მე­რა არ არის! კი­დევ - საყ­ვე­დუ­რე­ბის ჩა­დე­ბა პი­რად საქ­მე­ებ­ში - რა­ტომ­ღაც ამა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს! სამი საყ­ვე­დუ­რი რომ გაქვს, ე.ი. სა­რე­ჟი­მო მო­თხოვ­ნებს არ­ღვევ და მორ­ჩა - უკვე "კრი­ტში" გა­და­ყავ­ხარ! მე თურ­მე უკვე ოთხი ასე­თი მქო­ნია - სა­ი­დან, რა­ტომ, რის­თვის - ღმერ­თმა იცის! ომ­ბუდსმე­ნი ან მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რომ შე­მო­ვი­დო­და, ბუ­ზის გაფ­რე­ნის ხმას გა­ი­გებ­დი - ყვე­ლა სა­კან­თან იდ­გნენ. თუ ვინ­მეს რამე მა­ინც წა­მოც­დე­ბო­და, მხო­ლოდ გა­ი­ცი­ნებ­დნენ და მათი წას­ვლის შემ­დეგ რაც მო­უ­ვი­დო­და პა­ტი­მარს, ამა­ზე ლა­პა­რა­კიც არ მინ­და! სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ - აქ ვინც ინ­ვა­ლი­დის სა­ვარ­ძელ­ში ზის, ყვე­ლა ცე­მი­სა და წა­მე­ბის მსხვერ­პლია, ბევ­რს ღვიძ­ლი დაშ­ლი­ლი რომ აქვს, ცე­მის­გა­ნაა. ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი ელექტრო­შო­კი დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში, თუმ­ცა მისი გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს არ შევ­სწრე­ბი­ვარ. თით­ქმის ყო­ველ­ღა­მე ის­მო­და სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი - ცე­მის, წა­მე­ბის, შე­უ­რა­ცხყო­ფის... ღა­მე­ე­ბი არ მი­ძი­ნია! ახლა შე­იც­ვა­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცია - ახა­ლი დი­რექ­ტო­რია, ახა­ლი რე­ჟი­მის, უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­რო­სე­ბი და ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა - იმე­დი მო­მე­ცა, რომ კა­ნო­ნი იკა­ნო­ნებს, პა­ტიმ­რებ­მა შვე­ბა იგ­რძნეს. ღმერ­თმა ქნას, რომ ასე­თი ხალ­ხი, ვინც პა­ტიმ­რებ­ზე იზ­რუ­ნებს, უფალ­მა ბევ­რი მოგ­ვცეს! დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე. მე პი­რა­დად ვარ თვითმხილ­ვე­ლი, რა იქ მოხ­და და ამა­საც გე­ტყვით.

მარი შა­თი­რიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ერმილე თორთლაძე - ჩემი დაკავების მიზეზი ისაა, რომ ვფლობდი ინფორმაციას იარაღის უკანონო შესყიდვებზე, ნარკოტიკების ტრანზიტზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე

ერმილე თორთლაძე - ჩემი დაკავების მიზეზი ისაა, რომ ვფლობდი ინფორმაციას იარაღის უკანონო შესყიდვებზე, ნარკოტიკების ტრანზიტზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე

იგი მთელ სასჯელაღსრულების სისტემაში ერთადერთი პატიმარია, რომელიც ბერი გახლავთ. ერთადერთია, რომელსაც გულის რამდენიმე ოპერაციის შემდგომ ყველა ავადმყოფისაგან განსხვავებული უმძიმესი მდგომარეობა აქვს - მისი გულის 70% თრომბირებულია! ერთადერთია, ვის სიცოცხლესაც ექიმები უკვე რამდენიმე წელია, აუხსნელ სასწაულად თვლიან!

2005 წლის 25 აგვისტოს, მისი დაპატიმრების "წყალობით'' გაიგო საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომ დამოუკიდებელ საქართველოს შორეულ აფრიკულ ქვეყანასთან - კოტ დივუართან ჰქონია დიპლომატიური ურთიერთობა - ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოტ დივუარში საქართველოს გენერალური კონსული - ერმილე თორთლაძე დააპატიმრა და საკონსულოს სეიფიდან იმ დროისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 200 ტაბლეტი სუბუტექსი "ამოიღო''. გარდა იმისა, რომ სს საქმეში უამრავი დარღვევა იყო, ვერავინ გაიგო, რაიმე სხვა მოტივით რატომ უნდა გამოეკეტათ ციხეში თითქმის ორი ათეული წლით ხელისუფლებაში ახლადმოსულ "ნაციონალებს'' ერმილე თორთლაძე. თუმცა, თქვენს მონა-მორჩილს მაშინ რაღაც ვერსიები გაუჩნდა და როდესაც კონსულის დაკავებაზე სტატია გამოაქვეყნა, გარდა ვერსიების სავარაუდო ადრესატების შიშნარევი გამოხმაურებებისა, თავად კონსულის კატეგორიული მოთხოვნაც მიიღო - საიდან ფლობდა ჟურნალისტი საიდუმლო ინფორმაციებს?! ცხადია, არანაირ საიდუმლო ინფორმაციებს არ ვფლობდი, ამიტომ მივხვდი, რომ მიზანში მოვარტყი - არავითარი ნარკოტიკი, რომელიც საკონსულოს სეიფში მეტი დამაჯერებლობისათვის უხვად ჩაყარეს, ერმილე თორთლაძის დაკავებასთან კავშირში არ იყო! მაგრამ კონსულმა სხვა დანარჩენზე დუმილი არჩია.

გავიდა დრო. კოტ დივუარი საქართველომ კიდევ ერთხელ - 2010 წელს გაიხსენა, როცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას "ნაცმოძრაობის'' სახემ და ტელეკომპანია "იმედის'' ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ, რატომღაც, კოტ დივუარის ნაკრების ფან-კლუბი ჩამოაყალიბა და ხმაურიანადაც "გულშემატკივრობდა'' სხვა "ფანებთან'' ერთად! მე, 14-წლიანი ჟურნალისტობის შემდეგ, ადვოკატადაც დავიწყე მუშაობა და აი, საადვოკატო საქმიანობის 6 წლისთავზე, როცა ამ დროის განმავლობაში კვლავ გამიჩნდა ჟურნალისტიკისკენ მიბრუნების, უფრო სწორად - წერის სურვილი, კავშირზე ერმილე თორთლაძე გამოვიდა - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სისხლის სამართლის საქმე, რასაც ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის მანძილზე შევხვედრივარ! მივხვდი, რომ დრო მოვიდა, როცა ფარდა უნდა ახდოდა ნაციონალური ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის ბევრ საიდუმლოს, რომელთა გამოძიებაზე უკვე დაიწყო საუბარი ახალმა ხელისუფლებამ. მაგრამ აქ კიდევ ერთმა გარმოებამ შემაფერხა - 2009 წელს ერმილე თორთლაძე პატრიარქის კურთხევით საპატიმროში ბერად აღკვეცილა და უკვე ბერ-მონაზონი კონსტანტინეა, რუის-ურბნისის ეპარქიის ძამას ხეობის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერზე რიცხული. აქ ის უკვე თავად მეხმარება და ამბობს, რომ ბერის უპირველესი მოვალეობა მხილებაა. "ახლახან გავიგე, რომ შეიძლება ციხეებში პატრიარქის კურთხევით, კაპელანები - მოძღვრები დაინიშნონ, ეს დიდი ბედნიერება იქნება!'', - ამბობს ჩემი რესპოდენტი.

- მე თავი უდანაშაულოდ მიმაჩნია. ჩემი დაპატიმრება 2005 წლის აგვისტომდე გაცილებით ადრე - თვების, შეიძლება, წლების წინაც იყო დაგეგმილი. შეიძლება არსებობდეს ჩემი დაკავების მიზეზის რამოდენიმე ვერსია, რომელთაგანაც ყველას აქვს არსებობის უფლება. პირადად ჩემთვის ცალსახად ცნობილია, რაც მოხდა და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. 1998 წელს მე დავინიშნე საქართველოს კონსულად კოტ დივუარში, ხოლო მოგვიანებით - 2 000 წელს უკვე გენერალურ კონსულად. დაჯილდოებული ვარ რამდენიმე სახელმწიფო ორდენით, მათ შორის - ვარ კოტ დივუარის ნაციონალური ორდენის ოფიცერი, ქრისტესშობის მე-2 ხარისხის ორდენის კავალერი, ეკონომიკის მეცნიერებათა საპატიო დოქტორი, მიღებული მაქვს უმაღლესი განათლება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მაქვს სამხედრო დიპლომატის კვალიფიკაცია. საქართველოში, სოფელ გომარეთში, 1986 წელს ჩემს მიერ დაარსდა ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი. 2004 წელს, დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაგზავნილ ანგარიშში ასახულია ჩემს მიერ დახარჯული თანხა - დაახლოებით 400 000 ევრომდე - ზემოთ ხსენებული სახლ-მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც სტუდენტებს ვუხდიდი, სახელმწიფო მუზეუმის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. შემომქონდა სამედიცინო აპარატურა, რომელსაც ვჩუქნიდი კლინიკებს, რათა უფასო მომსახურება გაეწიათ ლტოლვილებისთვის, ვაფინანსებდი წიგნების გამოცემას ფსიქოლოგიური, ისტორიული, თანამედროვე ტერორიზმის შესახებ.

- ბუნებრივად გაჩნდება კითხვა - საიდან მოჰქონდა კოტ დივუარის გენერალურ კონსულს ამხელა თანხები, თუნდაც - საქველმოქმედოდ?

- მე გახლდით ერთ-ერთი უდიდესი რუსული ბირჟის - "როსიისკაია ტავარნაია სერევაია ბირჟას'' დამაარსებელი, გახლდით სმოლენსკის ალმასის დამამუშავებელი ქარხნის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, ვიყავი რუსეთის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი, აგრეთვე - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - "აფრიკის აღორძინების'' წარმომადგენელი, რომელიც საბერძნეთში დაარსდა; მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია "ბიოუსაფრთხოების'' დამაარსებელი, რომლის სამუშაო ნიშაც სპეციალურად კავკასია იყო. უნდა იცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოები არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით იღებენ სწორ ინფორმაციებს და ეკოკატასტროფების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ; მე მქონდა კონკრეტული ბიზნეს-აქტივობები კოტ დივუარში, როგორც გეოლოგიაში, ასევე - ყავის და კაკაოს წარმოებაში. ჩემი კომპანია, რომელიც ოფშორში იყო დაფუძნებული, პირდაპირ კავშირში გახლდათ მოსკოვში შოკოლადის მწარმოებელ ფირმებთან... ალბათ, საკმარისია.

- ნამდვილად საკმარისია. არ შემიძლია, არ გკითხოთ - თქვენ და საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თითქმის ერთდროულად დაინიშნეთ საპატიო კონსულებად - თქვენ კოტ დივუარში, ბატონი ბიძინა - სან-მარინოში, ამასთან, ორივე ბიზნესით იყავით დაკავებული. ნაცნობობა და კოლეგიალური ურთიერთობა ხომ არ გქონიათ?

- მე, პირადად, არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის საქართველოს საელჩოს რუსეთში ჯერ კიდეც 1990-92 წლებში, როცა არანაირი დაფინანსება არ არსებობდა. ვალიკო ადვაძის დროს დიპლომატებს ხელფასი 200-300 მანეთი ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელ და თანამედროვე ქვეყანად გასულიყო.

- თქვენ საქართველოში ოფიციალურად აკრედიტებულ გენერალურ საკონსულოში მუშაობდით, თქვენი დაკავების შემდეგ კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველანაირად სცადა, ამის იგნორირება მოეხდინა და ყველანაირი პასუხისმგებლობა მოეხსნა.

- ისინი ვერ აღიარებდნენ თავის ყველა შეცდომას და იმიტომ! მათ შეცდომაში შეიყვანეს კოტ დივუარი, როდესაც ჩემი დაკავების დღესვე გაგზავნეს ნოტა, რომლითაც უკვე დამნაშავედ ვიყავი გამოყვანილი. კოტ დივუარმა მათ პასუხიც კი არ გასცა და მხოლოდ აცნობა, რომ ნოტა ცნობად მიიღო. ჩემი დაკავების შემდეგ საქართველოში კოტ დივუარის ელჩი აღარ დანიშნულა - ელჩს აღარ გადაუცია საქართველოს ხელისუფლებისთვის რწმუნებათა სიგელები! მხოლოდ ბოლოს მიხვდა სააკაშვილის მთავრობა, რომ მთელი მსოფლიო ისევე იბრძვის აფრიკული ბაზრისთვის, როგორც რუსული და უკვე მაქსიმალურად ცდილობდა ურთიერთობების გაღრმავებას, ბოლოს და ბოლოს, აფრიკა - 37 ხმაა გაეროში! რას არ იზამს ამ ხმებისთვის, რომელიც გნებავთ, ქვეყანა...

- არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ რუსულ ინტერნეტ-მედიაში გააქტიურდა მივიწყებული თემა - რომ ევროპამ და კერძოდ, საფრანგეთმა შური იძია სააკაშვილზე თუნდაც იმისათვის, რომ ბათუმის პორტის შესყიდვაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელსაც საფრანგეთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და თქვენი მეშვეობით აწარმოებდა და უკვე ავანსიც გადახდილი იყო, სააკაშვილმა უცებ უარი გითხრათ და ფულიც აღარ დააბრუნა, პორტი კი ყაზახების ხელში გადავიდა, რომელთა უკანაც ამერიკელები იდგნენ. ეს გახდა თქვენი დაკავების ერთ-ერთი მიზეზიც.

- კომენტარის გარეშე!

- არც ადასტურებთ და არც უარყოფთ?

- მე მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ შესაძლოა, ჩემი უკანონო დაკავებით უნდოდათ, ჩირქი მოეცხოთ სალომე ზურაბიშვილისთვისაც, რომელიც, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკავების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. ის გამორჩეულად პატრიოტი ქალბატონია და საქართველოს უსაზღვროდ მოყვარული!

- როდესაც თქვენ დაგაკავეს - 2005 წელს მე ამის შესახებ დავწერე სტატია, სადაც დაკავების მოტივის ვერსიებს შორის ერთ-ერთი იარაღის არალეგალური საერთაშორისო ვაჭრობის ხაზების გადაკვეთა იყო. მაშინ თქვენ ამაზე დუმილი არჩიეთ და ბრძოლა მხოლოდ იმ პროცესუალური უხეში დარღვევებით ამჯობინეთ, რაც თქვენს სისხლის სამართლის საქმეში უხვად მოიპოვებოდა. ხელისუფლებამ კი ციხეში გამოგკეტათ და დაგივიწყათ...

- არა მხოლოდ გამომკეტა, არამედ ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტა და არა - თავისი ხელით, არამედ - ჩემი ჯანმრთელობით. როდესაც დამაკავეს და მე-7 იზოლატორში გამომკეტეს, უწამლოდ, უექიმოდ და უჰაეროდ, უნდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ, უფლის ნებით, გადავრჩი. ნოემბერში მეორე ინფარქტი დამემართა და გადამიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში, საიდანაც ე.წ. კრიტში დამაბრუნეს და მხოლოდ მე-3 ინფარქტის შემდეგ გადამიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადყოფოში. რომ არა ევროსასამართლოს უდიდესი ღვაწლი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი და პირდაპირ ვუხდი მადლობას თეა წულუკიანს - ის აწარმოებდა ჩემს საქმეებს სტრასბურგის სასამართლოში. რაც შეეხება ჩემი დაკავების მიზეზებს, მთავარი ისაა, რომ მე ვფლობდი ინფორმაციას.

- იარაღის უკანონო შესყიდვებზე.

- ვადასტურებ!

- ნარკოტიკების ტრანზიტზე.

- ვადასტურებ! საქართველო შედიოდა წითელ ხაზში, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ახლაც წითელ ხაზშია!

- ბიოუსაფრთხოების საკითხებზე.

- ვადასტურებ! საბერძნეთი და იქ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბიოუსაფრთხოება, რომელსაც მე წარმოვადგენდი, შეშფოთებას გამოხატავდა იმ ვაკხანალიით, რაც ამ კუთხით საქართველოში ხდებოდა - ურანის ნარჩენები, ქიმიური ნარჩენები და ა.შ.

- შავი ზღვის დაბინძურებაზე.

- ვადასტურებ! მაინტერესებს, დაინტერესდება თუ არა ახალი მთავრობა, რა კონტეინერები იყრებოდა შავი ზღვის აკვატორიაში მათ მიერ, ვინც დიდ ფულს იღებდა და ნაცვლად სარკოფაგების აგებისა, ჩუმად ყრიდა შავ ზღვაში რადიაციულ და ქიმიურ ნარჩენებს. შავი ზღვა გოგირდის შემცველია და იქ სწრაფად ხდება ქიმიური პროცესები.

- თქვენ ყოველივე ამაზე მხოლოდ ინფორმაციას ფლობდით თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სფეროს უშუალოდაც შეეხეთ?

- მე ვადასტურებ, რომ ვიყავი კოტ დივუარის კონსული და ჩემი მოვალეობა იყო, დამეახლოებინა საქართველო და კოტ დივუარი, მაგრამ საზღვარგარეთ მე სხვა საზოგადოებრივ აქტივობებს ვფლობდი, მე ვფლობდი ინფორმაციებს და ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს წინა მთავრობებთან.

- გვარებს არ დაასახელებთ?

- მოვა დრო და ამ საკითხებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან. მე მათთან სათანამშრომლოდ მზად ვარ. ახლა ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, მომესმინა ბატონ გივი თარგამაძის შეხედულებები და აზრები იმის შესახებ, არსებობდა თუ არა საქართველოში იარაღით უკანონო ვაჭრობა, ასევე ძალიან მაინტერესებს, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ - ფედერალურ ბიუროში საქმე რომაა აღძრული, ხომ არ იკვეთება ბატონი სააკაშვილის მთავრობის წევრების და პარლამენტარების გვარები? ასევე მაინტერესებს ბატონი პრეზიდენტის ბიძის - ალასანიას აქტივობები და ინტერესები 31-ე ქარხანასთან მიმართებაში და შემთხვევით, ის ხომ არ მონაწილეობდა რუსეთის მხრიდან ბევრ საერთაშორისო გარიგებაში, რაც საბრძოლო აღჭურვილობას შეეხება? ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა, საბოლოოდ გაირკვეს ფოთის პორტის "რეალური'' სატრანზიტო დანიშნულებები, აგრეთვე დსთ-სთან ურთიერთობის დროს ხომ არ ხდებოდა გარკვეული ოდენობის იარაღის შეძენა საქართველოს მიერ სპეციფიური არხებით, მისი შემოტანა საქართველოში და გარკვეული პერიოდის შემდეგ - "გამოყენება-უტილიზაცია'', შემდეგ ეს "უტილიზებული'' იარაღი საქართველოს დროშით მფრინავ თვითმფრინავებთან ერთად აფრიკის ჯუნგლებში ხომ არ ცვიოდა?!. საინტერესოა, ხომ არ ელის საქართველოს, გახდეს ბუფერული ქვეყანა ნატოსა და რუსეთს შორის, სადაც ანტისარაკეტო დანადგარები იქნება განთავსებული?

- ახალი ხელისუფლების პირობებშიც?

- იმედია, ახლა ასე აღარ მოხდება და როგორც პოლონეთმა გამოიჩინა სიბრძნე, საქართველოც ასევე მოიქცევა. ასევე, ძალიან საინტერესოა, გაირკვეს, რეალურად რა შემოდიოდა ოსეთიდან სააკაშვილის პერიოდში და ვინ აკონტროლებდა ამ "ტვირთებს''? ხომ არ გამოიკვეთება ისეთი მაღალჩინოსების გვარები, როგორებიცაა ადეიშვილი, მერაბიშვილი და ძმანი მათნი? ბევრი კითხვებია კოდუას ოჯახთან - ყველა იმ ბიზნესის გარშემო, რასაც ისინი ფლობენ. ეს ყველაფერი ახალი არ არის, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოდის, მაგრამ ის მანკიერი და უკანონო ქმედებები აწ უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ გაცილებით უკეთ გააგრძელა.

- თქვენ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი პაციენტი ხართ. არ შემიძლია, არ გკითხოთ დღემდე არსებულ მდგომარეობაზე და იმ კადრებზე, რამაც, ფაქტიურად, არჩევნების ბედი გადაწყვიტა.

- ის ვიდეოკადრები მოგონილია იმასთან შედარებით, რაც აქ - სამკურნალო დაწესებულებაში ხდებოდა. მე აქ 2008 წლიდან ვარ და უნდა ითქვას, მხოლოდ უფლის ნებით ვარ ცოცხალი და თვითმხილველი ყველა იმ საშინელებისა, რაც ბოლო დრომდე ხდებოდა. მინდა, მკითხველმა სწორად გაიგოს - ამაზე ლაპარაკი ახლა არ დამიწყია, არჩევნების შემდეგ ამას მე ყოველთვის ვლაპარაკობდი. ეს დაწესებულება სინამდვილეში გახლდათ მკაცრი რეჟიმის საპყრობილე, რომელიც თავისი სიმკაცრით ცნობილ მე-7 იზოლატორსაც არ ჩამოუვარდებოდა! აქ სცემდნენ ყველას!

განსაკუთრებით - მიღების დროს, მნიშვნელობა არ ქონდა, რა მდგომარეობაში შემოდიოდა პატიმარი. ამისთვის სპეციალური ადგილები იყო შერჩეული, სადაც ვიდეოთვალი არ იყო. ზედმიწევნით სრულდებოდა ის მითითებები, რაც დეპარტამენტიდან ან პროკურატურიდან მოდიოდა პატიმრის გასატეხად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ეს ვითარება გამწვავდა გოგა ბუთლიაშვილის დირექტორობის დროს და გაათასმაგდა მას შემდეგ, რაც ვითომ სიტუაციის გამოსასწორებლად უსაფრთხოების უფროსად - გიორგი ავსაჯანიშვილი და რეჟიმის უფროსად - თოლორდავა დაინიშნენ, თავისი ხელის ბიჭებით, ყველა ოფიცრის გვარი არ მახსოვს. მაგალითად, ადგილი ჰქონდა ასეთ ფაქტს, რომელსაც პირადად შევესწარი - ლოგინში მწოლიარე პატიმარს, რომელსაც განძრევა არ შეეძლო, თოლორდავა შეუვარდა და ლამის მოკლა ცემაში მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმს დაუძახა. ძალიან ხშირად, სამუშაო საათების შემდეგ თოლორდავას პატიმრები საორდინატოროში ჩაყავდა და უმოწყალოდ სცემდა, მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და უფალმა მომიტევოს, არავის განვიკითხავ, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, მათი ძმები, მამები, შვილები რა დღეში იყვნენ ამ ჯალათების ხელში. იყო ასეთი შემთხვევა: ერთმა სამუდამოპატიმრობამისჯილმა გაიკეთა ოპერაცია, ჩამოიყვანეს საკანში, მე-2 საართულზე და დაეწყო სისხლდენა. მორიგე ოფიცერმა კარი მანამდე არ გააღო, ვიდრე შესაბამისი ბრძანება არ მიიღო და როდესაც კარი გააღეს, პატიმარი თითქმის სისხლისაგან იყო დაცლილი. გაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაიცვალა. სწორედ მაშინ მოკლა ცემაში თოლორდავამ მეორე პატიმარი - ექიმს რომ ეძახდა, უშველეთ, კვდებაო! იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები ექიმების მიმართაც. მე მინახავს არაბული ციხეები, სიერრა-ლეონეში, მაგალითად, პატიმრებს აშიშვლებენ და ისე შეყავთ ციხეში, მაგრამ ჩემს დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილების განმავლობაში მსგავსი სისასტიკე არ მინახავს! ვადასტურებ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატიმრების ხელკეტებით გაუპატიურებას. ამის თქმის საშუალებას ერთი გარემოება მაძლევს - როდესაც მე სამკურნალოდ ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიყავი გაყვანილი, თავზე სპეცნაზელი მადგა მთელი თავისი აღჭურვილობით და ლაპარაკის დროს, არ დამავიწყდება, პრეზერვატივი ამოიღო ჯიბიდან. - რად გინდა მეთქი და - ამას "დუბინკას'' ჩამოვაცმევთ და ვინც იმსახურებს, ერთ ადგილას გავუკეთებთო!!! აქ - მე-18 დაწესებულებაში განსაკუთრებით უყვარდათ პლასტმასის მილებით ცემა, ეს იყო მათი იარაღი. ასეთი რამეც ხდებოდა - ერთი და იგივე პატიმარი რამოდენიმეჯერ რომ ბრუნდებოდა აქ, გადაიცვამდნენ "სპეცნაზელის'' ფორმას, ჩამოიცვამდნენ ნიღაბს, რომ არ ეცნოთ და ცემით სიკვდილამდე რომ მიიყვანდნენ, თვითონვე აიყვანდენ რეანიმაციაში და გონზე მოსულს, "თანაუგრძნობდნენ'' - ეს რა გიქნეს, სპეცნაზი იყო შემოსული და რა გვექნაო!!! ამის შემდეგ იკრძალებოდა ტელეფონი რაღაც პერიოდი, რომ ინფორმაცია არ გასულიყო. მე იმის თვითმხილველიც ვარ, ნოემბერ-დეკემბერში, სიცივეში, ავსაჯანიშვილ-ბულბულაშვილ-თოლორდავას დროს როგორ გაიტანდნენ საკნიდან ლეიბს, საბანს, თეთრეულს, ტანსაცმელს და მაისურისამარა პატიმრებს რკინებზე დაწოლილს ტოვებდნენ! უმეტეს კამერებში ფარული ვიდეოთვალები იყო ჩამონტაჟებული, ერთ-ერთი მე თვითონ ამოვთხარე, დირექტორს ჩავუტანე და მაგიდაზე დავუდე! ვინმეს რაიმე განცხადება რომ ჩაეგდო ყუთში, ისე სცემდნენ, ადამიანად აღარ ვარგოდა! ხშირად საქმეში "სუიციდის მცდელობას'' უწერდნენ! უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდი როლი ითამაშა კანცელარიამ - განცხადებებს, უბრალოდ, ხევდნენ! აპრობირებული მეთოდი იყო მორგში ჩაყვანა და იქ ცემა - იქ ხომ ვიდეოკამერა არ არის! კიდევ - საყვედურების ჩადება პირად საქმეებში - რატომღაც ამაზე არავინ ლაპარაკობს! სამი საყვედური რომ გაქვს, ე.ი. სარეჟიმო მოთხოვნებს არღვევ და მორჩა - უკვე "კრიტში'' გადაყავხარ! მე თურმე უკვე ოთხი ასეთი მქონია - საიდან, რატომ, რისთვის - ღმერთმა იცის! ომბუდსმენი ან მისი წარმომადგენელი რომ შემოვიდოდა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდი - ყველა საკანთან იდგნენ. თუ ვინმეს რამე მაინც წამოცდებოდა, მხოლოდ გაიცინებდნენ და მათი წასვლის შემდეგ რაც მოუვიდოდა პატიმარს, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - აქ ვინც ინვალიდის სავარძელში ზის, ყველა ცემისა და წამების მსხვერპლია, ბევრს ღვიძლი დაშლილი რომ აქვს, ცემისგანაა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ელექტროშოკი დირექტორის კაბინეტში, თუმცა მისი გამოყენების ფაქტს არ შევსწრებივარ. თითქმის ყოველღამე ისმოდა საშინელი ხმები - ცემის, წამების, შეურაცხყოფის... ღამეები არ მიძინია! ახლა შეიცვალა ადმინისტრაცია - ახალი დირექტორია, ახალი რეჟიმის, უსაფრთხოების უფროსები და ხაზგასმით მინდა ვთქვა - იმედი მომეცა, რომ კანონი იკანონებს, პატიმრებმა შვება იგრძნეს. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი ხალხი, ვინც პატიმრებზე იზრუნებს, უფალმა ბევრი მოგვცეს! დღეს აქტუალურია ე.წ. ციხის ბუნტის საქმე. მე პირადად ვარ თვითმხილველი, რა იქ მოხდა და ამასაც გეტყვით.

მარი შათირიშვილი

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"