ლედი გაგას ტანსაცმელს აუქციონზე გაყიდიან

ლედი გაგას ტანსაცმელს აუქციონზე გაყიდიან

კაბები და აქსესუარები, რომლებსაც მომღერალი ლედი გაგა ატარებდა, აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს.

აუქციონის სახლ Julien's Auctions-ის ორგანიზებული ვაჭრობა ბევერლი-ჰილზზე 1 დეკემბერს გაიმართება. აუქციონზე პოპ-ვარსკვლავის ოთხი ნივთი გაიყიდება.

ლოტებს შორისაა - დიზაინერ ედი ჰავრილიდისის შექმნილი კაბა, რომელსაც  მომღერლის სისხლის წვეთიც კი ეტყობა (იგი თაყვანისმცემელმა შემთხვევით დაკაწრა). გამჭვირვალე ქვედაბოლოიანი კაბა სავარაუდოდ 10-12 ათას დოლარად გასხვისდება.

კაბის გარდა, Julien's Auctions-ის აუქციონზე იყიდება ნიღაბი, დეკორატიული ჩაფხუტი და ქუდი, რომლებშიც ლედი გაგა სცენაზე გამოდიოდა, ან კლიპებში იღებდნენ.

ამჟამად, ლედი გაგა საკუთარ ალბომ "Born This Way"-ს მხარდამჭერ კონცერტებს მართავს. მომღერლის შოუ რიო-დე-ჟანეიროში 9 ნოემბერს გაიმართება.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება