ბაჩო ახალაია დაკავებულია

ბაჩო ახალაია დაკავებულია

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია. ყოფილი მინისტრი წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

ადვოკატ დავით დეკანოიძის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ადვოკატის განმარტებით, დაკითხვისას შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდს. საუბარი იყო თანამშომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ფაქტებზე და ამ მხრივ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რაც ადვოკატის თქმით, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა.

დეკანოიძის განცხადებით, ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ახალაიას ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.

ახალაიას 5-დან 8 წლამდე თავისფლების აღკვეთა ემქურება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა