2012 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,0 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ტრანსპორტი.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ოქტომბრის თვის ინფლაციაში 0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3,0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1,6 პროცენტი); ამასთან ფასები შემცირდა თევზეულზე (4,3 პროცენტი).
ტრანსპორტი: ფასები შემცირდა 1,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (3,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,5 პროცენტი).
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9