სასჯელაღსრულების ორთაჭალის #1 დაწესებულებაში 17-მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფის წევრები შედიან. ამასთან, ორთაჭალის #1 ციხეს სამინისტროს წარმომადგენლებიც მოინახულებენ.