სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ეკა ხოფერიას ფერის-ცვალებანი ჟურნალისტიკაში
ეკა ხოფერიას ფერის-ცვალებანი ჟურნალისტიკაში

ად­რეც ვწერ­დი და ახ­ლაც იმა­ვეს მო­გახ­სე­ნებთ, რომ მა­ოგ­ნებს ჩემი ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გის საქ­ცი­ე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. როცა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ორ წამ­ში იც­ვა­ლოს ფერი და სულ სხვა რელ­სებ­ზე გა­და­ვი­დეს, ეს მისი პი­როვ­ნუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, ასეთ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც წესი, შუბ­ლის ძარ­ღვი გა­წყვე­ტი­ლი კი არ აქვთ, არა­მედ ამ­გვა­რი რამ ორ­გა­ნიზ­მში სა­ერ­თოდ არ მო­ე­პო­ვე­ბათ. შუბ­ლი არის, მაგ­რამ ძარ­ღვი - არა. ეს მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვია, რად­გა­ნაც არ გი­წევს მისი ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­წყვე­ტა. ქა­მე­ლე­ო­ნი­ვით მუდ­მივ ფე­რის-ცვა­ლე­ბა­ში მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი რამ არის, რაც შე­იძ­ლე­ბა, იმ ქვე­ყა­ნას და­ე­მარ­თოს, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ ნა­ბი­ჯებს ძა­ლი­ან მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი ფეხ­საც­მლით დგამს. ეს ფეხ­საც­მე­ლი ისე­დაც ძა­ლი­ან უჭერს და ეს ქა­მე­ლე­ო­ნე­ბი ყვე­ლა ახ­ლომ­დე­ბა­რე მა­ღა­ზი­ას ხუ­რა­ვენ, რომ მისი შეც­ვლა ვერ მო­ხერ­ხდეს.

ამ­ხე­ლა შე­სა­ვა­ლი იმის­თვის დამ­ჭირ­და, რომ გე­სა­უბ­როთ ერთ ჟურ­ნა­ლისტზე, რო­მელ­საც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და გა­და­ცე­მა "აუ­დი­ტო­რია" "პირ­ველ არხზე", სა­დაც ამა თუ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ან ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვან (ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად უმ­ნიშ­ვნე­ლო­საც კი) თე­მას მი­მო­ი­ხი­ლავ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვით­ლად შე­ფე­რა­დე­ბულ გა­და­ცე­მას უძღვე­ბო­და, ასე­თი­ვე ჟურ­ნალ "სი­თის" აკე­თებ­და და არას­დროს გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, რომ რა­ი­მეს მი­მართ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი გა­მო­ეთ­ქვა. მა­გა­ლი­თად, თუკი ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ მომ­ღერ­ლებს ნატო მე­ტო­ნი­ძეს ან ლიზა ბაგ­რა­ტი­ონს გა­და­ცე­მა­ში არ და­ა­პა­ტი­ჟე­ბი­ნებ­დნენ ან კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი დი­ე­ტა­ზე რომ ლა­პა­რა­კობ­და, ამის გამო "აუ­დი­ტო­რი­ას", რო­მელ­საც, ყვე­ლამ იცის, არ ჰყო­ლია მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რია, ბო­რო­ტი გია ჭან­ტუ­რია ეთერ­ში არ გა­აშ­ვე­ბი­ნებ­და, გა­მო­სუ­ლი­ყო ერთხელ მა­ინც და თუნ­დაც ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ან სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ეთ­ქვა, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის რო­გორ "შე­უ­რა­ცხმყო­ფელ" და "და­მამ­ცი­რე­ბელ" ვი­თა­რე­ბა­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკა ხო­ფე­რია პო­ლი­ტი­კურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში იყო და არც მა­შინ აუხ­სნია ჩვენ­თვის ნორ­მა­ლუ­რად, რა­ტომ და­ტო­ვა "რუს­თა­ვი 2", რო­დე­საც იქი­დან ხმა­უ­რით წა­მო­ვი­და და არც "იმე­დის" დარ­ბე­ვის შემ­დეგ ჩას­დგო­მია სა­თა­ვე­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც სა­მარ­თლის ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდათ. ეკა ხო­ფე­რი­ამ, უბ­რა­ლოდ, ცოტა ხნით შე­ის­ვე­ნა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნა. მისი გა­მოც­დი­ლე­ბის ადა­მი­ანს ალ­ბათ შე­ეძ­ლო, თუნ­დაც "მა­ესტრო­ში" წა­სუ­ლი­ყო და მარ­თა­ლია, პა­ტა­რა სტუ­დი­ი­დან, მაგ­რამ მა­ინც ეკე­თე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შოუ და ეთ­ქვა მარ­თა­ლი სი­ტყვა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ის რა­დიო "უც­ნობ­ში" მუ­შა­ობ­და და მიჰ­ყავ­და თოქ­შოუ და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს არც კი ესალ­მე­ბო­და, მაგ­რამ ეს სხვა სა­კი­თხია.

ისევ პო­ლი­ტი­კურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ეკას ალ­ბათ შე­ეძ­ლო, სხვა გზა აერ­ჩია, მაგ­რამ ეს არ გა­უ­კე­თე­ბია. ამი­ტო­მაც გა­უ­გე­ბა­რი იყო, რო­დე­საც მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სას­წრა­ფოდ მი­ირ­ბი­ნა ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის ეთერ­ში და გა­ნა­ცხა­და იმ "ური­ცხვი ზე­წო­ლის ფაქ­ტის" შე­სა­ხებ, რაც თურ­მე ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გმი­რუ­ლად აუ­ტა­ნია. გა­უ­გე­ბა­რია, ვინ აი­ძუ­ლებ­და მას, "სი­თი­ში" გა­ნუ­წყვეტ­ლივ ებეჭ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ შექ­მნი­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხატ­ვრუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. მაგ­რამ რო­გორც კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და სა­თა­ვე­ში, გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლის, ლელა კი­ლა­ძი­სა და მისი ვა­ჟის, ალექ­სან­დრეს ფო­ტო­ე­ბი მაია და ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე­ე­ბის ფო­ტომ ჩა­ა­ნაც­ვლა. ახა­ლი ელი­ტაც შე­იქ­მნა და ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იღებს ეკა ხო­ფე­რი­აც. ის ბაია გა­და­ბა­ძეს­თან ერ­თად სას­წრა­ფოდ გა­ე­შუ­რა დე­ბის­გან ინ­ტერ­ვი­უს ასა­ღე­ბად. შე­გახ­სე­ნებთ, ბა­ი­ამ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა უც­ნო­ბის "საკ­ნის" პრო­დი­უ­სე­რის რან­გში და­ი­წყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტურ წრე­ებ­ში ამით გახ­და ცნო­ბი­ლი, მერე კი სხვა­დას­ხვა თოქ­შო­უ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, მათ შო­რის, "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­შიც" მუ­შა­ობ­და პრო­დი­უ­სე­რად. ეს ის ბაია გა­და­ბა­ძეა, რომ­ლის ოპე­რა­ცი­აც თბი­ლი­სის მერ­მა თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხით და­ა­ფი­ნან­სა. ეკა­სა და ბა­ი­ას მიერ ჩა­წე­რილ­მა ინ­ტერ­ვი­უმ და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლის გა­ფო­ტო­შო­პე­ბულ­ფო­ტო­ი­ან­მა ყდამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" ყვი­თელ პრე­სას ეძა­ხი­ან და ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე წლე­ბია ხვდე­ბა რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და პო­ლი­ტი­კა­ში სა­ერ­თოდ ჩა­უ­ხე­და­ვი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მთე­ლი არ­მია. ამ დროს "სი­თის" რე­დაქ­ტორს შე­უძ­ლია, ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ტალ­ღი­დან მე­ო­რე­ზე ასე უხე­შად გა­და­ი­ნაც­ვლოს... კო­ლე­გი­ა­ლო­ბა კარ­გი რა­მეა და ჩვენს ჟურ­ნალს არ ეს­წავ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ასე ხში­რად იც­ვლის ფერს და ეს კა­ბის ფერი არ არის, უკვე სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამი­ტო­მაც თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, ამის შე­სა­ხებ დავ­წე­რო და იმე­დია, კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის­თვის ჩვენს სფე­რო­ში ჯერ კი­დევ დარ­ჩა ად­გი­ლი.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ეკა ხოფერიას ფერის-ცვალებანი ჟურნალისტიკაში

ეკა ხოფერიას ფერის-ცვალებანი ჟურნალისტიკაში

ადრეც ვწერდი და ახლაც იმავეს მოგახსენებთ, რომ მაოგნებს ჩემი ზოგიერთი კოლეგის საქციელი წლების განმავლობაში. როცა ადამიანს შეუძლია, ორ წამში იცვალოს ფერი და სულ სხვა რელსებზე გადავიდეს, ეს მისი პიროვნული კეთილდღეობისთვის საუკეთესო ვარიანტია, ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არ აქვთ, არამედ ამგვარი რამ ორგანიზმში საერთოდ არ მოეპოვებათ. შუბლი არის, მაგრამ ძარღვი - არა. ეს მარტივი ამბავია, რადგანაც არ გიწევს მისი ძიება და შესაბამისად, გაწყვეტა. ქამელეონივით მუდმივ ფერის-ცვალებაში მყოფი ჟურნალისტი ყველაზე უარესი რამ არის, რაც შეიძლება, იმ ქვეყანას დაემართოს, რომელიც დემოკრატიისკენ ნაბიჯებს ძალიან მოუხერხებელი ფეხსაცმლით დგამს. ეს ფეხსაცმელი ისედაც ძალიან უჭერს და ეს ქამელეონები ყველა ახლომდებარე მაღაზიას ხურავენ, რომ მისი შეცვლა ვერ მოხერხდეს.

ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ გესაუბროთ ერთ ჟურნალისტზე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა გადაცემა "აუდიტორია" "პირველ არხზე", სადაც ამა თუ იმ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ან ნაკლებად მნიშვნელოვან (ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელოსაც კი) თემას მიმოიხილავდა, ფაქტობრივად, ყვითლად შეფერადებულ გადაცემას უძღვებოდა, ასეთივე ჟურნალ "სითის" აკეთებდა და არასდროს გასჩენია სურვილი, რომ რაიმეს მიმართ საფუძვლიანი პროტესტი გამოეთქვა. მაგალითად, თუკი ყველასათვის საყვარელ მომღერლებს ნატო მეტონიძეს ან ლიზა ბაგრატიონს გადაცემაში არ დააპატიჟებინებდნენ ან კობა დავითაშვილი დიეტაზე რომ ლაპარაკობდა, ამის გამო "აუდიტორიას", რომელსაც, ყველამ იცის, არ ჰყოლია მრავალრიცხოვანი აუდიტორია, ბოროტი გია ჭანტურია ეთერში არ გააშვებინებდა, გამოსულიყო ერთხელ მაინც და თუნდაც ჩვენი ჟურნალის საშუალებით ან სხვა მედიასაშუალებაში ეთქვა, ჟურნალისტისთვის როგორ "შეურაცხმყოფელ" და "დამამცირებელ" ვითარებაში უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. წლების განმავლობაში ეკა ხოფერია პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში იყო და არც მაშინ აუხსნია ჩვენთვის ნორმალურად, რატომ დატოვა "რუსთავი 2", როდესაც იქიდან ხმაურით წამოვიდა და არც "იმედის" დარბევის შემდეგ ჩასდგომია სათავეში ჟურნალისტებს, რომელთაც სამართლის ძიების სურვილი გაუჩნდათ. ეკა ხოფერიამ, უბრალოდ, ცოტა ხნით შეისვენა და საზოგადოებრივ არხზე საზოგადოებრივი გადაცემის წამყვანად მოგვევლინა. მისი გამოცდილების ადამიანს ალბათ შეეძლო, თუნდაც "მაესტროში" წასულიყო და მართალია, პატარა სტუდიიდან, მაგრამ მაინც ეკეთებინა პოლიტიკური თოქშოუ და ეთქვა მართალი სიტყვა. გარკვეული პერიოდი ის რადიო "უცნობში" მუშაობდა და მიჰყავდა თოქშოუ და, როგორც ამბობენ, თავის თანამშრომლებს არც კი ესალმებოდა, მაგრამ ეს სხვა საკითხია.

ისევ პოლიტიკურ ჟურნალისტიკას რომ დავუბრუნდეთ, ეკას ალბათ შეეძლო, სხვა გზა აერჩია, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ამიტომაც გაუგებარი იყო, როდესაც მხოლოდ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ სასწრაფოდ მიირბინა ნინო ჟიჟილაშვილის ეთერში და განაცხადა იმ "ურიცხვი ზეწოლის ფაქტის" შესახებ, რაც თურმე ამდენი ხნის განმავლობაში გმირულად აუტანია. გაუგებარია, ვინ აიძულებდა მას, "სითიში" განუწყვეტლივ ებეჭდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი შოუბიზნესური და პოლიტიკური ბომონდის წარმომადგენელთა მხატვრული ფოტოები. მაგრამ როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა სათავეში, გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძისა და მისი ვაჟის, ალექსანდრეს ფოტოები მაია და ნათია ფანჯიკიძეების ფოტომ ჩაანაცვლა. ახალი ელიტაც შეიქმნა და ამაში მონაწილეობას, რასაკვირველია, იღებს ეკა ხოფერიაც. ის ბაია გადაბაძესთან ერთად სასწრაფოდ გაეშურა დებისგან ინტერვიუს ასაღებად. შეგახსენებთ, ბაიამ თავისი კარიერა უცნობის "საკნის" პროდიუსერის რანგში დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტურ წრეებში ამით გახდა ცნობილი, მერე კი სხვადასხვა თოქშოუში გადაინაცვლა, მათ შორის, "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც" მუშაობდა პროდიუსერად. ეს ის ბაია გადაბაძეა, რომლის ოპერაციაც თბილისის მერმა თბილისის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხით დააფინანსა. ეკასა და ბაიას მიერ ჩაწერილმა ინტერვიუმ და საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მეუღლის გაფოტოშოპებულფოტოიანმა ყდამ სოციალურ ქსელებშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჟურნალ "რეიტინგს" ყვითელ პრესას ეძახიან და ჩვენი ჟურნალის ყდაზე წლებია ხვდება როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ასევე მოწინააღმდეგე და პოლიტიკაში საერთოდ ჩაუხედავი რესპონდენტების მთელი არმია. ამ დროს "სითის" რედაქტორს შეუძლია, ერთი პოლიტიკური ტალღიდან მეორეზე ასე უხეშად გადაინაცვლოს... კოლეგიალობა კარგი რამეა და ჩვენს ჟურნალს არ ესწავლება, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი ასე ხშირად იცვლის ფერს და ეს კაბის ფერი არ არის, უკვე საგანგაშო მდგომარეობაა. ამიტომაც თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამის შესახებ დავწერო და იმედია, კრიტიკული შენიშვნებისთვის ჩვენს სფეროში ჯერ კიდევ დარჩა ადგილი.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები