სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზურაბ აბაშიძე: "პოლიტიკაში მარადიული მტრობა არ არსებობს"
ზურაბ აბაშიძე: "პოლიტიკაში მარადიული მტრობა არ არსებობს"

თუ პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამ ტემ­პით გა­ნაგ­რძო მთავ­რო­ბა­ში ექ­სპერ­ტე­ბის მიწ­ვე­ვა, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი მალე რეს­პონ­დენ­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, "კვი­რის თე­მის" რეს­პონ­დენტ ექ­სპერტთა უმე­ტე­სო­ბა არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან და ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ი­დან შე­უძ­ლია მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა. თუმ­ცა, სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტო­ლოგ ზუ­რაბ აბა­ში­ძის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სი და­ვუშ­ვით - მას არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, რუ­სეთ­თან გა­ყი­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან დაძ­ვრა და­ე­ვა­ლა. ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის "ცივი ომი" გრძელ­დე­ბა და ზოგ­ჯერ "ცხელ" და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­დაზ­რდის სა­შიშ­რო­ე­ბაც იქ­მნე­ბა.

ამ მტრო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვი­საც კარ­გად იყე­ნებ­დნენ - ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში "რუ­სულ კვალს" ეძებ­და, რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ გა­მო­კი­თხვებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლო "მტრე­ბის" რე­ი­ტინ­გში ხში­რად უს­წრებს "ტრა­დი­ცი­ულ" აშშ-სა თუ ნა­ტოს. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა პრე­მი­ერ­მა ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­დად­გა - რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი, პო­ლი­ტო­ლო­გი ზუ­რაბ აბა­ში­ძე და­ნიშ­ნა. რო­გორც ახა­ლი სპე­ცწარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ურ­ყე­ვი პო­ზი­ცია იყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი ყო­ფი­ლი­ყო გამჭვირ­ვა­ლე, ღია და კუ­ლუ­ა­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­რე­შე.

- ჩვენ რუ­სე­თის­კენ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­დავ­დგით. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­მო­ი­ღო რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ე­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამის შე­სა­ხებ მოს­კოვ­ში უკვე იცი­ან და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ალ­ბათ, უკვე გა­იგ­ზავ­ნა. ამ­ჯე­რად მათი მხრი­დან უნდა გა­და­იდ­გას სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი და მოს­კოვ­ში შემ­ხვედ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ.

- რა სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­მა გა­დად­გას? ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით ის იქით ელო­დე­ბა კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს.

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ჩვენ ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით და ეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახა­ლი არ­ხია. რო­დე­საც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახალ არხზე ვსა­უბ­რობთ, ვგუ­ლის­ხმობთ იმას, რომ ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი არ­სე­ბობს და ეს უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს. ჟე­ნე­ვის ფორ­მატ­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მე­ბის გარ­და, უამ­რა­ვი სა­კი­თხი სა­ჭი­რო­ებს მოგ­ვა­რე­ბას და სწო­რედ ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ახა­ლი არხი. ამა­ზე რუ­სულ­მა მხა­რემ თა­ვი­სი აზრი უნდა გა­მოთ­ქვას. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი დიდი სურ­ვი­ლია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეს ახა­ლი არხი ამოქ­მედ­დეს.

- ამ არ­ხის ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა­ი­მე წინა პი­რო­ბა ექ­ნე­ბა ქარ­თულ მხა­რეს?

- არა­ნა­ი­რი წინა პი­რო­ბა არ უნდა იყოს. სხვა­თა შო­რის, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებ­და, რომ მზად იყო, რუ­სეთ­თან და­ე­წყო დი­ა­ლო­გი წინა პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე "ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას", თუმ­ცა ამას მა­შინ მოს­კო­ვი­დან გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი ქარ­თულ მხა­რეს სა­კი­თხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­ზეც რუ­სეთ­თან პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ი­წყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი?

- თე­მებს პირ­ველ და მე­ო­რე რი­გის სა­კი­თხე­ბად არ ვყოფთ. რა თქმა უნდა, რუ­სულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პრო­ცე­სე­ბი ჩიხ­შია მოქ­ცე­უ­ლი. სხვა უამ­რა­ვი სა­კი­თხი შე­და­რე­ბით იო­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვას, ფან­ტა­ზი­ას თუ ენერ­გი­ას არ სა­ჭი­რო­ებს. ასეთ თე­მებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა და ხელ­შე­წყო­ბა. თუ და­ი­წყე­ბა დი­ა­ლო­გი, შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო იო­ლად შე­იძ­ლე­ბა.

- რუს­მა ექ­სპერ­ტებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სის მიერ სპე­ცწარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­მო­ღე­ბა და ამ პოსტზე თქვე­ნი და­ნიშ­ვნა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს. თუმ­ცა ხაზი გა­უს­ვეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნით, ვიდ­რე მოს­კო­ვი. ზო­გი­ერ­თმა ექ­სპერ­ტმა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბაო.

- ამ ექ­სპერტს ყო­ველ­გვა­რი ღრმა ანა­ლი­ზის გა­რე­შე ვე­ტყო­დი, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო სჭირ­დე­ბა - მას სჭირ­დე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი. ჩვენ ერ­თნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბიც გვაქვს. ურ­თუ­ლე­სი რე­გი­ო­ნია - უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გარ­და არ­სე­ბობს ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან, ნარ­კო­ტი­კებ­თან, ტრე­ფი­კინგთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. კი­დევ უამ­რა­ვი სა­კი­თხის ჩა­მოთ­ვლა შე­მიძ­ლია და არა მგო­ნია, გან­სა­ზღვრე­ბა, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო არ სჭირ­დე­ბა, ზუს­ტი იყოს. რუ­სე­თის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრეს­ტი­ჟიც. სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მუდ­მი­ვად წა­გე­ბუ­ლი რჩე­ბა - გა­მო­დის ოკუ­პან­ტის როლ­ში და ეს ტერ­მი­ნი და­ფიქ­სირ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის თემა სა­დაც კი წა­მო­იჭ­რე­ბა, რუ­სე­თი სა­ყო­ველ­თაო კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. ამი­ტომ მოს­კო­ვი ნამ­დვი­ლად ვერ გვე­ტყვის - თქვე­ნი ამ­ბა­ვი სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზურაბ აბაშიძე: "პოლიტიკაში მარადიული მტრობა არ არსებობს"

ზურაბ აბაშიძე: "პოლიტიკაში მარადიული მტრობა არ არსებობს"

თუ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ამ ტემპით განაგრძო მთავრობაში ექსპერტების მიწვევა, თქვენი მონა-მორჩილი მალე რესპონდენტების გარეშე დარჩება. ხუმრობა იქით იყოს და, "კვირის თემის" რესპონდენტ ექსპერტთა უმეტესობა არ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და ნეიტრალური პოზიციიდან შეუძლია მოვლენების შეფასება. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძისთვის გამონაკლისი დავუშვით - მას არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთთან გაყინული ურთიერთობების მკვდარი წერტილიდან დაძვრა დაევალა. ოთხი წლის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის "ცივი ომი" გრძელდება და ზოგჯერ "ცხელ" დაპირისპირებაში გადაზრდის საშიშროებაც იქმნება.

ამ მტრობას საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები შიდა მოხმარებისთვისაც კარგად იყენებდნენ - ძველი ხელისუფლება ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში "რუსულ კვალს" ეძებდა, რუსეთში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში კი საქართველო "მტრების" რეიტინგში ხშირად უსწრებს "ტრადიციულ" აშშ-სა თუ ნატოს. საქართველოს ახალმა პრემიერმა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ამ ქვეყანაში საქართველოს ყოფილი ელჩი, პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. როგორც ახალი სპეცწარმომადგენელი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის ურყევი პოზიცია იყო, რომ ყველაფერი ყოფილიყო გამჭვირვალე, ღია და კულუარული მოძრაობების გარეშე.

- ჩვენ რუსეთისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიღო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა. ამის შესახებ მოსკოვში უკვე იციან და დიპლომატიური არხებით შეტყობინება, ალბათ, უკვე გაიგზავნა. ამჯერად მათი მხრიდან უნდა გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და მოსკოვში შემხვედრი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

- რა საპასუხო ნაბიჯი შეიძლება რუსეთმა გადადგას? ოფიციალური მოსკოვის განცხადებით ის იქით ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს.

- როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ეს კომუნიკაციის ახალი არხია. როდესაც კომუნიკაციის ახალ არხზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ჟენევის ფორმატი არსებობს და ეს უნდა შენარჩუნდეს. ჟენევის ფორმატზე განსახილველი თემების გარდა, უამრავი საკითხი საჭიროებს მოგვარებას და სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტას მოემსახურება ეს ახალი არხი. ამაზე რუსულმა მხარემ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დიდი სურვილია, რომ კომუნიკაციის ეს ახალი არხი ამოქმედდეს.

- ამ არხის ამოქმედების შემთხვევაში რაიმე წინა პირობა ექნება ქართულ მხარეს?

- არანაირი წინა პირობა არ უნდა იყოს. სხვათა შორის, ძველი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მზად იყო, რუსეთთან დაეწყო დიალოგი წინა პირობების გარეშე "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას", თუმცა ამას მაშინ მოსკოვიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

- საინტერესოა, თუ აქვს განსაზღვრული ქართულ მხარეს საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც რუსეთთან პირველ რიგში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები?

- თემებს პირველ და მეორე რიგის საკითხებად არ ვყოფთ. რა თქმა უნდა, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში უმთავრესი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებია, რომელთან დაკავშირებითაც პროცესები ჩიხშია მოქცეული. სხვა უამრავი საკითხი შედარებით იოლად მოსაგვარებელია და განსაკუთრებულ ძალისხმევას, ფანტაზიას თუ ენერგიას არ საჭიროებს. ასეთ თემებს განეკუთვნება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა და ხელშეწყობა. თუ დაიწყება დიალოგი, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით უფრო იოლად შეიძლება.

- რუსმა ექსპერტებმა ოფიციალური თბილისის მიერ სპეცწარმომადგენლის თანამდებობის შემოღება და ამ პოსტზე თქვენი დანიშვნა დადებითად შეაფასეს. თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო უფრო მეტად არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობების აღდგენით, ვიდრე მოსკოვი. ზოგიერთმა ექსპერტმა პირდაპირ განაცხადა რუსეთს საქართველო არაფერში სჭირდებაო.

- ამ ექსპერტს ყოველგვარი ღრმა ანალიზის გარეშე ვეტყოდი, რომ რუსეთს საქართველო სჭირდება - მას სჭირდება სამხრეთ კავკასიაში საიმედო პარტნიორი. ჩვენ ერთნაირი პრობლემებიც გვაქვს. ურთულესი რეგიონია - უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გარდა არსებობს იარაღით ვაჭრობასთან, ნარკოტიკებთან, ტრეფიკინგთან დაკავშირებული პრობლემები. კიდევ უამრავი საკითხის ჩამოთვლა შემიძლია და არა მგონია, განსაზღვრება, რომ რუსეთს საქართველო არ სჭირდება, ზუსტი იყოს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრესტიჟიც. საერთაშორისო არენაზე რუსეთი საქართველოსთან მუდმივად წაგებული რჩება - გამოდის ოკუპანტის როლში და ეს ტერმინი დაფიქსირდა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში. საქართველოს ოკუპაციის თემა სადაც კი წამოიჭრება, რუსეთი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი ხდება. ამიტომ მოსკოვი ნამდვილად ვერ გვეტყვის - თქვენი ამბავი სულ არ მაინტერესებსო.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა