სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რაც კარგია, იმას წყალს მარტო გიჟი ატანს"
"რაც კარგია, იმას წყალს მარტო გიჟი ატანს"

ჩვენ ბევ­რს მო­ვი­თხოვთ ცხოვ­რე­ბი­სა­გან, ვკა­მა­თობთ მის მო­წყო­ბა­ზე, ვე­და­ვე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბას, - წი­ნაპ­რე­ბი­ვით კარ­გე­ბი არ ხარ­თო. ზოგ­ჯერ მეც ასე ვფიქ­რობ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მო­ხუ­ცებს ვხვდე­ბი. - ერთხელ იტყვი­ან და ისე იტყვი­ან, რომ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად მეტი ის­წავ­ლო, ვიდ­რე მთე­ლი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­სა­გან. ზემო კაჭ­რეთ­ში, ას წელს მი­ტა­ნე­ბულ უსი­ნათ­ლო ბა­ბოს (კატო ორ­ვე­ლაშ­ვილს) შევ­ხვდი და გა­მა­ოგ­ნა - ყვე­ლა­ფერს თვალ­ხი­ლულ­ზე უკეთ ხე­დავს.

კატო ბა­ბოს ახ­ლაც ბევ­რს ედა­ვე­ბა ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მო­რე­ვა­ზე რა მო­გახ­სე­ნოთ - სა­წო­ლის ქვეშ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მო­საშ­რო­ბად შე­მო­ზი­დუ­ლი შეშა შე­უ­წყვია და რა­დი­ოს გა­ფა­ცი­ცე­ბით უს­მენს. რო­გორც კი ჩემი ფე­ხის ხმა გა­ი­გო, მა­შინ­ვე შე­მომ­ჩივ­ლა, - სა­დღა­ცა ტე­ლე­ფო­ნი მიდ­გა, შვი­ლო, ნომ­რე­ბის აკ­რე­ფაი არ ვიცი, თო­რემ ხო დავ­რე­კავ­დი რა­დი­ო­ში, ჩემს ოჯა­ხის წევ­რებ, კი­დე­ვა, ვეხ­ვე­წე­ბი და არ მა­რე­კი­ნე­ბენ, - ეგა უჩ­ვე­ნო­დაც კოხ­ტად ლა­პა­რა­კობ­სო. ამა­სო­ბა­ში კატო ბე­ბოს ქა­ლიშ­ვილ­მაც მა­ნიშ­ნა, - ახლა რა­დი­ო­ზე ლა­პა­რა­კი არ და­ა­წყე­ბი­ნოთ, თო­რე­მა ცუ­დად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი საქ­მეო და მი­წით მოს­ვრი­ლი ხე­ლე­ბი გა­ი­ფერთხა, - ბო­დიშს გიხ­დით, რო ასე­თი ხე­ლე­ბით დაგ­ხვდით, მაგ­რამ სო­ფელ­ში ტრაქ­ტო­რი გა­ფუჭ­და, ჰოდა, ვდგა­ვართ და სი­მინ­დის ძი­რებს მი­წი­დან ხე­ლე­ბით ვი­ღებთ, რომ და­ბარ­ვი­სას ფეხ­ზე არ წა­მოგ­ვე­დო­სო. ამის გა­გო­ნე­ბა­ზე კი კატო ბებო ავიშ­ვიშ­და - დე­დაი მო­უკ­ვდეს. მე რომ არ დავ­ბრმა­ვე­ბუ­ლი­ყავ, ხო წა­ვეშ­ვე­ლე­ბო­დი, ვეხ­ვე­წე­ბი, - ბა­რის პირ­თან და­მა­ყე­ნე, რო დავ­ბა­რო-მეთ­ქი, მაგ­რამ - არა, ან წინ გა­და­ვარ­დე­ბი, ან უკან, სირ­ცხვი­ლია, სო­ფელს როგო შევ­ხე­დო თვა­ლებ­შიო. უსაქ­მუ­რი ჩემ დღე­ში არა ვყო­ფილ­ვარ. არ წა­მიყ­ვა­ნენ სა­ბა­რა­ვა­და?

თა­ვად და­ვი­ჭერ ჯოხ­სა და თუ მი­ვა­გე­ნი ბარ­სა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გად დავ­ბა­რავ და მერე მი­ყუ­რონ, საით გა­დავ­ვარ­დე­ბი! სი­მინ­დის მო­წე­ვა­ზეც ხო ეგრე იყო. ვუ­თხა­რი, მა­ი­ტა ეგ სი­მინ­დი, უნდა ვფხვნა-მეთ­ქი. ჯერ არ შე­იძ­ლე­ბა, ნედ­ლი­აო. მეც და­ვი­ჭი­რე ჯოხი, წა­ვე­დი ყა­ნა­ში, ტარო მოვ­ტე­ხე და მა­ინც დავ­ფხვე­ნი. შე­შაც ეგრე არ და­ვა­წყვე?! შვი­ლიშ­ვილ­საც პირი ჰქონ­და აბ­მუ­ლი - ად­რეა, ბაბო, ამ შე­შის და­ლა­გე­ბა, იყოს ასე დაყ­რი­ლი, მერე დროს ვი­შო­ვით და თა­ვად და­ვა­ლა­გებ­თო. არ და­ვი­შა­ლე. მერე ხო მი­თხრეს - ეს რა გიქ­ნია, ბაბო, ეგრე კოხ­ტად როგო და­გი­წყვი­აო! ეჰ, შვი­ლო, ახალ­გაზ­რდო­ბა­შიც ეგრე ვი­ყავ, ქა­ლე­ბი რო გავ­სხლავ­დით ვე­ნახ­სა, გა­ფან­ტუ­ლად კი არ გა­დავ­ყრი­დი წა­ლამ­სა, რაც არ უნდა დაღ­ლი­ლი ვყო­ფი­ლი­ყავ, წა­ლა­მი მა­ინც კოხ­ტად უნდა და­მე­ლა­გე­ბი­ნა. ჩემ შვი­ლიშ­ვი­ლებს კი­დევ ჰგო­ნი­ათ, რომ კნე­ი­ნა­სა­ვით თუ შა­მი­ნა­ხა­ვენ, უფრო ვი­ცო­ცხლებ. არა­და, უსაქ­მუ­რო­ბა­სა­ვით არა­ფე­რი აფუ­ჭებს ადა­მი­ან­საც და წუ­თი­სო­ფელ­საც. ხო შავი ბედი მქონ­და, მა­ინც მად­ლო­ბე­ლი გავ­ხდი წუ­თი­სოფ­ლი­სა, რომ ჯან­მრთე­ლი ვი­ყავ და ჩემი შრო­მით მარ­ჩე­ნი­ნებ­და თავ­სა. 16 წლი­დან ქვრი­ვი ვი­ყავ. ჩემს შავ ბედს რომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის შავი ბე­დიც და­ე­ტა­ნა, 32 წლი­სა და­მიქვრივ­და, მაგ­რამ ერთხელ ჩემი ობო­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით­ვინ რომ ეთ­ქვათ სკო­ლა­ში, - დახ­მა­რე­ბაი უნდა მოგ­ცე­თო, და­ვი­ხო­ცე­ნით ტი­რი­ლი­თა, - დახ­მა­რე­ბა რასა ჰქვი­ან, მაშ, ჩვენ ეგრე წყალ­წა­ღე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ გგო­ნი­ათ ბალ­ღებს შიმ­ში­ლით ვხო­ცავ­თო!

- ამა­ყი ყო­ფილ­ხართ.

- ეგ რა სი­ა­მა­ყეა, საღ-სა­ლა­მა­თი კაცი სა­მა­თხოვ­როდ ხელს რომ გა­იწ­ვდის, ის ხელი უნდა დასძვრეს. მე ვინ და­მა­ჯე­რებს, რო სა­კუ­თა­რი შრო­მით პურს ვერ იშო­ვი. ქმა­რი ხო 16 წლი­სას გა­მოგ­ლი­ჯა ომმა, ზე­დაც 7 კვი­რის ბალ­ღი შე­მა­ტო­ვა სა­პატ­რო­ნო­და, მაგ­რამ ერთხე­ლაც ხელი არა­ვის­კენ გა­მიწ­ვდია. მეხ­ვე­წე­ბო­და ჩემი ძმა, - ადექ, დაო და, მაგ ბალ­ღი­თა შინ დაბ­რუნ­დი, მე დე­გეხ­მა­რე­ბიო. ვერ ვი­ზამ მაგ საქ­მეს-მეთ­ქი, ვერც დე­დამ­თილ დავ­ტო­ვებ მარ­ტოს და ვერც შენ და­გაწ­ვე­ბი კი­სერ­ზე სარ­ჩე­ნად, და­სა­ნიშ­ნი ხარ, ცოლს რომ მა­იყ­ვან, ოჯა­ხის შე­ნახ­ვაც გე­ყო­ფა-მეთ­ქი. გა­თხო­ვე­ბის თქმას ვინ შე­მომ­კად­რებ­და - თქმა რო ვე­ღარ გა­ე­ბედ­ნა, ჩემ დას ქმა­რი გა­მო­ეგ­ზავ­ნა, - კა­ტოს უთხა­რი გა­თხოვ­დე­სო. ვუ­ყუ­რე, ვუ­ყუ­რე და, - მა­გას რად მე­უბ­ნე­ბი, შენ­თან რომ მოვ­დი­ვარ ერთ ნა­ტეხ ჭადს რომ ვჭამ? აწი იმა­საც აღარ შავ­ჭამ-მეთ­ქი! შე­ვუ­ძა­ხე ჩემს სი­ძე­სა. გა­გიჟ­და კაცი, - ეს რა ვუ­თხა­რი, ნე­ტავ, აქ მოს­ვლამ­დე ფეხი მომ­ტე­ხო­დაო.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"რაც კარგია, იმას წყალს მარტო გიჟი ატანს"

"რაც კარგია, იმას წყალს მარტო გიჟი ატანს"

ჩვენ ბევრს მოვითხოვთ ცხოვრებისაგან, ვკამათობთ მის მოწყობაზე, ვედავებით ახალგაზრდობას, - წინაპრებივით კარგები არ ხართო. ზოგჯერ მეც ასე ვფიქრობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოხუცებს ვხვდები. - ერთხელ იტყვიან და ისე იტყვიან, რომ შეიძლება ბევრად მეტი ისწავლო, ვიდრე მთელი განვლილი ცხოვრებისაგან. ზემო კაჭრეთში, ას წელს მიტანებულ უსინათლო ბაბოს (კატო ორველაშვილს) შევხვდი და გამაოგნა - ყველაფერს თვალხილულზე უკეთ ხედავს.

კატო ბაბოს ახლაც ბევრს ედავება ცხოვრება, მაგრამ მორევაზე რა მოგახსენოთ - საწოლის ქვეშ საკუთარი ხელით გამოსაშრობად შემოზიდული შეშა შეუწყვია და რადიოს გაფაციცებით უსმენს. როგორც კი ჩემი ფეხის ხმა გაიგო, მაშინვე შემომჩივლა, - სადღაცა ტელეფონი მიდგა, შვილო, ნომრების აკრეფაი არ ვიცი, თორემ ხო დავრეკავდი რადიოში, ჩემს ოჯახის წევრებ, კიდევა, ვეხვეწები და არ მარეკინებენ, - ეგა უჩვენოდაც კოხტად ლაპარაკობსო. ამასობაში კატო ბებოს ქალიშვილმაც მანიშნა, - ახლა რადიოზე ლაპარაკი არ დააწყებინოთ, თორემა ცუდად იქნება ჩვენი საქმეო და მიწით მოსვრილი ხელები გაიფერთხა, - ბოდიშს გიხდით, რო ასეთი ხელებით დაგხვდით, მაგრამ სოფელში ტრაქტორი გაფუჭდა, ჰოდა, ვდგავართ და სიმინდის ძირებს მიწიდან ხელებით ვიღებთ, რომ დაბარვისას ფეხზე არ წამოგვედოსო. ამის გაგონებაზე კი კატო ბებო ავიშვიშდა - დედაი მოუკვდეს. მე რომ არ დავბრმავებულიყავ, ხო წავეშველებოდი, ვეხვეწები, - ბარის პირთან დამაყენე, რო დავბარო-მეთქი, მაგრამ - არა, ან წინ გადავარდები, ან უკან, სირცხვილია, სოფელს როგო შევხედო თვალებშიო. უსაქმური ჩემ დღეში არა ვყოფილვარ. არ წამიყვანენ საბარავადა?

თავად დავიჭერ ჯოხსა და თუ მივაგენი ბარსა, ძალიანაც კარგად დავბარავ და მერე მიყურონ, საით გადავვარდები! სიმინდის მოწევაზეც ხო ეგრე იყო. ვუთხარი, მაიტა ეგ სიმინდი, უნდა ვფხვნა-მეთქი. ჯერ არ შეიძლება, ნედლიაო. მეც დავიჭირე ჯოხი, წავედი ყანაში, ტარო მოვტეხე და მაინც დავფხვენი. შეშაც ეგრე არ დავაწყვე?! შვილიშვილსაც პირი ჰქონდა აბმული - ადრეა, ბაბო, ამ შეშის დალაგება, იყოს ასე დაყრილი, მერე დროს ვიშოვით და თავად დავალაგებთო. არ დავიშალე. მერე ხო მითხრეს - ეს რა გიქნია, ბაბო, ეგრე კოხტად როგო დაგიწყვიაო! ეჰ, შვილო, ახალგაზრდობაშიც ეგრე ვიყავ, ქალები რო გავსხლავდით ვენახსა, გაფანტულად კი არ გადავყრიდი წალამსა, რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავ, წალამი მაინც კოხტად უნდა დამელაგებინა. ჩემ შვილიშვილებს კიდევ ჰგონიათ, რომ კნეინასავით თუ შამინახავენ, უფრო ვიცოცხლებ. არადა, უსაქმურობასავით არაფერი აფუჭებს ადამიანსაც და წუთისოფელსაც. ხო შავი ბედი მქონდა, მაინც მადლობელი გავხდი წუთისოფლისა, რომ ჯანმრთელი ვიყავ და ჩემი შრომით მარჩენინებდა თავსა. 16 წლიდან ქვრივი ვიყავ. ჩემს შავ ბედს რომ ჩემი ქალიშვილის შავი ბედიც დაეტანა, 32 წლისა დამიქვრივდა, მაგრამ ერთხელ ჩემი ობოლი შვილიშვილებითვინ რომ ეთქვათ სკოლაში, - დახმარებაი უნდა მოგცეთო, დავიხოცენით ტირილითა, - დახმარება რასა ჰქვიან, მაშ, ჩვენ ეგრე წყალწაღებულები ვართ, რომ გგონიათ ბალღებს შიმშილით ვხოცავთო!

- ამაყი ყოფილხართ.

- ეგ რა სიამაყეა, საღ-სალამათი კაცი სამათხოვროდ ხელს რომ გაიწვდის, ის ხელი უნდა დასძვრეს. მე ვინ დამაჯერებს, რო საკუთარი შრომით პურს ვერ იშოვი. ქმარი ხო 16 წლისას გამოგლიჯა ომმა, ზედაც 7 კვირის ბალღი შემატოვა საპატრონოდა, მაგრამ ერთხელაც ხელი არავისკენ გამიწვდია. მეხვეწებოდა ჩემი ძმა, - ადექ, დაო და, მაგ ბალღითა შინ დაბრუნდი, მე დეგეხმარებიო. ვერ ვიზამ მაგ საქმეს-მეთქი, ვერც დედამთილ დავტოვებ მარტოს და ვერც შენ დაგაწვები კისერზე სარჩენად, დასანიშნი ხარ, ცოლს რომ მაიყვან, ოჯახის შენახვაც გეყოფა-მეთქი. გათხოვების თქმას ვინ შემომკადრებდა - თქმა რო ვეღარ გაებედნა, ჩემ დას ქმარი გამოეგზავნა, - კატოს უთხარი გათხოვდესო. ვუყურე, ვუყურე და, - მაგას რად მეუბნები, შენთან რომ მოვდივარ ერთ ნატეხ ჭადს რომ ვჭამ? აწი იმასაც აღარ შავჭამ-მეთქი! შევუძახე ჩემს სიძესა. გაგიჟდა კაცი, - ეს რა ვუთხარი, ნეტავ, აქ მოსვლამდე ფეხი მომტეხოდაო.

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"