ჯულიანა მური Loreal-ის ახალი სახე გახდა

ჯულიანა მური Loreal-ის ახალი სახე გახდა

ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური ცნობილი კოსმეტიკური ფირმა Loreal-ის ახალი სახე გახდა.

"ამ ბრენდის პროდუქციას თავად ვიყენებ. მაგარია, გახდე ისეთი პროდუქტის სახე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია",- ამბობს მსახიობი.

მურის თქმით, მისი სილამაზის შენარჩუნების საიდუმლო მარტივია: იგი სახის კოსმეტიკურ ზეთს და მზის მავნე ზეგავლენისგან დამცავ კრემს იყენებს.

51 წლის ჟღალთმიანი ლამაზმანის ფოტოები კომპანიის ახალი პროდუქციის სარეკლამო ბილბორდებზე 2013 წლის დასაწყისში გამოჩნდება. კონტრაქტის დეტალები, უცნობია.

ჯულიანა მურმა ფილმებში "დიდი ლებოვსკი" და "ჰანიბალი" მთავარი როლები შეასრულა. მსახიობი პრემია "ემის" ლაურეატია. იგი "ოსკარზე" ოთხჯერ იყო ნომინირებული.

მომზადებულია US weekly-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება